Skip to content
July 15, 2014 / mkitxveli

მიგელ ანხელ ასტურიასი – სინიორ პრეზიდენტი

seniorprezidenti-500x500პირველივე თავის კითხვისას შიში სრულიად გიპყრობს. სტივენ კინგისეულ შიშს არ ვგულისხმობ – მე ის გრძნობა მაქვს მხედველობაში, რომ არსებობ და გეშინია, დაზაფრული ხარ და ვერ გაგირკვევია, რისთვის დაისჯები. არ გაგაჩნია ღირებულებები იმიტომ, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ არ არსებობს. ერთგულება ყველაზე გაუგებარი, დაბეზღება კიდევ მიღებული რამაა.

მოკლედ, ჩვეულებრივი დიქტატურაა. სათავეში სინიორ პრეზიდენტია, ყველაფერი ისე წყდება, როგორც მას უნდა.

„მე ვაზროვნებ სინიორ პრეზიდენტის აზრებით, მაშასადამე ვარსებობ“

არ ვიცი რომელი საუკუნეა, ტელეფონები აქვთ, მაგრამ ადამიანთა ქცევები საუკუნეების წინანდელი იმპერიებს მოგაგონებს. არც ადგილის იდენტიფიცირება ხდება, ანოტაციაში წავიკითხე გვატემალას რეალობაა აღწერილიო. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება გვატემალაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ ტოტალიტარულ სახელმწიფოს მიესადაგება.

ყველაზე უცნაური გრძნობა კიდევ კიდევ ისაა, კითხვისას ფრაზებს იმის შიშით რომ კითხულობ, ემანდ, რამე საერთო არ იპოვნო შენს ქვეყანასთან.

„გაუმარჯოს უდიდესი ლიბერალური პარტიის ბელადს ჭეშმარიტ ლიბერალს სამაგალითო ახალგაზრდობის მფარველს“

მიუხედავად იმისა, რომ არ გინდა დაიჯერო წიგნში მომხდარი მოვლენები, მაინც ძალიან რეალურად გეჩვენება და აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობები გაქვს ვიდრე ეს შეიძლება, მაგალითად, ორუელის 1984-ის კითხვისას გქონდეს.

„ლატარიაა ამ ქვეყანაში ერთადერთი კანონი. ამოაძრობ ბილეთს – ციხე, ამოაძრობ მეორეს – დახვრეტა, ამოაძრობ მესამეს – დეპუტატი ხარ, დიპლომატი, პრეზიდენტი, გენერალი, მინისტრი, რისთვის უნდა იჯახირო თუ ყველაფერი ლატარიაა? იყიდეთ ლატარიის ბილეთი“

ისეთი წიგნია დადებითი გმირები რომ გაკლია და პატარა ჰუმანურ ეპიზოდზეც გული რომ გიჩუყდება.

სინიორ პრეზიდენტი სათაურიდანვე მთავარი პერსონაჟია, მაშინაც კი, როცა არ ჩანს. მე კიდევ ისევ მიკვირს რანაირად ემორჩილება ყველა მას მაშინ როცა პატივს არავინ არ სცემს. ისევ ვერ ვხვდები რანაირად ახერხებენ ადამიანები ამხელა ძალაუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას.

„სინიორ პრეზიდენტს ასეთი წესი აქვს და ჩვენგანაც ამას მოითხოვს: არავის მისცე იმედი, გათელე, მოგუდე, გაანადგურე“.

ფაქტია, სულ მცირე ამ წიგნში არაერთი იმედი განადგურდა. ალბათ, ბევრ ქვეყანაშიც.

პს ამ გამოცემაში წიგნისთვის ბევრი კორექტურული შეცდომაა. რამდენიმე ადგილი კი, როგორც ჩანს, დამარკერებული ყოფილა და მოშლა დაავიწყდათ.

One Comment

Leave a Comment
  1. Gijpoeta / Jul 17 2014 4:16 pm

    დადებითი გმირები რეალობაში არც ისე ბევრია, ისინი მხოლოდ ზღაპრებში თუ არიან, რომელნიც მზად არიან თავი გაწირონ და თავიანთი პრინცესა, სიყვარული იხსნან, ან ქვეყნისთვის გადადონ თავი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარს თავისი ქვეყანა. შიშია მთავარი მიზეზი, რის გამოც მართავს ეს სინიორ პრეზიდენტი, არ წამიკითხავს მაგრამ მართლაც ამ რეალობის მსგავსი სიტუაციაა ნამდვილად. აქ, არავის უნდა სიცოცხლის გაწირვა, რადგან ყველა ფიქრობს რომ ხელის განძრევა ამაოა, რადგან სხვა არ გაანძრევს ხელს. ერთის მოქმედება კი მართლაც ამაოა. ჩვენი პრობლემაც ესაა, რომ ყველა ასე ფიქრობს. ვინმემ მათ მაგალითი ხომ უნცა მისცეს? მაგრამ არავინ გამოდის და არავის აქვს ამის სურვილი. ყველას თავიანთ სახლებში ჩაკეტვა ურჩევნიათ და თავისუფლად ეგუებიან იმ რეალობას, რაც აქვთ. კარგი წიგნი იქნება ნამდვილად, თუ ვიშოვე აუცილებლად წავიკითხავ. ჩემი წასაკითხი წიგნების სიაში შევიტან, მადლობა შენ ამისთვის❤ და როგორც ყოველთვის გადასარევად წერ, შეხსენება არ გჭირდება იცი. :*

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: