Skip to content
February 9, 2014 / mkitxveli

ჰენრი მილერი – კირჩხიბის ტროპიკი

book_50dddba2d5ef5საერთოდ არ მახსოვს შინაარსი, სამაგიეროდ მახსოვს კითხვიდან მიღებული სიხარულის განცდა. საოცარი თხრობის სტილია, მსგავსი არაფერი წამიკითხავს. სიტყვათა წყობა, ტექსტის დინამიკა, შედარებები, ეპითეტები – კითხულობ და ხვდები, რომ ეს არის მწერლის ხელწერა, ინდივიდუალური სტილი. ზუსტად იცის რა ფაქტი ღირს საწერად და რა გამოსატოვებლად. დღიურივითაა, არა, უფრო სწორად, მონოლოგივით. კაი ტიპი რაღაცას რომ გიყვება და გაბრწყინებული თვალებით უსმენ, მასეთია.

დასაწყისშივე გეუბნება – ერთადერთი სასიცოცხლო ინტერესი მამოძრავებს – იმის წარმოჩენა მინდა, რაც წიგნებში ჩვეულებრივ გამოტოვებულია ხოლმეო. შინაარსის თვალსაზრისით მძიმე წიგნია, მთავარი თემა სიღარიბეაა და სხვანაირად როგორ იქნება.

კითხვისას სულ ჰამსუნის “შიმშილი” მახსენდებოდა. თუმცა, მთავარი განსხვავება მათ შორის მაინც სიტყვებია – მილერი თავისი წინადადებებით ამსუბუქებს.

ელიზა გულდაწყვეტილი მიყურებს, როგორც საუზმიდან დარჩენილ საჭმელს.

ამერიკიდან პარიზში გადასახლებული კორექტორია მთავარი გმირი. მთელი წიგნიც მისი და მისი მეგობრების ღარიბული ცხოვრებაა. სამყაროს არს სიამოვნების მიღებაში ხედავენ და ამაში ხარჯავენ იმ მცირე ფულს, რასაც შოულოდბენ. ბოლო ეპიზოდშიც როდესაც ხელში ორი ათას ხუთასი ფრაკი უჭირავს ტაქსის იქირავებს და მერე ტყეში შესული დააცდევინებს, ცხოვრებაში პირველად მანქანა უცდის და ეს არის მისთვის ბედნიერება.

ყოველი გვერდის წაკითხვისას სულ უფრო გიმძაფრდება შეგრძნება, რომ ცხოვრება ერთი დიდი წუმპეა. მილერმა ზუსტად იცის, როგორ გადმოსცეს ის, რასაც გრძნობს –სამყაროდან ისე ამომიღეს, როგორც დაცილილი მასრა. საოცარი შედარებები აქვს აი, კიდევ ერთი – “ის საცოდავი ისეთი ნული იყო, რომ სიკვდილიც კი ვერ განადიდებდა სათანადოდ.”

კითხვა – “რა უნდა ვქნათ, სამსახურიდან თუ დაგვითხოვენ?” თავზარს გვცემს ხოლმე. საჯინიბოს დამლაგებელს, რომელმაც ცხენის კურკლები უნდა გაგავოს, ეჩვენება, რომ უცხენო სამყაროზე საშინელი არაფერია ქვეყნად. ნებისმიერი მცდელობა, გააგებინო, რაოდენ უბადრუკია ამ კაცის ცხოვრება, მთელი დღე თბილ-თბილ კურკლებში რომ ურევს ხელს, სრული კრახით მთავრდება. ადამიანს კურკლიც  შეიძლება მოსწონდეს და ეძვირფასებოდეს, თუკი მისი კეთილდღეობა ამ კურკლზეა დამოკიდებული. ასეთ ცხოვრებას, რომელიც უთუოდ დამამცირებელი იქნებოდა ჩემთვის, თავმოყვარეობა, ამბიციები და სიამაყე რომ მქონოდა, ახლა ისეთივე სიხარულით ვიღებ, როგორც ლოგინად ჩავარდნილი კაცი – სიკვდილს.

ციტატებით ყველაზე აჭრელებული პოსტი გამომდის, მაგრამ ხომ ვთქვი ამ ტექსტში მთავარი სიტყვებია-მეთქი. წიგნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპასა და ამერიკას შორის განსხვავებებაზეა. იმის ახსნაა, რატომ გადავიდა საცხოვრებლად ნიუ იორკიდან პარიზში, სადაც როგორც თვითონ ამბობს, ადამიანები ცხოვრობენ და არ კვდებიან.

ნიუ იორკში თვით ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი მღილად გრძნობს თავს. ნიუ იორკი ცივი, ელვარე და დამღუპველია. აქ შენობებია მთავარი. ყველაფერი ატომური სიჩქარით მოძარაობს, რაც უფრო გიჟური რიტმია, მით უფრო გიკნინდება სული… ჯობია ამერიკისგან შორს გეჭიროს თავი, უკანა პლანზე გადასწიო, როგორც ღია ბარათი, რომელსაც მძიმე წუთებში გახედავ და გაგიხარდება.

არასდროს ვყოფილვარ ამერიკაში, არც მასზე მიოცნებია ოდესმე, ამიტომ ამ ქვეყანის მიმართ არაფერი განსაკუთრებული

ჰენრი მილერი

ჰენრი მილერი

ემოცია არ გამაჩნია. მილერს თუ დავუჯერებთ, ამერიკა არ არსებობს, აბსტრატული იდეის სახელია მხოლოდ. სამაგიეროდ ფილმორი წიგნის ბოლოს მაინც ამერიკაში ბრუნდება, ის ადგილია, სადაც პარიზიდან გაქცეულმა მშვიადად უნდა იცხოვროს.

პერსონაჟები ერთმანეთისგან განსხვავებულები, მაგრამ ერთნაირად “გიჟები” არიან, ყველაზე მარტივად ასე შემიძლია დავახასიათო – სამეგობრო და მათი ბოზები.

მილერი ამბობს, ადამიანები სასწაულს ელიან, როდესაც ამ სასწაულის წყალობით ჩვენი ცხოვრება ასეთი გაუსაძლისი აღარ  მოგვეჩვენება.

წიგნის ამორალურობისა და პორნოგრაფიულობის გამო წინა საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრძალეს.  წარმომიდგენია, იმ პერიოდისთვის რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ წიგნს, თუმცა, ახლა არამგონია ვინმეს რამე  ზღვარგადასულადმოეჩვენოს ამ ტექსტში.

5 Comments

Leave a Comment
  1. ShaviMargalti / Feb 10 2014 7:15 am

    ძაან ბევრი ვიცინე, ამ კაცის იუმორის გრძნობა და თხრობის ტაქტიკა, იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ♥

  2. daglilialubali / Feb 10 2014 2:35 pm

    თაროზე მელის მილერი, წაკითხვის მოლოდინში ^_^

  3. lobzhanidze / Feb 24 2014 4:30 pm

    კირჩხიბის ტროპიკიც კარგია და ზოგადად ჰენრი მილერი ძალიან კარგი და დიდია🙂

    • lobzhanidze / Feb 24 2014 4:31 pm

      კირჩხიბის მაგივრად თხის რქა უნდა დამეწერა… თუმცა რა თქმა უნდა ორივე ძალიან კარგია

  4. Nika / Mar 20 2014 9:40 am

    “საერთოდ არ მახსოვს შინაარსი, სამაგიეროდ მახსოვს კითხვიდან მიღებული სიხარულის განცდა.” – სრული სიმართლე🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: