Skip to content
May 31, 2014 / mkitxveli

წიგნის ფესტივალის ორგანიზატორებს

10292483_10152159332219211_5975193976995811933_n

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მართლა არ მახსოვს როდის ვიყავი პირველად წიგნის ფესტივალზე, მაგრამ დიდი ხნის წინ იყო ნამდვილად ვიცი. წელს კიდევ პირველად მოხდა ნახევარ საათზე მეტხანს რომ არ გავჩერდი. წიგნის დღე ყველაზე უგემური გამოდგა ჩემთვის.

საერთოდ ჩვენთან უჭირთ ხოლმე რეალობისთვის ფეხის აწყობა. ამ ფესტივალის ორგანიზატორებსაც იგივე დაემართათ. გაიზარდა გამოცემული წიგნების ოდენობა, მაღაზიებიც და გამომცემლებიც. კიდევ უფრო კარგია, რომ მყიდველიც თუ დამთვალიერებელიც ყოველ წელს მატულობს, თუმცა სივრცე იგივე რჩება.  ამას უკონდენციონერობა და ჩახუტებისადმი ქართველების მიდრეკილება  დაუმატეთ, ჰოდა, სტენდებთან ჩვეულებრივი ზედახორა აღარ გაგიკვირდებათ.

წიგნები და ჭყლეტვა ერთმანეთს არ ეთავსება. წიგნის ყიდვა რომ მოგინდეს ან ხელში უნდა დაიჭორო და გადაათვალიერო, ან წინასწარ იცოდე, რა გინდა. მიხვიდე და იყიდო.

მაგრამ წინასწარ ვერ გეცოდინება, ვინმემ კატალოგი თუ არ გამოაქვეყნა. ჯერ კიდევ ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა გამომცემლობა ცალკ ცალკე მეპატიჟებოდა თავის ღონისძიებაზე, რომელსაც ამ ფესტივალის ფარგლებში მართავდნენ. თავი მომაბეზრა ყველამ საბოლოოდ. სამაგიეროდ, რა წიგნებზე ჰონდათ ფასდაკლება მხოლოდ “დიოგენესთან” და “სულაკაურთან” ვნახე, ცალკეულ წიგნებს მოვკარი თვალი “ინტელექტთან”.  ერთიანი სია მონაწილეებითა და კატალოგებით არ არსებობდა. ამიტომ ისიც ვერ გავიგე, რამდენად ღირდა იმ ჩახუთულ პავილიონში მისვლა.

წინა წელს იქვე ყავის დალევაც შეგეძლო, ახლა მწყურვალს გულის წასვლა გელოდა.

ვიდრე წიგნის ფესტივალზე მისვლას გადაწყვეტ ჯერ ფული უნდა გქონდეს. ხელფასი როგორც წესი, ყველგან თვის დასაწყისში ირიცხება. ორგანზიატორებმა კი რატომღაც 29 მაისს გადაწყივიტეს არც ძველი ხელფასიდან რომ გაქვს არაფერი მორჩენილი და არც ახალი ჩაგრიცხვია. ფულიც რომ გქონდეს, შუა ხუთშაბათს წიგნებზე საბოდიალოდ სამსახურიდან ვერ გახვალ. ამათ კიდევ სამუშაო დღე აირჩიეს ფესტივალის დასაწყებად. მაინც ვერ გავიგე რატომ.

მოკლედ ყველა პირობა იყო იმისთვის, წიგნის ფესტივალზე არ მისულიყავი და თუ მიხვიდოდი, უცებ გამოვარდნილიყავი.

ჰოდა ძვირფასო ორგანიზატორებო, არც ვიცი ვინ ხართ, თუ ჩვენი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია მომავალ წელს

  • ფესტივალი თვის დასაწყისში არასამუშაო დღეს დაიწყეთ
  • გააკეთეთ ერთი საიტი (ჯანდაბას, რაც გაქვთ იმ ფეიჯზე იყოს) და ატვირთეთ ყველა მონაწილის სახელი და კატალოგი
  • სტენდები რამდენიმე პავილიონში გადაანაწილეთ. მკითველები და მონაწილეები გავმრავლდით და ნუ გაგვჭყლეტთ
  • მონაწილეები ისე განათავსეთ, ვხედავდეთ რა აქვთ გამოტანილი და წრეზე ბრუნვა არ გვჭირდებოდეს
  • დააყენეთ კონდენციონერი და ზედახორიდან თავსარიდებულ სიგრილეში მყოფ კონსულტანტებსაც არ წაეშლებათ სახეები და არც გული წაუვათ
  • მოაწყეთ პავილიონებში ყავისა და წყლის დასალევი ადგილები. წიგნების თვალიერებით დაღლილები ერთმანეთს აზრს გავუზიარებთ და ეგებ უფრო მეტი წიგნი შემოგვეყიდოს
  • ნუ დაამგვანებთ ლილოს ბაზრობას წიგნის ფესტივალს

ფესტივალის მონაწილეებო:

  • გამოაქვეყნეთ კატალოგები
  • ცხადად მიუთითეთ, რა ღირდა ადრე და ახლა რამდენად ყიდით. ვიზუალიზაცია თვალს ჭრის ადამიანს და 15 ლარიან წიგნს 10 ლარი რომ აწერია, ყიდვა უნდება
  • კონსულტანტები ჩაანაცვლეთ ერთმანეთს. ადამიანები არიან და დღის ბოლოს სრულად წაშლილები დგანან და საჩუქრების მოცემაც ავიწყდებათ
  • ცალკე დააწყეთ ახალი წიგნები
  • ნუ დაუკარგავთ მნიშვნელობას სიტყვას “პრეზენტაცია”

ბოლოს ყურში მომხვდა – მობრძანდით, მალე ვახტანგ ჯავახაძის წიგნის “უცნობის” პრეზენტაცია გაიმართებაო. რაც თავი მახსოვს, ეგ წიგნი არსებობს და 2014 წელს მისი პრეზენტაცია რატომ იმართებოდა, ვერ მივხდი.

ჰოდა, მეც წამოვედი.

 

11 Comments

Leave a Comment
  1. polemos0108 / May 31 2014 5:50 pm

    წყალი.

  2. Mari / Jun 1 2014 12:25 pm

    სულაკაურის კატალოგი რომ იდო ხომ რას ამბობ… არაფერი არ იყიდებოდა კატალოგის ფასად. ყველა წიგნზე 25 პროცენტიან ფასდაკლებას ანგარიშობდნენ. ყველაზე მეტად გამაწბილეს წელს.არადა ხელფასი ახლახანს ჩამერიცხა.

    • bioblog.me / Jun 4 2014 6:14 pm

      ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, ფასდაკლებული წიგნები ცალკე თაროებზე ეწყო და იმ ფასში იყიდებოდა, რაც მანამდე გამოაქვეყნეს.

    • Mari / Jun 5 2014 5:28 pm

      3 ლარად ეწერა “კონცერტი ანგელოზის ხსოვნას” და მე 7.5 მივეცი. 🙂 ფასდაკლებულ თაროზე, საერთოდ არ გამოჩენილა ეგ წიგნი, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომელიც კატალოგში ლარად ეწერა, არადა მხოლოდ 25 პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდებოდა. აი, ესაა რაც შეესაბამება სიმართლეს. თუმცა რა ჩემი საქმეა, წიგნები მათია. უნდათ ფასს დაუკლებენ, უნდათ – სულ არ გაყიდიან🙂

    • Mari / Jun 5 2014 5:31 pm

      + იქვე კონსულტანტს ვკითხე, კატალოგის ფასები თუ მოქმედებს ყველა წიგნზე მეთქი და არაო. ალბათ დაღლილი იყო, ყველა ამ კითხვას რომ უსვამდა და მოხერხებულად გამარიდა თავი. სანამ რამეს იტყვით, ჯერ გადაამოწმეთ ხოლმე. სიმართლეს არ შეესაბამება თურმე..

  3. irina / Jun 1 2014 3:52 pm

    გამომცემლობა “ინტელექტმა” ახლა გამოსცა ვახტანგ ჯავახაძის წიგნი “უცნობი”, რომელშიც დაახლოებით 30% ახალი ინფორმაციაა დამატებული (24 ახალი თავი) და სწორედ ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სამწუხაროა, რომ არ დაესწარით.

  4. თამუნა / Jun 1 2014 4:10 pm

    თქვენი ნებართვით, მცირედი შესწორებები:
    1. ჯერ ერთი, ყავა და წყალი ნამდვილად იყიდებოდა (პირადად მივირთვი ყავა), ის კი არა, ტკბილეულით წახემსებაც შეიძლებოდა.
    2. წიგნის ფესტივალის ორგანიზატორები რიგრიგობით აქვეყნებდნენ გამომცემლობების აქტივობებსა და კატალოგებს. იხ. ლინკი https://www.facebook.com/tbilisibookfair?fref=ts.
    3. ბოლო წლების ტრადიციის მიხედვით, წიგნის ფესტივალი ეწყობა 26 მაისის ფარგლებში, მაგრამ ვინაიდან წლევანდელი 26 მაისი ორსაბათი იყო, ამიტომაც რამდენიმე დღით გადაიწია. ზოგი სულაც თვის დასაწყისში იღებს ჯამაგირს და ერთი ორგანიზაცია ყველას ხელფასს ვერ დაამთხვევს ღონისძიებას. ამისათვის უპრიანია, წიგნის მოყვარულმა ადაინახოს გარკვეული თანხა, თუ ნამდვილად სურს წიგნების შეძენა.
    4. წინის ფესტივალი 4-დღიანია თუ ნამდვილად გაინტერესებს, შეიძლება ერთ დღეს კატალოგები მოაგროვო, გაეცნო და შემდეგ იმის მიხედვით იყიდო. მე ტოველ წელს ასე ვიქცევი და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.
    5. ფესტივალის შაბათ-კვირას გახსნასა და პრეზენტაციების ვერჩატარებაში გამომცემლობები და ასოციაცია კი არა, ტელევიზიებია ”დამნაშავე”, რადგან უქმე დღეებში არ კადრულობენ გადაღებებზე სიარულს.
    და ა.შ.

    რაც შეეხება mari-ს კომენტარს: ეს, უბრალოდ, ტყუილია, რადგან თავად ვიყავი იქ. სულაკაურის გამომცელობას განურჩევლად ყველა წიგნზე ჰქონდა 25%-იანი ფასდაკლება და განსაკუთრებული ფასდაკლებები სერიებზე და კომპლექტებზე ვრცელდებოდა. უბრალოდ, დიდი ფასდაკლების გამო ბევრი რამ მალევე გაიყიდა და შესაძლოა mari-მ მხოლოდ 25%-იან ფასდაკლებას მიუსწრო.

  5. Kate / Jun 1 2014 5:44 pm

    “ვიდრე წიგნის ფესტივალზე მისვლას გადაწყვეტ ჯერ ფული უნდა გქონდეს. ხელფასი როგორც წესი, ყველგან თვის დასაწყისში ირიცხება. ორგანზიატორებმა კი რატომღაც 29 მაისს გადაწყივიტეს არც ძველი ხელფასიდან რომ გაქვს არაფერი მორჩენილი და არც ახალი ჩაგრიცხვია”

    აი ზუსტად!
    და ეს სულ ასეა.

  6. Keti / Jun 1 2014 6:19 pm

    კაფე იყო, სულაკაურის წიგნების ფასი 1 ლარიდან იწყებოდა. მე მაგალითად ხელფასი 20-ში მერიცხება. წელიწადში ერთხელ არის ეს ფესტივალი და ერთი თვით ადრე უკვე მაქვს ხოლმე მოლოდინი. ჰოდა 50 ლარის გადადება მაინც სამსახურიან ადამიანს შეუძლია ჩემი აზრით, თუ ეს მოლოდინი აქვს, ზემოთ რომ დავწერე. აუტანელ სიცხეზე და ფართის გაზრდაზე ვეთანხმები ავტორს.

  7. jillian / Jun 1 2014 6:40 pm

    ფართის გაზრდა მართლაც საჭირო იყო. ავტორს დავეთანხმები, რომ წიგნის ფესტივალი იყო თუ ლილოს ბაზრობა ვერ მივხვდი.. ძალიან გამიჭირდა წიგნების არჩევა.. ( ის წიგნის ვერ ვიშოვე რომელიც მე მინდოდა ) ასევე მინდოდა წიგნების ახლოდან შეთვალიერება მაგრამ ვერ მოვახერხე… ჩემი აზრით უფრო კარგადაც შეეძლოთ ამ ყველაფრის ჩატარება, ეს ფესტივალი ხომ წელიწადში ერთხელაა, ღირს მონდომება და უფრო კარგად ჩატარება ყველაფრის..

  8. პერწკლი / Jun 1 2014 7:56 pm

    გეთანხმები ყველაფერზე, ხელფასის გარდა, 11 თვით ადრე როცა იცი რომ ფესტივალი იქნება, ბოლობოლო თვეში 10 ლარს გადადებ, ან რამეს მოიტოვებ წინა ხელფასიდან

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: