Skip to content
January 5, 2014 / mkitxveli

სალმან რუშდი – შუაღამის შვილები

rushdi anf„მიუხედავად ჩემი კიტრივით ცხვირისა, ბერივით მოტვლეპილი თავისა, მოღუნული ფეხებისა, რქიანი საფეთქლებისა, მოჭრილი თითისა, ლაქებიანი სახისა, დაყრუებული მარცხენა ყურისა, მგონი, ჩემს მშობლებს მაინც ვუყვარდი“ – მთავარი გმირი სალმან სინაია.

მიუხედავად მისი სიმახინჯისა, ამბის წაკითხვის შემდეგ მშობლების გარდა, შენც გიყვარდება, შეიძლება შუაღამის შვილი რომაა, იმიტომ.

სალმანი ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს, შუაღამეს დაიბადა. ღამის 12 საათის შემდეგ  დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდათ, ტელეპათიურად უკავშირდებიან ერთმანეთს, თუმცა, იმ ღამეს ერთი ამბავიც მოხდა, რამაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

„ვიღაცას ღმერთი უწოდეს და ღმერთი არ იყო, ვიღაცა მოჩვენება ეგონათ და მოჩვენება არ იყო, ვიღაც ვისაც სალემ სინაი ერქვა – თავისი მშობლების შვილი არ იყო“

არეულად ვყვები, არადა, ყველაფერი თავის ადგილას დგას. მთელი ამბავი ერთი შუაღამის შვილის 31 წლიანი ისტორიაა, რომელიც იმ დროდან იწყება, ექიმ ბაბუას მომავალი ცოლი გახვრეტილი ზეწრიდან ნაწილ ნაწილ რომ შეუყვარდა. გოგო მდიდრის შვილი იყო და ექიმს სხეულის მხოლოდ იმ ნაწილს უჩვენებდა, რაც სტკიოდა.

გახვრეტილი ზეწარი, ისევე როგორც გაშვილება, თაობაში მეორდება, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს არასდროს არაფერი იკარგება და ჩვენ ყველანი სალმანის მსგავსად წრეზე ვტრიალებთ.

რუშდი სათქმელს პირველ პირში ყვება, შიგადაშიგ თავად გადის ამბის გარეთ და იქიდან უყურებს მოვლენებს, თხრობას თან სდევს მისი ცოლის, პადმას არანაკლებ საინტერესო რეპლიკებიც. აი, იმ დროს, როცა ტექსტის გაწელვაზე დაიწყებ ფიქრს, შენს ნაცვლად რუშდის  პადმა შეახსენებს დროზე გადადი მთავარზე, მოსაწყენი ხდებაო.

თავისებური ენა აქვს რუშდის, ასე გგონია, სიტყვები წაგლეკავს. თან არაბანალურად იცის თქმა. აი, თუნდაც სიკვდილის ეპიზოდები:

„ოცდამეორე დღეს ბაბუაჩემმა, ადამ აზიზმა ღმერთი იხილა.“

„ბიძაჩემმა თავისი ახირებები და რეალობა სახლის სახურავზე აიტანა და იქიდან გადმოაბიჯა“

„კომედიური წიგნივით გამასხვისეს და როცა მშობლებს ჩემი დაბრუნება სურდათ, მაბრუნდებდნენ კიდეც“.

სალმანის ისტორიის პარალელურად ინდოეთის ისტორიაც ვითარდება, პაკისტანთან ომი ერთერთი გადამწყვეტია როგორც ქვეყნის, ისე წიგნის გმირებისთვის. მთავარ როლს ამ ამბავში შუაღამის შვილ(ებ)ი თამაშობს. აი, ის, ვინც სინამდვილეში სალმანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, შივას ცხოვრებით ცხოვრება მოუწია.

მეორე შუაღამის შვილი, უკვე ათი წლისა, ამ პრინციპით ცხოვრობდა:

სალმან რუშდი

სალმან რუშდი

„ყველაფერი ისე უნდა მიიღო ამ ცხოვრებისგან, როგორიც არის, მერე რაც შეგიძლია ყველაფერი უნდა უყო იმ მიღებულს და შემდეგ შეგიძლია, მოკვდე. აი მიზეზიც და მიზანიც. სხვა დანარჩენი ყველაფერი დედაატირებული ბითურობა და არააობაა“.

არც ფანტასტიკური ჟანრია, არც რეალიზმია, მაგრამ მაინც ორივეა ამ წიგნში. ყველაფერს პირდაპირ და მოურიდებლად ამბობს, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე.

მერე ამასაც დაასკვნის:

„ინდოეთში ევროპა თავის თავს ცინიკურად იმეორებს … ამერიკაზეც იგივე ითქმის“.

წიგნის ბოლოს სალმანს სპერექტომიას უტარებენ.

სექტომია ბერძნულად მოჭრას ნიშნავს. მედიცინაში ამ სიტყვას პრეფიქსები ემატება – აპენდექტომია, ტონსილექტომია .  სპერექტომია – იმედის მოჭრას ნიშნავს.

5 Comments

Leave a Comment
  1. მაგა რაიუელა / Jan 5 2014 5:02 pm

    მე უკვე განვთავისუფლდი შუაღამის შვილებისგან : )
    თორემ ერთი პერიოდი ამწიგნდამოკიდებული ვიყავი….

  2. maiko / Jan 6 2014 7:57 am

    გასაოცარი წიგნია, პირველად წავიკითხე და საოცარი გრძნობა დამიტოვა……..

  3. Kejeradze / Jan 6 2014 11:26 am

    ზოგადად ინდოეთი მაინტერესებს ძალიან და ამ წიგნს როგორ გამოვტოვებდი🙂 კარგი იყო…

  4. ქეთი / Feb 3 2014 5:11 pm

    დოსტოევსკს მოვრჩები და ეს დგას რიგში

  5. tinna / Feb 21 2014 11:55 am

    gamosvlistanave vikide, magram jer ar wamikitxavs dostoevskis gamo, anu siamovneba win makvs )))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: