Skip to content
February 16, 2014 / mkitxveli

მიშელ უელბეკი – სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები

uelbekiამ კრებულის კითხვა რაც დავამთავრე, მას შემდეგ ვფიქრობ, რატომ მომწონს ყველაზე დეპრესული მწერალი ასე ძალიან. უელბეკს შეუძლია ნებისმიერ თემაში, ისეთშიც კი, როგორიც დღესასწაული ან ინფორმატიკაა, ტანჯვა დაგანახოს. აქვს განსაკუთრებული უნარი, იმას, რასაც შენ ერთი მხრიდან უყურებ, აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით გაჩვენოს, ამიტომაც, მისი ყველა ნაწარმოები აზროვნებაში ახალი მიმართულების მაჩვენებელია.

სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, ერთ მხარეს მივდივარ, წავიკითხავ უელბეკს და მაშინვე სხვა მხარეს ვხედავ. ერთადერთი მწერალია, ვისზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი შემოქმედება მომწონს. კითხვის დროს ტექსტები მუდიმავდ რამდენიმე ნაწილად მეშლება. გვერდი აბზაცებისგან შედგება, თითოეულ აბზაცს თავისი შინაარსი აქვს და მთელი გვერდი კომპლექსურად აღქმის შემდეგ სხვა კონცეპტი ხდება.  კითხვის დროს ტექსტში შედიხარ და როგორც კი წიგნს შორიდან შეხედავ ერთიანობაში სხვა შინაარსს გაძლევს.

“სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები” ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა ვიდრე “ელემენტარულ ნაწილაკებს”, “პლატფორმასა” თუ “რუკა და ტერიტორიას” შექმნიდა. ასე მგონია, ჯერ ამ ესეებში ჩამოწერა ძირითადი იდეები და მერე მთელი შემოქმედების განმავლობაში სხვდასხვა ნაწარმოებში განავრცო.

პირველივე ესე “სიცოცხლის გაგრძელება”, ტანჯვის ახნით იწყება – “სამყარო ტკივილისგან იმიტომ შედგება, რომ ის თავისი არსით თავისუფალია”.

დაახლოებით 23-ე გვერდზე უკვე შენი ცხოვრების მიზანზე კითხვის ნიშანს გასმევინებს – “ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების, ის არ არსებობს”.

მერე ყველაზე მხიარულ მოვლენაზე, დღესასწაულზე ისე წერს, სადმე წასვლას რომ აპირებდე, სახლში დარჩები – დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს დავიხოცებით”.

შუაში თანამედროვე არქიტექტურაზე, როგორც გადაადგილების აჩქარების ვექტორზე საუბრობს და ავითარებს იდეას, რომ არამხოლოდ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, არამედ ზოგადად საბაზრო საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ახალი ცნება “სუპერმარკეტის ადამიანი” შემოაქვს. ასე თანამედროვე ადამიანს ახასიათებს, ვისაც ცხოვრებაში ერთი ნება არ გააჩნია და სურვილებიც სულ უფრო იზრდება.

“ჩვენ ისეთი ტიპის ცივილიზაციას წარმოვადგენთ, სადაც ადამიანური ურთიერთობების, ასევე იმ დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანს სამყაროს მიმართ უყალიბდება, მთლიანად ექვემდებარება მარტივ ანგარიშს, რომელიც გარეგნული მიმზიდველობის, სიახლისა და ფასი-ხარისხის შესაბამისობიას ითვალისწინებს. ეს ლოგიკა სრულად წარმართავს ეროტიკულ, სასიყვარულო, პროფესიულ და თვით სავაჭრო ურთიერთობებსაც და სულ უფრო ამარტივებს სწრაფად განახლებადი, მრავლობითი კავშირების დამყარებას.”

დაახლოებით ამავე იდეას “გამოთვლების გამარტივებაშიც” ავითარებს.

” სოციალურ სტატუსებს შორის ზუსტი იერარქია ორი მარტივი ციფრული კრიტერიუმით განისაზღვრა: წლიური შემოსავლითა და მუშაობისას დახარჯული საათების ოდენობით.”

ისეთი წიგნია, ნებისმიერ გვერდზე სადაც კი ჩახედავ, საინტერესო ფრაზას იპოვი. პოეზიიდან, პოეტებით დაიწყო და ზოგადად მკითხველებზე საუბრით დაასრულა.

წიგნები მკითხველებს კი უხმობენ, მაგრამ ამ მკითხველებს სტაბილური ცხოვრება უნდა ჰქონდეთ: ისინი უბრალო მომხმარებლები, უპიროვნებო აჩრდილები არ უნდა იყვნენ – გარკვეული აზრით, სუბიექტებს უნდა წარმოადგენდნენ.

უელბეკის ნაწარმოებებს სუბიექტები და ინდივიდუალურად მოაზროვნე ტიპები სჭირდება.

4 Comments

Leave a Comment
  1. mariamiprof / Feb 17 2014 9:38 am

    აუცილებლად წავიკითხავ. თარგმანი როგორია?

    • mkitxveli / Feb 17 2014 1:15 pm

      მე მომეწონა, ირმა ტაველიძის არის, მისი სხვა თარგმანები თუ მოგწონს ესეც მოგეწონება

  2. mariam / Feb 20 2014 3:34 pm

    damexmaret ra,onlineshi rogor wavikitxo rame kargi wigni,

  3. Domenikos / Jul 2 2015 10:57 am

    მიშელის ყველა წიგნმა მეც ძალიან გამიტაცა და საბოლოოდ მათი გავლენით სიცოცხლის ასეთი პრიმიტიული მოდელი “ავაგე”: ციცაბო წრფეზე კუბიკები ზევით მიიწევენ. რატომ – არ იციან, უბრალოდ ყველა ცდილობს ზევით აცოცდეს. წინ უნდა გადაადგილდებოდნენ თუნდაც იმისთვის, რომ ერთ ადგილზე მაინც დარჩნენ. ზოგი ქვევით ცურდება, მხოლოდ რამდენიმე აღწევს უმაღლეს კიდეს და იქიდან გაურკვეველ სიბნელეში ვარდება. ბოლოს რას ხედავენ – მათნაირი კუბიკები წრფეს შედგომიან და ამიტომ არის ის ციცაბო. ესენიც ამ კუბიკებს უერთდებიან, რატომ არ იციან, და წრფეც უფრო ციცაბო ხდება, უფრო ურთულდებათ მასზე ასვლა დანარჩენ კუბიკებს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: