Skip to content
September 27, 2014 / mkitxveli

ბექა ადამაშვილი – ბესტსელერი

10660204_200280126809237_567616884328171006_nქართველი ავტორების შიში მაქვს, განსაკუთრებით ახლების, არაპოპულარულების. ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ვერსად გადავაწყდი ორიგინალურ სიუჟეტს, თხრობის სტილსა თუ ტექსტის ფორმას. საქმით გაჭედილი დღის გამო ექსერიმენტებისთვის დროის კარგვა, ცოტა არ იყოს და, მენანება.

“ბესტსელერს” შემთხვევით გადავაწყდი-მეთქი როგორ ვთქვა, მაგრამ ჩემთან აღმოჩნდა. ჩემთვის სატირულ-ფანტასტიკური ჟანრია, თვითონ ავტორი რაღაც დახლართულს უწოდებს, მთავარია ისეთია, ჩვენთან რომ არ იწერება (ან მე არ ვიცი).

ყველაფერი პიარ ნაბიჯით იწყება. წარუმატებელი მწერალი პიერ სონაჟი თავს იკლავს (თუ როგორც არის) და ლიტერატურულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, სადაც გიდობას დანტე ალიგიერი უწევს. მარკესი ახალი მისულია და ლიოსას ელოდებიან (მაწაკია ავტორი). აქ ყველა ისე იტანჯება, როგორც თვითონ ტანჯავდა მკითხველს. თავიდან გამიხარდა ჰიუგო თავისი დეტალების აღწერის გამო რომ ისჯებოდა, გამახსენდა, ბავშვობაში მაწვალებდა ხოლმე.

ადამიანებს ისედაც დატვირთული ცხოვრება აქვთ, ზედმეტად რომ დაიტვირთონ … ბესტსელერებისთვის საშვილიშვილოდ ჩადებული ღრმა ფილოსოფიის ნაცვლად ზოგჯერ კარგი სათაური, ორიგინალური ყდა, პოპულარული ავტორი, მცირე მოცულობა, ალუზიებისგან დაცლილი თხრობა, მინიმალიზებული სქოლიო და პიარიც საკმარისია.

ოცდამეერთე საუკუნემ წიგნების ანორექსია მოიტანაო, ამბობს ავტორი (თუ მისი პერსონაჟი).  ჩემთვის მთელი წიგნი ამის ცხადად გააზრება იყო. ახლა ვზივარ და იმაზე ვფიქრობ, ყველაფერი, რითიც პერსონაჟებს დაინახავ, საჭიროა, დეტალების აღწერაც და ალუზიებიც. აი ზუსტად იმ მომენტში, როცა უნდა დამენახა გმირი, გარემო, დამეჯერებინა, რომ ამ ჰიპშტერ (ამ სიტყვის განმარტება იხ.წიგნში) ლუსის შეუძლია რაიმე დაშფრულის გახსნა, გამოხტებოდა ავტორი და მეტი დეტალი არ გჭირდება, ამ აბზაცებს ისედაც გადაახტებოდი და პირდაპირ ის გაიგე, როგორ მივიდა დასკვნამდეო, მარწმუნებდა. მოკლედ, ლიტერატურულ კლიშეებს აკრიტიკებს.

“ბიჭს არასოდეს გაუღიმო ისე, რომ ეგონოს ბედი უღიმის”

ისეთი დახლართულია ყველაფერი, თან ისეთი ჩამთრევი, პიერ სონაჟთან ერთად ცდილობ, მიხვდე რა ხდება ცალკე ჯოჯოხეთში და ცალკე დედამიწაზე, მერე თან აკავშირებ ამ ორ ამბავს და თან – ვერც. სიუჟეტის ორიგინალურობა ამ წიგნის ერთი ძლიერი მხარეა, სიტყვათა თამაში, ანაგრამები, შედარებები, მეტაფორები – მეორე. პიერ სონაჟის ტექსტებიდან ციტატები კიდევ ცხოვრებისეული დასკვნებია.

“მე იმდენჯერ დავუსვი წერტილი ჩვენს ურთიერთობას, მრავალწერტილი გამოვიდა და გავაგრძელე.”

ამ წიგნს კიდევ ერთი პლუსი აქვს, თავდაჯერებული მკითხველი (ჯოისები და ანტიგონეები რომ წაუკითხავს) თვითშეფასებას აიმაღლებს, ჯოჯოხეთის ბინადრებს რომ იცნობს. რაც უფრო მიწიერად გეჩვენება ავტორი, მით უფრო ახლოს ხარ შენც ტექსტთან, ამიტომ თავდაუჯერებლებიც სიამოვნებით წაიკითხავენ. არც ჭკუას გასწავლის და არც პრეტენზია აქვს რამეზე, მაგრამ ვერ მალავს რომ ბევრი წაუკითხავს და ეს შედარებების გამოყენებისას ეპარება.

როგორც კი იფიქრებ, რომ ყელში ამოვიდა ამდენი “ისევე როგორც”, ავტორი შემოვარდება და ვიცი მოგბეზრდაო, გეუბნება. ორი ადამიანი რომ საუბრობთ და მესამე ცდილობს ჩაერთოს და აზრი გამოთქვას, არ გაცლის საუბარს, დაახლოებით ისე არ განებებს თავს ეს ავტორი და არაფრით გაძლევს უფლებას დარჩე მარტო პერსონაჟებთან, ტექსტთან.

მოკლედ აქ მთავარი პერსონაჟი არა პიერ სონაჟი, არამედ ავტორია, რომელიც ბოლოს კვანძსაც ისე კრავს, ზარმაცო მკითხველო, კვანძი იკვრება და ცოტა მეტი ყურადღებით წაიკითხეო, შემოგძახებს.

“ბესტსელერი მაინცადამაინც კარგ წიგნს არ ნიშნავს. არც მაინცადამაინც ცუდს, რა თქმა უნდა. ფულში რომ არ არის ბედნიერება, მაგრამ არც მთლად უფულობაშია – დაახლოებით ისე”.

მერე რა, რომ ეს წიგნი “მაინცადამაინც კარგი წიგნია”, მაინც ბესტსელერი გახდება, ამისთვის ყველაფერი აქვს.10400805_200281553475761_2802196992721045981_n

6 Comments

Leave a Comment
  1. Kate / Sep 29 2014 1:38 am

    ბექა უდაოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მე მას დიდ წარმატებას ვუსურვებ❤

  2. ninojackson / Oct 3 2014 6:50 am

    mmm… dzalian sainteresod jgers seriozulad davinteresdi :3

  3. tako / Nov 23 2014 2:43 pm

    ბექა ადამაშვილი რა ნაცნობი სახელი და გვარია ჩემთვის🙂 ძალიან მაგარი ბიჭია ბექა!

  4. გელა / Dec 14 2014 4:00 pm

    ნატა დამაინტერესე ხომ იცი, საერთოდ მეც ვერიდები ქართველ ახალ მწერლებს, მაგრამ ეხლა შენ დაგიჯერებ და წავიკითხავ.

  5. Mariami / Jan 18 2016 9:20 pm

    არ ინანებთ წაიკითხეთ!

Trackbacks

  1. ჩემი მეგობარი ავტორი | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: