Skip to content
August 12, 2014 / mkitxveli

ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო

eqimijivago-500x500თავიდან ვიფიქრე, რა საცოდავი კაცია ჟივაგო-მეთქი, ბოლოს გადავიფიქრე. ადამიანი, რომელიც მძიმე ისტორიის მიუხედავად მაინც ინარჩუნებს ინდივიდუალიზმს, ყველაზე ბედნიერია.

წიგნი საკამო მოცულობისაა, უფრო მეტიც წამიკითხავს, მაგრამ ახლა მეგონა, რომ ჟივაგოს ამბავს მთელი ცხოვრება ვკითხულობდი და განვიცდიდი მასთან ერთად. ძალიან მინდოდა კარგად მცოდნოდა ოქტომბრის რევოლუციის და რუსეთ იაპონიის ომის ამბავი,  ამ პერიოდის მცოდნენი უპირატეს მდგომარეობაში არიან, ყველა კონტექსტს უცებ გაიგებენ.

იმდენად მრავალპლანიანი ნაწარმოებია, საიდან დავიწყო და რა გამოვყო, მიჭირს.

მთავარი გმირი ექიმი ჟივაგოა, რომელსაც მკითხველი ჯერ კიდევ 11 წლისას გაიცნობს, მაშინ როდესაც დედა გარდაეცვლება. ასე მგონია მთელი ტანჯვა აქედან იწყება. ჯერ კიდევ მაშინ დარჩა მარტო, საკუთარი თავის ამარა. თუმცა მის ცხოვრებაში სულ არსებობს ქალი – ჯერ ტონია, მერე ლარა, მერე მარინა და მერე იასამნისფერკაბიანი, მისი სიცოცხლე რომ შეიწირა. ჟივაგოს უყვარს ტონიაც და ლარაც, მაგრამ იმდენად განსხვავებულია მათთან ურთიერთობა. ტონიასთან ერთად მთელ ცხოვრებას ინაწილებს, მათი ურთიერთობა ჩვეულებრივია, სტაბილური, ჰყავთ შვილები. ლარა აღელვებს. მათ შორის არის ის ქიმია, რაც სიყვარულს ახლავს ხოლმე. ჟივაგოს ცხოვრებაში ლარა ბევრჯერ ცვლის მიმართულებას.

ჟივაგოს გარეშე ლარა და ტონია ერთმანეთს ხვდებიან. პასტერნაკზე გავბრაზდი, მაგ შეხვედრას რომ არ დამასწრო და ორივეს პირით ცალკ ცალკე მონაყოლი მომასმენინა მხოლოდ. არდა, როგორ მინდოდა მენახა. როცა ტონია წერილით ატყობინებს ჟივაგოს ამ შეხვედრის ამბავს, ერთ წინადადებაში ჩანს ეჭვიანობის მთელი სიმძაფრე. აი ისეთი, დაგბურძგლავს.

“მე იმისთვის გავჩნდი ამქვეყნად, ცხოვრება რომ გავამარტივო და მარად სწორი გზები ვეძებო, ის კი იმიტომ, რომ გაართულოს და სხვასაც თავგზა აუბნიოს”

თუმცა ორივე აფასებს ერთმანეთს ზუსტად ჟივაგოსადმი სიყვარულის გამო.

ლარას ქმარი ჰყავს პაშა, განსაკუთრებული პერსონაჟია ისიც. ცოლისთვის გააკეთა ყველაფერი. ლარამ მის ცხოვრებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა. ტონიას სიტყვები ამ შემთხვევაშიც გამართლდა. თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად ლარას საერთოდ არ უნდოდა არავისთვის ცუდი, არც არავის სთხოვდა არაფერს. მის გარშემო მყოფნი თავად გადაწყვეტდნენ ხოლმე, რომ მის გამო რაღაცეები ეკეთებინათ.

მე მჯერა, ისე უბრალოდ არაფერი ხდება.

Diagram_of_selected_characters_in_the_novel_Doctor_Zhivago_by_Pasternak

“ექიმი ჟივაგოს” პერსონაჟები

ინდივიდუალიზმზე ვამბობდი ზემოთ. აი, იმ დროსაც, როცა იმალება, როცა შია და სცივა, ერთდერთი აღმაფრენა აქვს – წერა. სწორედ პოეზია/ხან პროზა აღმოჩნდება ხოლმე ის ადგილი, სადაც ექიმი იური ჟივაგო საკუთარ თავს ინარჩუნებს. ბოლოს დართულ ლექსებში ფაქტობრივად, ამბავი თავიდან ცოცხლდება. მხოლოდ ჟივაგოს განცდებით ამჯერად.

“ზომიერებს , რომელთა გონებაჩლუნგობა ექიმს ახელებდა, იგი საშიშ კაცად მიაჩნდათ, პოლიტიკურად შორს წასული ადამიანები კი არასაკმარისად წითლად თვლიდნენ. ასე აღმოჩნდა შუაზე გაჩხირული, ერთ ნაპირს ასცდა, მეორეს კი ვეღარ მიადგა.”

მთელი წიგნი ომია. ყველა პერსონაჟი ამ ომშია ჩართული. ომის გამო შორდებიან და ხვდებიან ერთმანეთს. “ომი” – მეზიზღება ეს სიტყვა. ამ წიგნის ისტორიული კონტექსტიც საინტერესოა. ინტრიგანი, საზიზღარი, მოღალატე ოღრაშები ყველგან გამოერევიან ხოლმე. აქაც მრავლადაა. ადამიანებს ისღა დარჩენიათ ომსა და რევოლუციას შორის პერიოდში იფიქრონ.

“აი, შენ ამბობდი, ფაქტი უაზროა თუ მასში აზრს არ შევიტანთო. ქრისტიანობა, პიროვნების მისტერია სწორედ ისაა, რაც ფაქტში უნდა შევიტანოთ რომ მან ადამიანისთვის მნიშვნელობა შეიტანოს.”

ბევრ ფაქტს მიანიჭა მნიშვნელობა ომმა.

 

***

“ინტელექტის” მიერ გამოცემული “ექიმი ჟივაგო” ფაქტობრივად, ყველა პირობას გიქმნის იმისთვის რომ წიგნი ჯერ კიდევ მეოცე გვერდზე გადადო. შესავალი აქვს მთარგმნელის ისეთი, საბჭოთა ლექსიკა სახეში გიტყლაშუნებს. თუ მაინც არ შეფერხდი, ან ჩემსავით არ გიყვარს წინასიტყვაობების კითხვა, პირველი რამდენიმე გვერდი წიგნის დაჭერის დამუღამება მოგიწევს. ისეა აკინძული თუ ძალიან გადაშალე ეგრევე იხევა, არადა ვიწრო ჭუჭრუტანაში გიწევს შეხედვა ტექსტის წასაკითხად. თუ ამაზეც თანახმა ხარ, ერთი ხელით წიგნის დაჭერა ცალკე სირთულეა, თუ მეორე ხელი მიაშველე და ფურცელი დაიჭირე, ნაწერი იდღაბნება. ყველა ვარიანტში გვერდები მაინც მეორე კლასელის რვეულივით გეპრიხება.

თარგმანზე მაინც ცალკე უნდა ვთქვა. ასეთი კოშმარული თარგმანი ბოლოს როდის წავიკითხე არც მახსოვს.

“ასე ნაადრევად ესოდენ შორეული მიზნის დასახვა, რაიც მის არსებაში მარად ელვარე ცეცხლად აგიზგიზებდა, ამთავითვე ყოველივე იმის ბავშვურად თავადებულ მიმდევრად ხდიდა, რაც კომუნიზმში ყველაზე მეტად უდავოდ მიაჩნნდა”.

აი, მაგალითად, ამ აბზაცის აზრი ამდენჯერ წაკითხვის მერეც არ მესმის. არ ვიცი ძველი წიგნები ასეთი უაზრო სიტყვებით არის ნათარგმნი და აღარ მახსოვს თუ ეს არის ასეთი, ფაქტი ისაა, იმას ვდარდობ რამდენი დამაკლდა ტექსტის აღქმისას ამნაირი თარგმანის გამო.

ამ წიგნის მერე უფრო მიხარია, რომ ტექსტები ახლებურად ითარგმნება და თარჯიმანთა შრომა და კომპეტენცია ახლა უფრო დავაფასე.

3 Comments

Leave a Comment
  1. Gijpoeta / Aug 14 2014 7:44 pm

    საბოლოო ჯამში მოგეწონა წიგნი?😉 ასეთი თარგმანით თუ ვერ გაიგე ალბათ წაკითხვაც არ ღირდა ისე საინტერესო ჩანს მაგრამ ასეთ ძველ წიგნს მაინც ვერ წავიკითხავ ტანჯვა იქნება და არა კითხვით სიამოვნება :*

  2. Sophie SUNNY Golden / Aug 16 2014 10:54 pm

    დიდი ბოდიში პასტერნაკს :ლოლ: (იმას თავი დავანებოთ, თოკის მოპარვას რომ ვუპირებდი ცვეტაევასავით, გახსოვს ჩემს ლექსში?), მაგრამ თარგმანი კი არა, თავის ორიგინალშიც დიდად არ მომწონებია ჟივაგო. ვფიქრობ, პასტერნაკის სტილია, რომ მძიმედ და ზოგჯერ გაუგებრად წეროს. პლუს თუ ამას ძველი და უცნაური თარჯიმნები თარგმნიან, კიდევ უარესი.
    პასტერნაკის პატარ-პატარა ლექსები მირჩევნია ბევრად.

    პ.ს. გადახვევა: ჩვენ გვყავს ერთი ნაცნობი ბიჭი ბორის პასტერნაკი, ზუსტად ასე ჰქვია “სიტყვა-სიტყვით”. ჰქვია რა, ჩვეულებრივი სახელი და ებრაული გვარია, ჰოდა როცა გავიცანი, ძალიან სასაცილო იყო. თვითონაც სულ ხუმრობს. წარმოიდგინე, ვინმე ახალგაზრდა ნაცნობს ილია ჭავჭავაძე ერქვას, ან რა ვიცი, ტიციან ტაბიძე.

  3. sheila / Aug 26 2014 8:22 am

    me rusulad makvs cakitxuli da dzalian momecona natargmni da axla kide meckina, rom kartulad ase mcared auxdiat namusi.
    p.s. axali ekranizacia dzalian momcons, kira namdvili laraa

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: