Skip to content
November 26, 2013 / mkitxveli

მილორად პავიჩი – საწერი მოწყობილობების ზანდუკი

product_image_906იცი როგორია პავიჩი? გახალტურება არ უყვარს – როგორც კი წინადადებებს გადაახტები, მაშინვე უკან დაბრუნება და ხელახლა წაკითხვა გიწევს. პავიჩთან ზედაპირულობა არ მოსულა – ყოველ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს, ზანდუკში მით უფრო და ვერაფერს გადააგდებ ისე უბრალოდ.

თავისებური კაცია პავიჩი და ისე გაკითხებს, როგორც უნდა.

დროებს გიცვლის, ერთი ამბიდან მეორეზე გადაგახტუნებს, შემოიტანს რაღაც სიმბოლოებს, მერე მის მნიშვნელობას რომ უნდა მიხვდე.

პერსონაჟებიც თავისებური ჰყავს – ბიბლიურსახელებიანი, დები დუელში რომ იწვევენ ერთმანეთს, კაცი ენას რომ ივიწყებს, ქალი – შეყვარებულობის დროს თმა რომ უხუჭუჭდება, მერე ერთ ღამეში ჭაღარავდება.

და მთავარი – ზანდუკი!

დახლართული ამბები ისედაც მიყვარს, ნივთები თავის მნიშვნელობას რომ იძენს – ეგ უფრო. წარმოიდგინე რა მაგარი პროცესია, გგონია უსულო საგნები უცებ ცოცხლდებიან და მათავარი პერსონაჟები ხდებიან.

ამბავი არის ასეთი – მწერალს ზანდუკი შეაყიდეს. შემთხვევით არა. ამ ზანდუკში რამდენიმე ნივთია, რომელიც მთელ აბავს ყვება აი იმ პერსონაჟებზე წეღან რომ ვამბობდი.

ის, რაც დაგავიწყდა ყოველთვის ცოტათი იცვლება. და როცა ბოლოს და ბოლოს შენს ცნობიერებაში მოიხმობ ამ დავიწყებულს, ის რაც გაგახსენდა, იქნება ცოტათი განსხვავებული იმისგან, რაც გაფერმკლთალდ შენს მეხსიერებაში.

ისიც ცდილობს დაივიწყოს ყველაფერი, საკუთარი ენაც კი. რამდენიმე გაკვეთილს კარგად აბარებს. თითქმის გამოსდის. მაგრამ ნივთები რჩებიან და უბრალოდ შეუძლებელია ყველაფრის წარსულში გადაყრა.

ყველაზე სწრაფად ადამიანი თავის საუკეთესო მომენტებს ივიწყებს… ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არც თუ იშვიათად აღმოვჩნდებით ხოლმე სამოთხეში, მაგრამ მხოლოდ განდევნა გვახსოვს.

გამორიცხულია პავიჩი სხვა მწერალში აგერიოს. ამ სერბ კაცს თავისი მრავალგანზომილებიანი ტექსტები აქვს და ყველაფერია, რითიც კითხვისას სიამოვნება შეიძლება მიიღო. 85 გვერდია სულ და ერთი მოკალათება სჭირდება მხოლოდ.

3 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Nov 26 2013 10:12 pm

    ახლა ამ წიგნს დავუწყებ ძებნას. როგორ მიყვარს ჩეხები, სლოვაკები და მერე სერბები და მსგავსი, ჩვენსავით, ტანჯული და “გაწამაწია” ხალხი.

  2. anaa / Dec 3 2013 2:57 pm

    dzalian magari sakitxavia gamis or saatze daviwye kitxva tvalebs davgli tqo ro kargad damedzinos tqo da mtlianad ro wavikitxe internetshi vedzebdi miniaturebs

  3. nanakochishvili / May 20 2015 9:25 am

    Reblogged this on nanasoutlook.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: