Skip to content
June 8, 2014 / mkitxveli

ფილიპ როთი – პორტნოის სინდრომი

პორტნოის სინდრომიწიგნის დაწყებამდე ჯერ პორტნოის სინდრომზე ინფორმაცია ვეძებე, მეგონა ფსიქოლოგიაში მართლა არსებობდა. მერე როთის განმარტება ვნახე – ძლიერი ეთიკური და ალტრუისტული იმპულსებისა და უკიდურესად მძაფრი, ხშირად პერვერსიული სექსუალური განცდების ჭიდილს გულისხმობსო. წიგნის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ პორტნოის პროტოტიპი რიგითი ქართველია.

წიგნის მთავარი გმირი ებრაელი ალექს პორტნოია, რომელიც ფსიქოანალიტიკოსს თავისი სექსუალი ცხოვრებისპრობლემების შესახებ უყვება. მისი ტანჯვა ოჯახიდან იწყება, უფრო სწორად, ებრაელობითა და მისადმი დედის დამოკიდებულებით.

“ნუთუ შეიძლება ადამიანს თავის ტვინი, ორი თვალი,  და ორი ყური ჰქონდეს და მაინც ცხოვრება ისე გალიოს, რომ ვერასდროს მიხვდეს, რას გრძნობენ, რისკენ მიისწრაფვიან სხვები”

პორტნოის დედამ ვერაფრით გააცნობიერა, რომ მის შვილი დამოუკიდებელი ინდივიდია. საქართველოშიც ხომ მუდმივად ასე ხდება და ბიჭი ვერასდროს გამოდის დედის გავლენისგან, მერე ცოლშიც დედას ხედავს და ვერასდროს ყალიბდება დამოუკიდებელ ტიპად, რომელიც თავის ყველა ქმედებაზეა პასუხისმგებელი. ისინი კი რომლებიც ამ გავლენებს ამჩნევენ და დედის კომპლექსისგან გათავისუფლებას ცდილობენ, ისევე იტანჯებიან, როგორც პორტნოი, რადგან სწორედ ამ აღზრდის გამო არ ჰყოფნით გამბედაობა ბოლომდე დამოუკიდებლები იყვნენ, მაშინაც კი თუ სახლიდან მიდიან და სხვა ქალაქში აგრძელებენ ცხოვრებას. მერე პერვერსიული სექსუალური განცდებით იტანჯებიან.

“წელებზე ფეხს ვიდგამდით მაგისთვის, მასწავლებლები არ დაგვინანია პიანისტი, რომ გამოსულიყო”, – ეს ფრაზა რიგით ქართველ დედას კი არა, პორტნოის მშობელს ეკუთვნის. მასაც ჰგონია, რომ თვითონ უკეთსად იცის რა უნდა მის შვილს.

პორტნოიც ისევე იტანჯება თავისი ებრაელობით, როგორც ბევრი ქართველი ბიჭი, რომელსაც უბედურების ყველა მიზეზად საქართველოში დაბადება მიაჩნია და გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ხედავს, თუმცა ამგვარი ტიპებიდან ვინც წავიდა, მათაც ვიწრო კულტურული აზროვნება შერჩათ ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორც საფრანგეთი ან თუნდაც გერმანიაა.

“რელიგია ხალხის ოპოუმია” – სჯერა პორტნოის და მისგან ოჯახის გათავისუფლება უნდა. დისკომფორტს უქმნის მუდმივი დიფერენციაცია ებრაელებსა და არაებრალეებს შორის.

პირდი ცხოვრება როგორც ჩვენთან, ისე პორტნოისთან ცალკე თემაა.

“როგორც ჩანს ნიუარკის და მის შემოგარენში ყველას ერთი კითხვა აკერია პირზე – როდის მოეგება გონს ეგოისტი ალექს პორტნოი და მშობლებს, ამ ოქრო ხალხს, კალთაში შვილიშილს როდის ჩაუგორებს.”

ფრაზა “როდის უნდა მოიყვანო ცოლი” 25 წელს გადაცილებული კაცებისადმი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. არადა, ამ ასაკში მას არ ჰყავს ცოლი, ვინც აცნობიერებს, რომ აი, იმ ზემოთ ნათქვამი კომპლექსებისგან  ვერ თავისუფლდება და ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ამ ასაკში ვისაც უკვე ჰყავს ცოლი, იმას არც კი უფიქრია პასუხისმგებლობაზე და დიდი ალბათობით არც კომპლექსის მნიშვნელობა იცის.

“რატომ ვიჭყლიტები საკუთარ სურვილებსა და სინდისს შორის, სურვილებს სინდისი სძულთ და სინდისს სურვილები სძულს”

ფილიპ როთი

ფილიპ როთი

ამ ფრაზაში მთელი მისი ტრაგედია ჩანს. ამიტომაც როდესაც მიხვდება, რომ მანქი ძვირფასი გახდა მისთვის და დაუსვამს საკუთარ თავს კითხვას, ხომ არ შემიყვარდაო, მაშინვე ფრთხება და გარბის. მანქი ველურია და მისი ოჯახის ნორმებში არ ჯდება.

არადა, კარიერული თვალსაზრისით პორტნოი საკმაოდ წარმატებულია. მთავარი ირონია ისაა, რომ სხვა ადამიანთა უფლებების დამცველია.

სხვებმა სარბენი ბილიკის ნახევარი გაირბინეს, მე ისევ სტარტის ხაზღან ვდგავარ. ინტელექტის კოეფიციენტი მაქვს 158, მაგრამ ორგანიზატორებს ისევ წესებისა და პირობების გამო ვეკამათები, სარბენი ბილიკის მიმართულებაზე ვედავები, მსაჯების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ ვაყენებ. ისტერიკა – c’est moi!

7 Comments

Leave a Comment
  1. PorcupineD / Jun 8 2014 8:54 pm

    ამ წიგნში რაც თავიდანვე მომეწონა ის იყო, რომ მწერალმა ძალიან კარგი მეტაფორა შემოგვთავაზა იმისა თუ როგორ ითვისებს და ებღაუჭება შვილის პიროვნებას, მის თავისუფლებას მშობელი. როთმა რომ ეს მასტურბაციის დროს დედის მიერ კარზე კაკუნთან გააიგივა ძალიან მომეწონა, ბრავო მეთქი გულში ვამბობდი, თუმცა დაახლოებით 120-140 გვერდიდან ისე მდორედ წავიდა თხრობა, რომ 50 გვერდის შემდეგ სურვილი არ მქონდა დამესრულებინა წიგნი. არადა თავიდან ძალიან სახალისოდ ყვებოდა, საკმაოდ სერიოზულ თემაზე.

    • PorcupineD / Jun 8 2014 8:55 pm

      თუმცა, მშობელი რომ გავხდები, ამ წიგნს კიდევ ერთხელ წავიკითხავ, თავს პირობას ვაძლევ :)))

  2. ბუნებრივია მაშინვე ქართულ რეალობას დაუკავშირო პორტნოის ცხოვრება, მაგრამ მე რატომღაც ბევრ საერთოდ ვერ ვხედავ. იქ ყველაფერი სულ სხვა კონტექსტში ვითარდება და ძალიან მცირე აქვს ჩემი აზრით, საერთო იმ ყველაფერთან,რასაც ქართული რელობა ჰქვია.

    დედა-შვილის ურთიერთობა ყველაზე ბოლოხარისხოვანია აქ. ჩემთვის პირველხარისხოვანი რაც იყო , არის ის, რომ პორტნოი არის ტიპი, რომელზეც რეპრესირებულობის ყველა დეტალია დატანილი. ხოდა წარმოიშვა მტრულ გარემოში გამოზრდილი უხერხემლო, უაზრო არსება.

    რომ მკითხოთ, აქ ყველაზე რეალური მსხვერპლები მისი მშობლები არიან, რომლებზე ყველაზე მეტად გადატყდა ისტორიის ჯოხი ))))))

    • Sophie SUNNY Golden / Jun 10 2014 4:58 pm

      Madloba Maga, zlivs mshoblebi dagvicva ketilma adamianma😀

      Minda da tan mezareba wakitxva am wignis. Erti kargi megobari ojaxi gvyavs Berlin-shi, gvarad Portnoy😀 ogond imat bichebi ar hyavt.

      Anyhow, Natk, momenatra shentan inteleqtualuri debatebi ♥

  3. tamtamtamta / Jun 9 2014 7:40 am

    წიგნის ფესტივალზე შევიძინე, სასწრაფოდ ჩავუჯდები :))))))))))))

  4. New Reader / Mar 16 2015 11:32 pm

    ჩემი აზრით ერთ-ერთი პრობლემა გამორჩეულობის შთაგონებაა ადამიანისთვის (ბავშვისთვის). იმის გამო, რომ ალექსი მთელი ბავშობა ისმენდა როგორი გამორჩეულები არიან ებრაელები და როგორი გამორჩეული და განსაკუთრებული ბავშვია თვითონაც, დანარჩენი ცხოვრება ის ცდოლობს, რომ იპოვოს თავისნაირი გამორჩეული და იდეალური ადამიანი, რაც როგორც ვნახეთ ფატალური შედეგით მთავრდება. დაახლოებით იგივე პრობლემაა ქართველობაშიც.

  5. Gocha chanturia / Mar 17 2016 2:59 am

    არ არის ცუდი რომ ალექსში ქართველს ვხედავთ მაგრამ ეს არც ებრაული არც ქართული და არც სხვა ხალხების ოჯახის ბრალია, ეს ჩაკეტილი საზოგადოების კომპლექსებია. უარესი სტერეოტიპები მომისმენია სხვადასხვა გენო-ტიპებსა თუ ეთნოსზე. ალექსი როცა ისრაელში ჩავა ადგილობრივ ებრაელებთან ურთიერთობის შემხდეგ დაინახავს რა რომ იქაც არიან თავისუფლად მოაზროვნენ ადამიანები თავიანთი იდეებით და ხედვებით, ესეც შოკს იწვევს მასში.
    მთელი მისი აღზრდა არ ყოფილა მთლად ებრაული და პლიუს ამას ხვდება რომ აღზრდა ებრაული,ქართული ფრანგული და გერმანული არ არსებობს ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია – აღზრდა აღზრდაა!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: