Skip to content
June 21, 2014 / mkitxveli

ერლენდ ლუ – ნაივური.სუპერი.

naivuri-superiის 25 წლისაა, მე 26-ის ერთი თვის წინ გავხდი. პრინციპში ტოლები ვართ. მეც ახლა ისე ვარ, დავიდგამდი საკაკუნო დაფას და ვაკაკუნებდი კაი ხანს. აი ის მდგომარეობაა, საგნებს შორის კავშირი რომ წყდება. იცი, რაღაც უნდა შეცვალო, მაგრამ ეს ცვლილებაც გეზარება და უბრალოდ მიდი-მოდიხარ, მოტივაციის გარეშე.

მას ორი მეგობარი ჰყავს – ერთი კარგი და მეორე ცუდი. ჩემები უფრო ბევრნი არიან – ეს უკვე კარგია. სიების ჩამოწერა მეც მიყვარს. ერთხელ უნივერსიტეტში ჩამომაწერინეს “ვინ მყავს” და “რა მაქვს”. მაშინაც მასავით “რა მაქვსზე” პასუხი უფრო ადვილი გამოდგა. აი ახლაც უფრო ბევრი რამე მაქვს, ვიდრე – მყავს. საერთოდ ძნელია ვინმე გყავდეს და ვინმეს ჰყავდე. თუ “ვინ მყავს” გრაფაში უფრო ბევრია, ვიდრე “რა მაქვს” კითხვის ქვეშ, მაშინ ჩვენიანი არ ხარ და ამ წიგთანაც არაფერი გესაქმება.

“ყოველ ჩვენგანს უდგას ხოლმე მძიმე წუთები. დღეები, როცა უაზრობის შეგრძნება უჩუმრად გვეპარება და ცინიკურობასა და ირონიაში გვძირავს, როცა ვკარგავთ სიყვარულს და იმის რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება”.

ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ საგნებს შორის კავშირს ვეღარ ხედავს, მერე იმაზე ფიქრობს, არსებობს თუ არა დრო საერთოდ. იმ ცუდ მეგობარს ხვდება, ცუდი იმიტომაა, რომ  ვეღარ უგებს.”მას კიდევ უფრო ნაკლები კონტაქტი აქვს საკუთარ თავთან ვიდრე ჩემთან”, დაასკვნის ბოლოს.

არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, ვერაფერში ვერ პოულობს ინტერესსს “უფრო ზუსტად ვეღარც კი ვხვდები რომელია ჩემი საკუთარი აზრი და რომელი ტელევიზორიდან ათვისებული”

ინტერნეტი ზედმეტ  ინფორმაციას გვაძლევს, რომლის გარეშეც მშვენივრად ვიცხოვრებდითო. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე მეც რამდენი ისეთი რამ ვიცი, რაც სულაც არ მინდა ვიცოდე, კიდევ უფრო მეტს ლოგიკურად ვხვდები – არც ეს მჭირდება. პირიქით, ვითრგუნები. ასეთ დროს მინდა, ცოტა შტერი გოგო ვიყო, რომელსაც მარტივი რაღაცეები აკმაყოფილებს და საერთოდ არ ფიქრობს საგნებისა და მოვლენების ერთმმანეთთან დაკავშირებით დამტებითი დაკვნების გამოტანას.

ჯერ ძმის სახლში გადადის, მერე ბურთს ყიდულობს და კედელს ურტყამს, მერე საკუკნო დაფას აღმოაჩენს და ლიზას ხვდება. ლიზა ის გოგოა, ვისზეც დიდი ხნის შემდეგ იფიქრებს კარგი იქნება უფრო ხშირად შემეხედაო. აი მანქანაში წინა სავარძელში ჩამჯდარიყო და ცოტა ხანს გვესეირნაო.

უცნაურია ერთი ადამიანი მეორეს რომ პოულობს, ეს ახალი პლანეტის აღმოჩენას ჰგავს 

ერლენდ ლუ

ერლენდ ლუ

მერე ნიუ იორკში მიდის ძმასთან, ახალი ქალაქი ახალი აღმოჩენებია და სიებიც განახლებულია. აი მაგალითად მეც ჩამოვწერ რა ვნახე დღეს

  • ნახატებიან წითელ ტრუსში ჩაცმული ადამიანი აუზთან, რომელსაც სულ ოფიციალურად ჩაცმულს ვხედავ
  • მარშუტკის მძღოლი, რომელიც რადიოს ბოლო ხმაზე უსმენდა და ჩაწევა არ უნდოდა ეს ჩემი მანქანაა და როგორც მინდა ისე მოვუსმენო
  • საბურთალოელი “კაი ბიჭი” ბენდენით. ვერ მოვასწარი დამენახა გზაზე როგორ გადადიოდა.
  • ადამიანი, რომელიც არ ვიცი ვინ არის ჩემთვის
  • გოგო ყვავილებით ხელში
  • ავტობუსის გაჩერების ადგილად დაყენებული ტაქსი, რომელმაც მოძრაობა შეაფერხა
  • მესიჯი, რომლის მიღებაც ჩემს მეგობარს გაუხარდა
  • ორი მსუქანი ქალისგან შემდგარი ადმინისტრაცია

მარტო ფორმის გამო ღირს ამ ტექსტის წაკითხვა. ამ რთულ თემაზე მარტივად საწერად ერლენდ ლუს სულ 160 გვერდი დასჭირდა.

3 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Jun 23 2014 7:26 pm

    Cavedi Amazonze shevatvaliero ra wignia da chemi am tvis biujets rogor mouxdeba…😉

    • mkitxveli / Jun 26 2014 7:16 pm

      სხვათა შორის ირინკამ შთამაგონა ამის წაკითხვა, კი არ იცის თვითონ როგორ ჩამრჩა მისი ძალიან ადრეული პოსტი ფეისბუქზე🙂

  2. Olga / Sep 25 2015 1:52 pm

    ელ. ვერსია არსებობს? დამაინტერესა ძალიან.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: