Skip to content
October 2, 2014 / mkitxveli

ჩემი მეგობარი ავტორი

თვითონ მეუბნება მწერალი არ დამიძახო, ტექსტის ავტორი ვარო. ჰოდა, იყოს ავტორი, მერე რა,  რომ “ბესტსელერი” დაწერა და დღეს პრეზენტაციაზე მიტანილი ყველა ეგზემპლარი გაყიდა.

მოკლედ ერთ დღესაც ჩემი მეგობარი წიგნის ავტორი გახდა და მის ნაშრომზე პოსტიც დავწერე. არ ვიცი, ახსოვს თუ არა თვითონ, მაგრამ ამ ბლოგის გაკეთების იდეაც მან მომაწოდა. ჰოდა, გავიდა 4 წელი და ვკითხულობ წიგნს, ისევე როგორც ეს ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ვიცი, როგორ იწერებოდა ტექსტი.

ვიცი, როგორ მოუვიდა იდეა, ვიცი როდის დაიწყო, შეწყვიტა და გააგრძელა წერა, ვიცი, რა ამბის შემდეგ დააფორმულირა პიერ სონაჟის ნაწარმოებებიდან ციტატები, რომელ პერსონაჟს მისი ნაცნობის რომელი შტრიხები აქვს.

წიგნის კითხვისას დავრწმუნდი, რომ არ მინდოდა მცოდნოდა.

არასდროს მდომებია რომელიმე მწერალი გამეცნო, არც წიგნის პრეზენტაციებზე დავდივარ და არც ავტოგრაფიანი წიგნები მაქვს. მწერლების ბიოგრაფიებსაც იშვიათად ვკითხულობ. მთავარი ტექსტია, ჩემეული აღქმა და ემოცია, რასაც ნაწერი მანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი არ ვიცოდი და მტკიცე გადაწყვეტილებით, არც ხელნაწერი (თუ პრინტნაწერი, რაღაცას ეძახის) წამიკითხავს, მაინც წიგნში ბექას უფრო ვხედავდი, ვიდრე ტექსტს და მეგონა, სულში ვუფათურებდი ხელს, რაც მე – მკითხველს არ მომეწონა. არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი აღქმა მაღაზიაში წიგნის თაროზე სადმე რომ მეპოვა და ისე წამეკითხა.

მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერებაა, როცა დგახარ შენთვის მოშორებით და ხედავ, როგორ არიგებს შენი მეგობარი ავტორი ავტოგრაფებს და რა თქმა უნდა, მზად ხარ იგივე სცენას კიდევ ბევრჯერ დაესწრო.

პ.ს. ამ პრეზენტაციას რამდენიმე ადამიანი ნამდვილად აკლდა.

არ უყვარს ფოტოები, მაგრამ დღეიდან სელფების გადაღებაც მოუწევს მკითხველების ხათრით

არ უყვარს ფოტოები, მაგრამ დღეიდან სელფების გადაღებაც მოუწევს მკითხველების ხათრით

One Comment

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Oct 6 2014 5:05 pm

    ააა, რა მაგარი შეგრძნება უნდა ყოფილიყო, წარმომიდგენია, რაც შენ აღწერე. იქვე რომ დგახარ და შენი მეგობარი მწერალი, თუ მწერალი მეგობარი ავტოგრაფებს არიგებს.
    მახსოვს, ადრე მითხარი ამ ბიჭზე, ძალიან ჭკვიანი და ნაკითხიაო, მაშინ ბლოგი ჰქონდა, რომელიც დიდად არ მომწონდა.
    მოკლედ, წარმატებები ამ ჭკვიან და ნაკითხ ბიჭს!!!
    მაინტერესებს მისი წიგნი, ნეტა თუ მომეწონება?..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: