Skip to content
April 21, 2014 / mkitxveli

აკა მორჩილაძე – მორიდებული ზურმუხტი

10245496_10201576507720474_9166708629078983190_nწიგნის წაკითხვამდე ყდაზე წარწერებს, მოკლე აღწერას ყოველთვის ვკითხულობ. იქ ეწერა , აკა მორჩილაძის ახალ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისიო. ფანტასტიკის ჟანრშია ეტყობა დაწერილი-მეთქი კი ვიფიქრე წიგნის ყიდვისას, მაგრამ იქვე გამახსენდა ის ინიციტივა, თბილისში პარლამენტის შენობის ადგილი ქუთაისის რომ უნდა გამხდარიყო, ჰოდა, იქვე გადავიფიქრე, სატირა ვივარაუუდე და წასაკითხ წიგნებს შორის ჩავდე.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს ჟანრი არსებობს თუ არა, მაგრამ ეს წიგნი ჩემთვის ირონიული ფანტასტიკაა. მოქმედება 1911 წელს მიმდინარეობს, საქართველო დამოუკიდებელია, ჰყავს იმპერატორი, ზანგი დედოფალი. ქვეყანაში არეულობაა (ბოლომდემაინც ვერ გავიგე ვინ ვის რატომ უჯანყდება), ქუთაისში კიდევ შანსონ კაფეებია, სადაც “ქუთაისური განსაკუთრებულობით კეთდებოდა კარგი ფრანგული საჭმელი” და ძველფრანგული სიმღერების მოსმენაც მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი.

აკა მორჩილაძე მაგრად კაიფობს თითოეულ პერსონაჟზე. მოქმედი გმირები კი იმდენია, ვისი ვინ არის დამახსოვრება ჭირს. მწერლის ენაც ზუსტად ისეთია მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ წერდნენ, ამიტომ ცოტა მძიმე წასაკითხია. მუდმივად ვითომ სიმბოლოები ჩნდება, მათ მიღმა რაღაც რომ უნდა დაინახო, სინამდვილეში კი არაფერია. ესეც იმდროინდელი პერიოდის გაშარჟება მგონია.

პერზონაჟებზე ვამბობდი ბევრია-მეთქი. ერთი მთავარი გმირი არ ჩანს და ისე წერს, არც ერთის მიმართ არანაირი გრძნობა არ გიჩნდება. სახელებიც საოცარი ჰქვიათ. ბუჭუტა აბაშიძე მაინც გამორჩეული მგონია. უცხოეთიდან მხოლოდ იმიტომ ჩამოიყვანეს და სარდლად დანიშნეს, რომ ეთქვათ სამხედრო საქმეში გამოცდილი ადამიანი გვყვავსო, იმას კიდევ საქართველო “ვეფხისტყაოსნის” ქვეყანა ჰგონია და სჯერა რომ მართლა რაღაცას ხელმძღვანელობს. მერე ეუბნებიან ჩვენთან ასეთი წესია რასაც ეპისკოპოსი იტყვის იმას უნდა მივსდიოთო. ესეც დიდ გმირობად ჩათვლის სასულიერო პირი სარდლად როგორ დგებაო.

ამ წიგნში ბევრია ალუზია, სულ რაღაცეები გახსენდება, აკავშირებ ერთმანეთთან და ხვდები როგორ დასცინის ავტორი ყველაფერს ერთად.

ზურმუხტი კიდევ მორიდებულია, სულ ქრება და იკარგება.

 

2 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Apr 27 2014 8:16 pm

    Natk, minda es wigni😉 vaime jer zvelebi ar chamomsvlia da axals “vitxov”.
    Oficialurad albat ara, magram eg janri martlac undq arsebobdes, miyvars msgavsi ragacebi.

    • mkitxveli / Apr 28 2014 6:16 pm

      გამოგიგზავნი რა თქმა უნდა როგორც კი საშუალება მომეცემა🙂

      აუ იმათ ჯერ ვერ მოაღწიეს შენამდე? რა იყო აღარც მახსოვს😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: