Skip to content
July 17, 2014 / mkitxveli

კითხვის დრო

reading.jpg.size.xxlarge.letterboxხშირად მეკითხებიან ხოლმე  გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად როგორ ვპოულობ დროს წიგნის კითხვისთვის. მე ვამბობ, რომ პენაკს ვუჯერებ და მერე ახსნა მეზარება.

იმ დროს, როცა დღის განვალობაში გასაკეთებელი საქმეები გამრავალფეროვნდა და სამსახურიდან სახლში მოსული წიგნის კითხვას ისევ ვერ ვახერხებდი, გვიან ღამემდე ვერ ვამთავრებდი მუშაობას, საშინლად დავისტრესე. გვერდით მედო წიგნი, რომლის წაკითხვაზეც კბილები მიკაწკაწებდა, ავიღებდი, წავიკითხავდი ორ გვერდს, თან თვალი კომპიუტერისკენ გამირბოდა, საიდანაც დედლაინები მიკიოდნენ, მერე ისევ წიგნს ვდებდი გვერდით და მუშაობას ვაგრძელებდი.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მოუწესრიგებელი პერიოდი, მუდმივად მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც მაკლია, ვერ ვახერხებ რაღაცეების დალაგებას, ეს კიდევ ჩემნაირი ორგანიზებული ადამიანისთვის, სრულიად არაბუნებრივი მდგომარეობაა.

თან ძალიან არ მიყვარს წუწუნა ადამიანიები. გამარჯობის მერე, ვაიმე, საოცრად ბევრი საქმე მაქვსო, რომ გეუბნებიან.

მერე პენაკის (ჩემთვის) განსაკუთრებული ესე „რომანივით საკითხავი“ შემხვდა. წიგნის კითხვის დრო არ არსებობს ის ცხოვრებისეული ვალდებულებებისთვის მოპარული დროაო. ჰოდა, გადავწყვიტე მეც მომეპარა.

უკვე წელს, როცა ჩემი გრაფიკი ისე გადაიტვირთა, თეორიულადაც არ ვიცი, ამაზე მეტად როგორ შეიძლება იყოს, მე წიგნის კითხვის დრო ვიპოვე. ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი ერთი საათი დღის განმავლობაში, ის წიგნისთვისაა და  ვერანაირი დედლაინი ვერ ფარავს მას. ჩემთვის კითხვას სრული სიმშვიდე მოაქვს და მჭირდება იმისთვის, რომ სხვა საქმეებმა ნაკლებად დამსტრესოს. ამიტომაც კითხვის პარალელურად რაოდენობრივად გაზრდილი საქმეების დედლაინს არ გადაცილებია, გამოცდებიც იმაზე უკეთესი შედეგებით დასრულდა, ვიდრე წინა წელს. ყველაფერი თავის ადგილას იყო.

ხშირად იმასაც მეკითხებიან რა ვისწავლე ამა თუ იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ. ჩემი პასუხია – არ ვიცი. მე ხომ ხანდახან წიგნის გმირების სახელებიც არ მამახსოვრდება. სამაგიეროდ ვიცი ის ემოციები, რასაც წიგნი მანიჭებს, არც ერთი მათგანი ერთნაირი არ ყოფილა. ისიც მჯერა, რომ თითოეული ეპიზოდი ჩემთან რჩება. როცა წიგნს ვხურავ, ასე მგონია ჩემი თვალები უფრო ფართოდ გახელილია და იმაზე მეტს ვხედავ, ვიდრე იქამდე ვამჩნევდი.

არც ის ვიცი, როგორ ვარჩევ წიგნებს წასაკითხად. წაუკითხავ წიგნებს ცალკე კარადაში ვაწყობ, როცა ჩავუვლი, ასე მგონია თვითონ მეძახიან. ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები წელიწადზე მეტია ასე მიდევს, ჯერ არ მოვიდა მისი დრო, მეც მიკვირს, რატომ.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს კითხვა – სად ვიყიდო ეს წიგნი. ჩვენს რეალობაში წიგნის შოვნა პრობლემა აღარ არის,  წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში ყველა გამომცემლობაა წარმოდგენილი და როცა ამ კითხვას მისვამენ, სულ მაინტერესებს, თვითონ რა ვარიანტები აქვთ ხოლმე.

საერთოდ კითხვისას არც ერთი მზა რეცეპტი არ მუშაობს, წიგნი იკითხება იქ, სადაც გინდა, რამდენ ხანსაც გინდა, როცა გინდა, სადამდეც გინდა, როგორც გინდა, მთავარია გინდოდეს.

 

5 Comments

Leave a Comment
  1. თამო / Jul 18 2014 5:15 am

    Mshvenieria! Mec xshirad vparav xolme am dros chems cxovrebas – shvilebs,
    sakmeebs, movaleobebs… Tumca yoveltvis maqvs gancda, rom shemdeg uketesi
    vxdebi! Mgoni, es aris mtavari siamovneba🙂

  2. redheaded-creep / Jul 18 2014 6:15 pm

    namdvilad mtavaria gindodes❤

  3. ოჩოპინტრე / Jul 28 2014 6:26 am

    ეგრეა🙂

  4. გელა / Dec 1 2014 10:41 am

    ნამდვილად გეთანხმები ნატა. ისე ყოველ დღე 1 საათი კარგია, მაგრამ არის წიგნები რომელსაც ვერ მოწყდები და შეიძლება გაათენო კიდეც. ერთზე მეტჯერ არ ვკითხულობო ამბობ და მე პირადად მიკვირს, ზოგიერთი წიგნი იმდენჯერ მაქვს წაკითხული, რომ ლამის ზეპირად ვიცი. ჯერ ის რომ, არის ნაწარმოებები, რომლებსაც ყოველ წაკითხვაზე ახალ-ახალ რაღაცეებს აღმოაჩენ. და მეორე განა ყოველთვის გაქვს ახალი წიგნი, რომ წაიკითხო? რაც შეეხება თუ როდის და სად წაიკითხო, ეს პიროვნებას გააჩნია. ზოგს უკიდურეს ხმაურშიც შეიძლია და ზოგი ფეხებით რომ დაკიდო ისე წაიკითხავს. პირადად მე მარტო და სიწყნარეში მიყვარს. გზაში წასაკითხი წიგნებიო გიწერია, გზაში გაზეთის მეტს ვერ წავიკითხავ. თუ იმაზე ხარ დაძაბული რომ შენ გაჩერებას არ გასცდე, ეგ უკვე კითხვა აღარ არის. ისე მინდა გითხრა , რომ ძალიან ენერგიული და ნაკითხი ხარ, რაც ყველაზე მეტად მომწონს, შენს მიერ განხილული წიგნებია, ისე არშევ როგორც შენ ხედავ, ძალიან საინტერესოა. და აქვე მინდა გისურვო, რომ შენისთანა ადამიანს მეტი გასაქანი მინდა ძქონდეს, არა მხოლოდ ბლოგი ინტერნეტში, რომელიც ბევრმა არ იცის.

  5. sophie / Dec 4 2014 8:20 am

    და ბლოგისთვის დროს როგორღა ნახულობ?🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: