Skip to content
March 17, 2014 / mkitxveli

ჯონ ბენვილი – ზღვა

ზღვახანდახან ისეც ხდება, შეგხვდება ადამიანი, გაატარებ ცოტა დროს და მთელი ცხოვრება დეტალურად გახსოვს. განსაკუთრებით მაშინ,თუ ჯერ კიდევ თინეიჯერი გქვია. მოხუცი ხარ და ისევ შენთანაა. სულ ვფიქრობ ხოლმე 80 წლის ასაკში, როცა მოგონებებში ეშვებიან, როცა სულ წარსულზე საუბრობენ, ფაქტები რის მიხედვით ახსოვთ და იხსენებენ.

აი, მაქსიც ცოლის გარდაცვალების მერე ზღვისპირა აგარაკში ჩადის და ქლოი ახსენდება, ყველაფერი იქამდე, ვიდრე ზღვას შეუერთდებოდა. ეს ის ასაკია, როცა “წარსული მეორე გულივით გიცემს მკერდში”.

ბავშვობაში ქლოის ამბავი, მოხუცობაში ანას ავადმყოფობა და შემდეგ სიკვდილი თითქმის პარალელურად იშლება. შენც შედიხარ ამ ფიქრების ზღვაში და ხან თინეიჯერ და ხანაც უკვე ასაკიან მაქსთან ერთად დადიხარ.

“წესით სრულ გამონაგონად უნდა ქცეულიყო, მხოლოდ ზმანებად, მაგრამ ყველა საბუთი და ნიშანი მკარნახობდა, რომ ჩემგან შორსაც კი ის მყარად, ჯიუტად, ამოუხსნელად ცოცხალ, რეალურ არსებად რჩებოდა.”

ეს აბზაცი ქლოის ეხება, იმას, ტვინიდან რომ ვერ გააქრო. მეც მყავს ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან სულ მახსოვს, დეტალურადაც კი, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელი გავიდა, არ მინახავს. ალბათ, არის ორ ადამიანს შორის რაღაც, რაც მუდმივად გახსოვს. მაშინ, როდესაც სხვა, ვინც უფრო დიდი ხნით იყო შენს ცხოვრებაში, საერთოდ არ გაგახსენდეს.

ვერანაირი სიახლოვე ვერ ამთლიანებს ორ სხეულს ისე, როგორც ბავშვური ხელისჩაკიდება.

ჯონ ბენვილირაღაც მაკლია ამ ნაწარმოებში და არ ვიცი რა, ალბათ უფრო დინამიკა. რაღაც მომენტები მეზედმეტა, გარკვეულ ნაწილებში ჩართულობა დავკარგე. ან შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, თემატიკა რომ არ იყო ჩემთვის ემოციური, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩემი, როგორც მკითხველის პრობლემაა.

ქალებს სულ ეგრე ემართებათ – თუ არ შეედავე, თუკი მოთმინება გეყო, უთუოდ გაუნელდებათ ჯიბრის ჟინი.

მელანქოლია წიგნში პირველივე აბზაციდან მიქცევით იწყება და ბოლოს ზღვაში შებიჯებით მთავრდება. ერთხელაც ზღვის ჩვეულებრივი მიქცევა ყველაზე წარუშლელი აღმოჩნდება ხოლმე ისევე, როგორც ყველაფერი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ამ ცხოვრებაში.

6 Comments

Leave a Comment
  1. მე ცხადია ყველაზე ბოლო ვიქნები ამ წიგნის შემთხვევაშიც, მკითხველებს შორის.

    • mkitxveli / Mar 18 2014 5:57 pm

      ბოლო მკითხველი იმედია არ იარსებებს, დროს მნიშვნელობა არ აქვს🙂

    • მე სულ ბოლო ვარ ხოლმე, თუმცა მაქვს საშუალება “პირველ” მკითხველებს გადევნოთ თვალი.
      შენ რაც იგულისხმე იმ მნიშვნელობით – ხო. იმედია ბოლო მკითხველი არ იარსებებს : )

  2. vasassi / Aug 10 2014 4:52 pm

    არა, მე არაფერი დამკლებია. დინამიკაც, ზუსტად ისეთია, როგორიც წიგნის განწყობა – მელანქოლიური, ბებერი, მოგონებებით სავსე.. ასე მეგონა, წიგნს ვკითხულობდი და თან საწვიმრად გამზადებული ცის ქვეშ, ზღვის ტალღებზე ვიწექი ზურგზე და ვტივტივებდი..🙂
    მომეწონა ძალიან ემოციურ დონეზე.
    ისეთი ემოცია დამიტოვა, როგორც “კილიმანჯაროს თოვლიანმა მთებმა” თავის დროზე.

  3. zvigena / Oct 7 2014 8:51 pm

    სათქმელი ამ წიგნის რა იყო შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი აზრი, ვინც ასევე წაიკითხეთ?!

  4. მაპატიოს ჯონმა და ამ ნაწარმოების მოყვარულებმა მაგრამ… იმედგაცრუებული ვარ… რატომღაც მეტს ველოდი და… არაფერიც… -_-

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: