Skip to content
July 21, 2014 / mkitxveli

სემუელ ბეკეტი – მოლოი

book_52e7d9238c76cწიგნის კითხვის დასრულებამდე სამი გვერდი რომ გაქვს დარჩენილი და მაინც ვერ ხვდები ორ მთავარ გმირს ერთმანეთთან რა აკავშირებს, აესეთი წიგნია. მერე გგონია, რომ ბოლო წინადადებამ უნდა შეკრას წრე, მაგრამ სულ ტყუილად, ყველაფერი ისე რჩება, როგორც დაიწყო.

პირველ ნაწილში მილოი მიბობღავს დედასთან, მეორე ნაწილში დეტექტივი მორანი მიდის მოლოის მოსაძებნად, მაგრამ ვერ გავიგე რატომ. ვინ ავალებს, რა მიზნით ამ კაცის მოძებნას, ვერ მივხვდი. რა აკავშირებს ერთს მეორესთან, ან ერთი რატომ მიდის ან მეორე. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფეხის გაშეშებას, შვილთან რატომ აქვს ასეთი ცუდი დამოკიდებულება, რატომ კლავს კაცს ტყეში, ვერაფერი გავიგე. იმდენი “რატომ” დამრჩა, ტვინი ამიდუღდა.

“გგონია რაღაცა ყელში ამოგივიდა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან იშვიათად ხდება ასე.”

ასე მგონია მთელი წიგნი ამ ფრაზის გათავისებას ემსახურება. იმიტომ რომ ჯერ კიდევ 50-ე გვერდზე ვგრძნობდი ყელში ამოსვლას, მაგრამ სამასივე გვერდი მაინც წავიკითხე. ეს სამუელ ბეკეტის პირველი ნაწარმოებია, ჩემთვის, შეიძლება ამიტომ ვერ გავიგე. ვიცი რომ აბსურდი მისი სტილია, მაგრამ მჯერა რომ აბსურდსაც თავისი განვითარება აქვს.

სინამდვილეში ეს პოსტი თხოვნაა მათდამი, ვინც გაუგო “მოლოის”, მეც გამაგებინონ რა ხდება.

5 Comments

Leave a Comment
  1. Gijpoeta / Jul 22 2014 8:43 pm

    არ წამიკითხავს ვერ გეტყვი :))) მართლა ასეთი საშინელია აქ როგორც აღწერ?😀

  2. გელა / Sep 11 2014 8:01 am

    თავიდან მეგონა, მოლოი ჟაკ მორანი ხომ არ არის მეთქი.. ბევრი საერთო ჩნდება, ფეხი უშეშდებათ ორივეს (თან ვერც ერთს გაუგია პირველად რომელი ფეხი გაუშეშდა), ქუდზე თასმა ორივეს მობოშებული ჰქონდა და ეკარგებოდათ, ველოსიპედიც საეჭვოა, ისიც ვიფიქრე მორანის შვილი არსებობს თუ არა მეთქი (შვილსაც ჟაკ მორანი ერქვა🙂 ), კურიერი? არსებობს თუ არა საერთოდ? ლუდის დასალევად რომ შედის სამზარეულოში, არც ლუდი აღმოჩნდება დალეული და ვერც მოსამსახურე შეამჩნევს. ტყეშიც საეჭვოდ გამოეცხადება იგივე ტანსაცმლით ამდენი ხნის შემდეგ.
    მოლოისაც შეხვდება ტყეში ვიღაც, კასტილს რომ ჩაარტყავს და დაახტება🙂 და მორანიც კლავს ვიღაცას.
    მოლოი იწყებს, ვიღაც კაცი მოდის და ჩემი ნაწერები მიაქვსო. ჟაკიც წერს ერთგვარ პატაკს.
    ან ჟაკი და მოლოი ერთი და იგივეა და ჟაკის შვილი უბრალოდ თავისი ილუზიაა, ან მართლა სრული აბსურდია ყველაფერი (მეორე უფრო მგონის :დ ).

    • mkitxveli / Sep 11 2014 7:03 pm

      ეგ მეც ვიფიქრე რომ ერთი და იგივეა ორივე პერსონაჟი, მაგრამ მაინც ვერ დავალაგე ტვინში ლოგიკურად ვერაფერი🙂

  3. Anukeme Kekelidze / Jan 15 2015 11:58 am

    am dgeebshi unda chavujde ,ukve didi xania midevs es cigni da fexs vitrevdi mis casakitxad,axla amis cakitxvisas ufro naklebi survili maqvs rom chavujde bekets,magram unda vaidzulo chemi tavi,tu rames gavarkvev aucileblad davcer

  4. nikatodua / May 31 2015 1:33 pm

    ამ წიგნს გაგრძელება აქვს და თანაც ორი ნაწილით “The Unnamable is a 1953 novel by Samuel Beckett. It is the third and final entry in Beckett’s “Trilogy” of novels, which begins with Molloy followed by Malone Dies. It was originally published in French as L’Innommable and later adapted by the author into English. Grove Press published the English edition in 1958.”

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: