Skip to content
March 2, 2014 / mkitxveli

ჰაინრიხ ბიოლი – კლოუნის თვალთახედვა

ჰაინრიხ ბიოლი კლოუნის თვალთახედვამას შემდეგ, რაც მარიმ მიმატოვა – ამ ფრაზას უკვე მეორე აბზაცში ხვდები და ყველაფერი, ისევე როგორც ჰანს შნირისთვის, შენთვისაც აქედან იწყება.

მარის შემდეგ შნირისთვის ცხოვრება მექანიკური გახდა. ადამიანის მარტოობა ჰაინრიხ ბიოლიზე კარგად ვინმეს ეჩვენებინა, მე არ წარმიკითხავს. შნირი სრულიად მარტოა, მარის, სამსახურის, თანამოაზარის, მეგობრის, ფულის, ოჯახის გარეშე.

როცა მარტო ვარ და მინდა სამზარეულოში ჩემთვის რამე მოვიმზადო, უსაშველოდ ვიბნევი. მარტოობისგან ხელიდან არაფერი გამომდის.

შნირი კლოუნია, ჩვეულებრივი კლოუნი, მისი თვალთახედვა კიდევ ისეთი ფართოა, ვერავინ გაყვა. მისი შეხედულებები ბევრისთვის გაუგებარია, მაგალითად რატომ არ მოიყვანა ცოლად მარი. მისი კონფლიქტი ოჯახთან, ამ წიგნის მეორე თემაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებული მოვლენების გავლენა ადამიანებზე კიდევ მესამე საკითხი. ამას სიღარიბე და ის ადამიანური ურთიერთობები ემატება, რაც შნირის მიერ ფულის თხოვნის პროცესში ყველაზე ნათლად ჩანს.

რეალურად ბიოლმა კლოუნის თვალთახედვაში ბევრი თემა მოაქცია და ისე გაშალა, წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ფიქრი არ გელევა.

“შორიდან მაყურებელი ადამიანი სხვის მდგომარებას უფრო მუქ ან ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე ის, ვისაც უშუალოდ ეხება.”

კრიტიკოსები ხშირად იყენებენ ფრაზას “ძლიერი ტექსტი”, კარგად ვერ ვხვდებოდი ხოლმე რას გულისხმობდნენ რეალურად ამ ფრაზის მიღმა. აი, ახლა შემიძლია ვთქვა რომ ეს “ძლიერი ტექსტია”, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ კითხვის პროცესში სიტყვის გამოტოვება არ გინდა, ისე ლოგიკურად ებმება წინადადებები ერთმანეთს, არაფერი გეზედმეტება, ისე ინაცვლებს დროში, არ გეუცნაურება, ისე გიყვება გრძნობებზე, გჯერა და ისე იშლება თემა, ყველაფერს იგებ. ეს კი საბოლოო ჯამში გაძლევს შეგრძნებას, რაც მხოლოდ მკითხველმა შეიძლება მიიღოს მხატვრული ტექსტიდან.

ყველაზე ცუდი, რაც მარიმ დატოვა, ეს იყო სუფთა და დალაგებული კარადა.

შნირი მონოგამია და მარის გარდა არავისთან წარმოუდგენია თავი. დილით იღვიძებდა იმისთვის, რომ ენახა, როგორ იცვამდა მარი, ის კიდევ ისე წავიდა სხვასთან, ბარათიც არ დაუტოვებია. კარადაშიც ამაოდ ეძება რაიმე ნივთი. შნირს თუ დავუჯერებთ, ამქვეყნად ცოტა ადამიანი არსებობს, ვისი თანდასწრებითაც ტირილი მოგინდება, ასეთი ერთადერთი ადამიანი შნირისთვის მარი იყო. საერთოდაც ყველაფერი მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. როცა ადამიანი ცხოვრებიდან მიდის, იშვიათად რჩება ხოლმე მისი ადგილი თავისუფალი. მარი სულ აკლდა.

არსებობს განმეორებაზე დაფუძნებული რიტუალური მომენტები. უნდა შეაშფოთო გარდასული წამები, არასოდეს უნდა სცადო მათი განმეორება.

ამ წიგნის კითხვისას სულ ეს მქონდა ჩართული, ეჭვი მაქვს კარლა ბრუნი მთელი მარტის ფონი იქნება ჩემთვის.

7 Comments

Leave a Comment
  1. Tinita / Mar 3 2014 7:35 pm

    ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია. ზუსტად ასე დამემართა მეც იმ ფრაზაზე – “მას შემდეგ, რაც მარიმ მიმატოვა”…

    როგორ წარმოიდგენდა ხოლმე, დედამისის დავარცხნილ წვეულებებზე მისვლას და იქ თითებით ჭამას და “არევას”🙂 კიდევ მარის სახლში მისვლას, როცა ის კათოლიკე ციუპფნერი სახლში არ იქნებოდა🙂

    ტელეფონით რომ სუნებს გრძნობდა🙂

    პირველად რომ წავიკითხე სტუდენტობაში, სულ იმედი მქონდა, რომ მარი დაუბრუნდებოდა🙂

    მამა რომ სახლში მოაკითხავს, მათი საუბარი მართლა უმძიმესია და ბევრ კითხვას ტოვებს…

    კაცი ავტორის მგრძნობიარეობამ გამაოცა ჯერ ბიოლთან და მერე ფამუქთან (ფუსუნისადმი სიყვარული და სევდა)🙂

    არაფერი დაუტოვებია, აწყვეტილი ღილიც კი . . .

  2. Sophie Golden / Mar 4 2014 9:14 pm

    ეგ გერმანული “სენია” ალბათ, ნატკ, თუ რამეს აკეთებენ, ძლიერად და მუყაითად (ლოლ ეს სიტყვა საიდან გამახსენდა ამ საქართველოდან გადახვეწილ ადამიანს), ამიტომ აქვთ გერმანელ მწერლებსაც და პოეტებსაც ასეთი ტექსტები.

    ბიოლის ეს წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ “უკაცო სახლის” მერე ისე მიყვარს, სულ ვოცნებობ გერმანულად წავიკითხო მისი ნაწარმოებები და ჯერჯერობით ვერაფრით “შევწვდი”. არაუშავს, ამის დროც მოვა ოდესმე😀

  3. მირანდა / May 22 2014 5:43 pm

    საოცრად გულწრფელი და თბილი წიგნია. დავასრულე თუ არა კითხვა მინდოდა თავიდან დამეწყო ისევ.

  4. salomeaa / Mar 21 2016 7:37 am

    როცა იხსენებს როგორ ახრახნის მარი კბილის პასტას თავს- მგონი ამით ბოლომდე ,,მოიტანა” მარის მიმართ სიყვარულის და მარის გარეშე მარტოობის მთელი სიმძაფრე

  5. გელა / Jun 20 2016 7:04 am

    კომენტარებში ყველას ძალიან მოგეწონათ , მე კიდევ გითხრა სიმართლე ძლივს ჩავამთავრე. კი ბატონო წერს რაღაცეებზე კარგად, ომზე და მიტოვებულ სიყვარულზე, მაგრამ ამას იმეორებს მთელი წიგნის მანძილზე. ერთიდაიგივეზე საუბრობს სულ, მთელი მაგ წიგნის დასაწერად, მგონი 20-25 გვერდი იქნებოდ
    ა საკმარისი. ბიოლის მოკლე ნაწარმოებები მაქვს წაკითხული და მომეწონა, ეს კიდევ ძალიან რაღაცნაერად გაწელილია. საერთო ჯამში ცუდი არ არის , მაგრამ არც ძალიან ძლიერ წიგნად არ მიმაჩნია.

  6. თამარ / Sep 25 2016 1:48 pm

    მიყვარს ძალიან. მახსოვს ის განწყობა რაც ამ ნაწარმოების კითხვისას მეუფლებოდა. ყველა გრძნობა გავიგე და გავითავისე. უნდა გავიმეორო❤

  7. b / Oct 17 2016 6:31 pm

    რამაც ყველაზე ძალიან გამაღიზიანა ეს მარია, ვერ გავიგე საბოლოოდ უყვარდა თუ არა თავის კლოუნი, ან რას მოელოდა მისგან, ან რატომ დატოვა, რა მიზეზით, ან რა მიზეზით მისთხოვდებოდა მეორეს.. რაც შეეხება ოჯახს, გულისამრევია, ლეოც და დედამისიც, თავად კლოუნიც კი ძალიან არ მომწონს, რაღაცნაირად სუსტი მეჩვენა დ ის რომ კიდევ იმათ ემათხოვრება ვისაც ლანძღავს რაღაც უაზრობად მეჩვენება. ერთი სიტყვით, უსიამოვნო გრძნობები ამიშალა, მემგონი მეც “დამამელანქოლიკა” :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: