Skip to content
August 30, 2014 / mkitxveli

ჯულიან ბარნსი – ფლობერის თუთიყუში

book_518a1332bbaf8არ მიყვარს მწერლებს სულში რომ უძვრებიან, იმაზე წვრილმანდებიან იმ გმირში რეალურად ვის  გულისხმობდა, რა პოზაში წერდა ამ ეპიზოდს, თან ყავას სვამდა თუ ჩაის (ვუტრირებ). თავიდან მეგონა ბარნსიც ასე გაეკიდა ფლობერს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სინამდვილეში კრიტიკოსებს აკრიტიკებს ამ წიგნით. მაინცადამაინც თუთიყუშზეც ამიტომ გაამახვილა ყურადღება. თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ყოფილიყო ფლობერის შემოქმედებაში.

მერე დასცინის კრიტიკოსებს მადამ ბოვარის თვალის ფერი რომ ვერ დაადგინეს და მწერალი იმიტომ გააკრიტიკეს სხვადასხვა ეპიზოდში მისი თვალის ფერი სხვადასხვანაირად არის აღწერილიო.

თვითონ ბარნსი აღნიშნავს, რომ ფლობერი იმ მცირე რიცხოვან მწერლებს შორისაა, რომელსაც  ნაწერის ობიექტურობის და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობისა სჯეროდა.

მე ვერ დავამტკიცებ, რომ კითხვა ჩვეულებრივ მკითხველს მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე პროფესიონალ კრიტიკოსს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რა უპირატესობა გვაქვს კრიტიკოსებთან შედარებით – ჩვენ დავიწყება შეგვიძლია”

ან შეიძლება მე ვცდები და სხვანაირად აღვიქვი ეს წიგნი. არც ის იქნება გასაკვირი ვიღაცამ პირიქით, ფლობერის ცხოვრების ანალიზად ჩათვალოს, აღქმა და მერე ინტერპრეტაცია ხომ ყველაზე სუბიექტური რამაა. ფაქტი კი ისაა, რომ “ფლობერის თუთიყუში” ძალიან ბევრ დეტალს გაძლევს ფლობერზე და ზოგადად ურთიერთობებზე.

ჩემთვის ყველაზე ჩამთრევი ნაწილი “ლუიზ კოლეს ვერსიაა”. ეს ის ქალია, ვისთან ფლობერს ყველაზე დიდი ხნის, ორ წლიანი ურთიერთობა ჰქონდა და მის “მუზას” უწოდებდნენ. მეგობრებს არ მოსწონდათ, სკანდალებს უწყობსო. ფლობერი მალავდა. ბარნსი საშუალებას აძლევს კოლეს მწერალთან ურთიერთობის საკუთარი ვერსია მოყვეს. მისი გადასახედიდან კი ფლობერი სტანდარტული კაცია, გრძნობების რომ ეშინია. ამ თავში კარგად ჩანს როგორი ძლიერი ქალია კოლე.

ყველაზე მეტად ძლიერ ქალებს ვცემს პატივს.

“ჩემი თავიდან მოშორება იმიტომ უნდოდა, რომ ეშინოდა თავდავიწყებით არ შევყვარებოდი… არ მესმოდა რატომ არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის სიყვარულის უფლება. ჯერ 30 წლისაც არ იყო, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ნაადრევად დაბერება… საკუთარი თავისთვის რაღაცის აკრძალვა ისევე აღელვებდა, როგორც სურვილების დაკმაყოფილება. ბოლოს დავრწმუნდი, რომ ჩემგან ყველაზე მეტად ინტელექტუალური პარტნიორობა უნდოდა – ორი გონების რომანი.

ფიქრობთ, რომ მეტისმერად ხისტი ვარ? მიყვარდა. ამიტომაც მაქვს უხეშობის უფლება”.

ლუიზ კოლე კარგად იცნობს ფლობერს, მაგრამ ვერ გახადა ისეთი, როგორიც უნდოდა. როგორიც იყო, ისეთს ორ წელზე მეტხანს ვერ გაუძლო და ისტერიკები დაეწყო.

“ისწავლა რომ … არიან ღორივით მეფეები და მეფური ღორები. რომ შეიძლება მეფეს ღორისა შეშურდეს და რომ ცხოვრების გარეშე გატარებული სიცოცხლის შესაძლებლობა ყოველთვის მტანჯველად იცვლება და გასავლელი ცხოვრების უხერხულობებზე მორგება გიწევს.”

საერთოდ ქალების თემა აქაც ისე შემოდის, როგორც ემა ბოვარი ფლობერის ცხოვრებაში. მწერალს გამოკიდებული ექიმი (მთხრობელი) ჯეფრი ბრაითუეიტია. მის ცოლს ელენი ჰქვია, ფაქტობრივად ემას პროტოტიპია. სიცოცხლეც მასავით დაასრულა, იმ განსხვავებით, რომ აპარატდან მისივე ქმარმა გამორთო.

ჯულიან ბარნსი

ჯულიან ბარნსი

“ავტორი თავის წიგნში ისე უნდა იყოს, როგორც ღმერთი თავის სამყაროში, ყველგან უნდა იყოს და არსად ჩანდეს”

ვეღარ გავიგე აქ ავტორი სად არის. უფრო სწორად ყველგან არის, მაგრამ სულ მეგონა, რომ თავად ფლობერი წერდა ავტობიოგრაფიას. რა მართალია და რა გამონაგონი – ამის გარკვევაც ისე რთულია.

“წიგნებში ნათქვამია: მან ეს გააკეთა ამიტომ და ამიტომ.. ცხოვრება ამბობს: მან ეს გააკეთა, წიგნებში რაღაცეები ახსნილია, ცხოვრებაში – არა, სულ არ მიკვირს, რომ ადამიანებს წიგნები ურჩევნიათ. წიგნები ცხოვრებას აზრს აძლევს, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ უამრავი ცხოვრება, რომელსაც ისინი აზრს აძლევენ, სხვა ადამიანების ცხოვრებაა, შენი საკუთარი – არასოდეს”.

ისეთი წიგნია, შემთხვევით შერჩეულ ყველა გვერდზე საშენო ფრაზას რომ იპოვი. ბარნსის წერის მსუბუქი სტილი აქვს, გემრიელად იკითხება. საერთოდ “დიოგენეს ბიბლიოთეკაში” ყველა ასეთი წიგნია. ამაზე კარგი სერია საქართველოში არ მეგულება. ნებისმიერს გამოიღებ და ეჭვი არ გეპარება, რომ ნამდვილი ლიტერატურა შეგრჩება ხელში.

 

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: