Skip to content
May 28, 2014 / mkitxveli

წიგნის ფესტივალის წინ

e7ad08d0-e4e6-4ec9-a08e-ed2eba6d7343_mw800_mh600_s1ჯერ კიდევ 6 წლის წინ იყო მე და ჩემი მეგობარი, სანის რომ ვეძახი, წიგნის ფესტივალზე წასვლას რამდენიმე დღით ადრე რომ ვგეგმავდით და ჯგუფელებიდან ვერავინ ავიყოლიეთ. მაშინ წიგნებს არც დაბადების დღეზე გჩუქნიდნენ. ექსპო ჯორჯიაშიც რამდენიმე სტენდი იდგა და მშვიდად ვათვალიერებდით, რიგი არსად იქმნებოდა.

იმ დროს ჯიბეში სულ 30 ლარი გვედო, ახალ წიგნებს მხოლოდ ვათვალიერებდით და ლარიან წიგნებს ვყიდულობდით.

დაზიანებული წიგნების მოპოვება 5 ლარად შეიძლებოდა, ჩვენც მათ ვავლებდით ეგრევე ხელს. მთავარია, ნაწერი იყო დეფექტის გარეშე. ყველა მათგანი წინასწარ დიდი სჯა-ბაასის შემდეგ იყო შერჩეული. დარწმუნებულები უნდა ვყოფილიყავით, რომ ბიბლიოთეკაში არ ჰქონდათ და წაკითხვის სხვა შანსი არ გვქონდა.

მაშინ თუ კი რამეს ვიყიდდით, ყველაფერს ვკითხულობდით, სხვდასხვა წიგნებს ვირჩევდით, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცვალა.

იმ წლებში ფესტივალებზე ყოველთვის გვხვდებოდა ჩვენი ლექტორი დავით პაიჭაძე ბევრი წიგნით დახუნძლული. ჩვენც გვინდოდა, რომ ერთხელაც ყველა ის წიგნი გვეყიდა, რაც გვინდოდა.

წლების შემდეგ სანი წავიდა და მე მარტო მივედი უკვე ხალხით გაჭედილ წიგნის ფესტივალზე, სტენდებთან დადგომა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ყველაფერი ვიყიდე, რისი ყიდვაც მინდოდა და წავიკითხე დიდი სიამოვნებით.

შარშან ფესტივალს პავილიონები შეემატა, იქაც ჩემი ყველა მეგობარი ვნახე, სამივე დღეს უამრავი ხალხი ირეოდა ბევრი წიგნით ხელში. ფასდაკლებებიც საკმაოდ ბევრი და ნამდვილი იყო. მე უკვე ნაყიდი მქონდა იმ წელს გამოსული წიგნების უმრავლესობა, რაც გამომრჩენოდა, შევავსე, მოვიტანე სახლში და ყველა დღემდე ვერ წავიკითხე.

წელს უკვე ერთი კვირით ადრე ხალხი გამომცემლობებს კატალოგის დადებას სთხოვდა.

სანი ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე დადის, მე – ისევ თბილისის, მასაც აქ, ჩემთან ერთად წასვლა ურჩვნია, ვიცი. მე კიდევ მინდა, თბილისის ეს ფესტივალი ლაიპციგის მასშტაბის გახდეს.

ეს პოსტი აი, იმ გოგოს ეძღვნება, ბევრი წლის წიგნის ფესტივალზე სიარული ერთად რომ დავიწყეთ.

 

3 Comments

Leave a Comment
  1. pompki klasyczne / May 31 2014 1:56 am

    I just like the helpful information you supply in your articles.
    I’ll bookmark your blog and take a look at again here regularly.
    I am relatively certain I’ll learn many new stuff right here!
    Best of luck for the following!

  2. Sophie Golden / Jun 1 2014 10:53 am

    ოხ, ჩემო ნატკა!!! რა უღიმღამო ფესტივალი ყოფილა წელს, რა არის😦 არადა, მართლა როგორ ველოდებოდით, გახსოვს? თან საკმარისი ფული არასოდეს გვქონდა, რომ ყველა წიგნი გვეყიდა და გული თუ სული მოგვეყირჭებინა😀 ახლა “წანწკლასავით” სიტყვებს ვურევ, მაგრამ გული ამიჩუყდა იმ დროის გახსენებაზე…
    სანის ისე მოენატრე, გული ყელზე მიებჯინა:-/

    • mkitxveli / Jun 8 2014 7:24 pm

      და მე ახლაღა ვნახე ეს კომენტარი🙂 კი ასეთი უღიმღამო ჯერ არ ყოფილა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: