Skip to content
July 4, 2014 / mkitxveli

ჰაინრიხ ბიოლი – კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

katarina blumis shelaxuli girseba-500x500(ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას)

კატარინა ჩვეულებრივი გოგოა, შინამოსამსახურედ მუშაობს, შრომისმოყვარეა, გულმოდგინედ აწარმოებს ფინანსურ ანგარიშებს, მერე იმდენს მოახერხებს მანქანას და ბინასაც იყიდის. კარნავალზე, სადაც ბევრი წლის შემდეგ საცეკვაოდ პირველად წავა, გადაეყრება მას, “ვისაც უნდა შეხვედროდა” და ყველაფერი ირევა.

მერე კატალინა “ცაიტუნგის” პირველ გვერდზე ხვდება და მისი ცხოვრების შესახებ, ვისაც არ ეზარება, ყველა რაღაცას ჰყვება.

დასაწყისში ბიოლი ირწმუნება მოთხრობის სიუჟეტი და გმირები გამოგონილია, მაგრამ მსგავსება შემთხვევითი კი არა, გარდაუვალიაო. ჰოდა ასეა, მოთხრობა 1974 წელს გამოქვეყნდა. იმ დროის საზოგადოებაში ჯერ კიდევ სჯეროდათ “ჯადოსნური ტყვიის” თეორიის, რომლის თანახმადაც,  მედიას ადამიანებზე პირდაპირი გავლენა აქვს. ამიტომ მგონია, ამ წიგნსაც მაშინ უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა მკითხველზე.

მოთხრობა ისეა დაწერილი, კადრებად უყურებ და ხედავ მართლა “როგორ იბადება ძალმომრეობა”,  როგორ ტრანსფორმირდებიან ადამიანები.

ჟურნალისტების ასეთ ნეგატიურ კონტექსტში ჩვენება ჩემთვის სასიამოვნო არასდროს არ არის, მაგრამ ის კი ვიცი, დღესაც ხშირად თამაშობს მედია ადამიანის ცხოვრებაში იმავე როლს, რასაც “ცაიტუნგი” კატალინას უკეთებს. სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, საკუთარი ფანტაზიის განვითარება სხვათა ამბებზე ჩვენს საზოგადოებაში ისევ ძალიან უყვართ.

მთელი ტექსტი სულ 160 გვერდია და უცებ იკითხება, თუმცა ჩემი აზრით, ბიოლის შემოქმედებაში ეს ყველაზე სუსტი ტექსტია. ყოველ შემთხვევაში “უკაცო სახლის” ფონზე ასე მეჩვენება.

ისე ნაწარმოებების ერთმანეთთან შედარებაც არ მგონია სწორი, მაგრამ მაინც სულ ერთმანეთს ვადარებ ხოლმე.

2 Comments

Leave a Comment
  1. Gijpoeta / Jul 5 2014 7:24 am

    კარგი წიგნი იქნება ^_^ ამის “კლოუნის თვალთახედვა” მაქვს თუმცა ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ❤ ესეც დამაინტერესა :)) კარგი პოსტია

  2. 4everyoungsoul / Jul 7 2014 6:51 pm

    ამ ნაწარმოებზე მეც მაქვს პოსტი და ზუსტად იქ ვწერდი რომ, ჩემი აზრით, არაფერი არ შეცვლილა პრესის “შემოქმედებაში” იგივე მეთოდები აქვთ, ინფორმაციის “შელამაზების” ხერხები დაიხვეწა უბრალოდ და ეს იქამდე იქნება აქტუალური, სანამ საზოგადოებისთვის სხვისი პირადი ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის თემაა, ანუ ყოველთვის. )))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: