Skip to content
September 7, 2014 / mkitxveli

მერი შელი – ფრანკენშტაინი

ფრანკენშტაინი მერი შელიმთავარი გმირის სახელიანი წიგნია – ფრანკენშტაინი ვიქტორი, ნიჭიერი ბიჭია.  როგორც ბევრ მისნაირს, მეცნიერებაში რაღაც მნიშვნელოვანის და არაჩვეულებრივის მიღწევა სურს. როცა ქმნის,  აღმოაჩენს რომ სინამდვილეში ის არ იყო, რასაც ელოდა. მან ცოცხალი არსება შექმნა, რომელიც ბევრი უბედურების მიზეზად იქცა. ფილმი ალბათ ყველას ნანახი გაქვთ, მე მგონი ერთადერთი ვარ, ვინც ისე დავიწყე კითხვა წარმოდგენა არ მქონდა რას ეხებოდა.

“ფრაინკენშტაინი” ისეთ წიგნებს განეკუთვნება, ავტორი და მისი შექმნის პერიოდი კიდევ დამატებით ღირებულებას რომ სძენს ნაწარმოებს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ქალი ქმნის ტექსტს, რომელსაც რომანტიკულობის არაფერი სცხია და ისეთ პრობლემებს სვამს, რაც იმ დროინდელი ლიტერატურისთვის მაინცადამაინც დამახასიათებელი არ იყო.

პირველი საკითხი რომელიც ამ ტექსტში დაისვა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებაა. ფაქტია ფრანკენშტაინს არ ეყო ამის გამბედაობა. შექმნა არსება, არ მოეწონა და გაიქცა, დატოვა ბოროტების საკეთებლად. ადამიანებს დღემდე უჭირთ საკუთარი ქმედებების გათავისება, გაქცევა ისევ ყველაზე ხშირად მოძებნილი გამოსავალია ხოლმე.

მეორე პრობლემა განსხვავებულის მიღებაა. რეალურად გარეგნული სიმახინჯის გამო ვერ მიიღო საზოგადეობამ ფრანკენშტაინის მიერ შექმნილი არსება. არაერთი პასაჟია სადაც ჩანს, რომ თანდათან გაბოროტდა, ბოღმა დაუროვდა და შურისძიებაც ამიტომ გადაწყვიტა. ფიზიკური ნაკლის გამო ხშირ შემთხვევაში საზოგადოება რიყავს ადამიანებს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, აი ამ თემაზე წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო ბევრს ვფიქრობ, ვიდრე პასუხისმგებლობებზე (ეს საკითხი დიდი დოზით გავიარე).  ზოგიერთ ეპიზოდში შეცოდებასაც იმსახურებს.

საერთოდ ისეთი წიგნია, ემოციები მუდმივად იცვლება ორივე პერსონაჟის მიმართ, ხან ერთზე ხარ გაბრაზებული და მეორე გეცოდება, ხან – პირიქით.

ადამიანების ამბიციებს საზღვარი არ აქვს, მაგრამ ცოცხალი არსება ჯერ ვერ შექმნეს. ექსკლუზიური უფლება კვლავ ღმერთს აქვს და ამას  ცხადად გაჩვენებს მერი შელი.

2 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Sep 15 2014 9:00 pm

    ძალიან ადრე მაქვს ეს წიგნი წაკითხული, მგონი, ჯერ ისევ სკოლაში დავდიოდი და საერთოდ ვერაფერი გავუგე. ერთადერთი რაც მახსოვს, ზუსტად ის იყო, რომ ქალის დაწერილი რახან იყო და იმ დროს ჩემი ფემინიზმი პიკს აღწევდა, ამიტომ წავიკითხე და შეიძლება მომწონს-მეთქი, პონტისთვის ვთქვი ფემინისტურ წრეში :ვაიმე:

  2. თუკა / Jul 19 2015 2:24 pm

    საერთოდ არასოდეს არ მიყვარდა ფანტასტიკა,მაგრამ ამ წიგნმა ასე ვთქვათ ,,მომაჯადოვა” იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა ,რომ არ ვიცი.ძალიან კარგი წიგნია,ჩემთვის ეს წიგნი + შეუფასებელია❤❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: