Skip to content
November 1, 2014 / mkitxveli

უმბერტო ეკო – პრაღის სასაფლაო

პრაღის სასაფლაომმკ-ს რომელიმე წევრს ეს წიგნი ჯერ არ წაუკითხავს, ეტყობა, ან სახელი აქვს ზედმეტად არასკანდალური, თორემ წივილ-კივილს ცოტა ხნით მაინც ატეხდნენ. მასონებზეა ეს წიგნი. უფრო სწორად ერთ თახსირ კაცზე, ყველაფრის გაყალბება რომ შეუძლია. ისე იხლართება ამ მასონთა ლოჟებში, ვეღარ გავიგე ვის რა შეუთხზა და მოუგონა.

სიმონინი მთავარი გმირია, თან ისეთი უარყოფითი, გეზიზღება, მაგრამ მაინც სწრაფად გეკითხება 500-ზე მეტი გვერდი. უცნაური გრძნობაა, ამხელა წიგნში ერთი ცოტა დადებითი პერსონაჟი რომ არ არის.

“ცივილიზაცია სრულყოფას ვერ ეღირსება, ვიდრე უკანასკნელი ეკლესიის უკანასკნელი ლოდი ქვეშ არ მოიყოლებს უკანასკნელ მღვდელს და დედამიწა ამ მანკიერი ხროვისგან არ გათავისუფლდება.”

ამბავი ჯერ კიდევ გარიბალდის დროიდან მოდის. ალექსანდრე დიუმა ჩადის ჯუზეპე გარიბალდისთან დასახმარებლად. მასონებზეც იქიდან იწყებ ინფორმაციის მიღებას. როგორც “ვარდის სახელში”, აქაც ხვდები, რომ წიგნში აღწერილი ეპოქა გადასარევად იცის ეკომ. როცა მხატვრული ნაწარმოებიდან ამგვარი ცოდნა მოდის, როგორც მკითხველი რაღაცნაირად დაფასებულად ვგრძნობ ხოლმე თავს. არ მიყვარს წიგნები, შრომა რომ არ ეტყობა და ისეთი შთაბეჭდილება გაქვს თითქოს ერთ დღეს დაჯდა და ასე უბრალოდ დაწერა.

ეკოზე ვყვებოდი. როგორც სჩვევია, ხლართავს ამბავს, შენც გგონია ხელის ცეცებით დადიხარ ფურცლებში. ხან სიმონინი ყვება ისტორიას, ხან – აბატი დალა პიკოლა. თვითონ ფიქრობენ, რომ ერთი პიროვნება არიან, მაგრამ რაღცეები არ ემთხვევა. მერე ამბებს იხსენებენ, ისტორიულ ამბებს.

“ადამიანები არასდროს სჩადიან ბოროტებას ისე სრულყოფილად, ისეთი ენთუზიაზმით, როგორც მაშინ, როცა რელიგიის სახელით მოქმედებენ”.

ერთმანეთზე გადაკიდებული ამბიციური ადამიანების კრებულია.სტანისლას დე გუაიტა და როზენკროცების კაბალისტური ორდენი, ოკულტიზმი, პელადანი ერთმანეთში იბურდება. ცალკე ებრაელები ლანძღავენ. სიმონინი ნაშრომს “პრაღის სასაფლაო” სწორედ ებრაელების საწინააღმდეგოდ ქმნის. მერე ისე წირავენ ადამიანებს, არც ნერვიულობს ვინმე.

ვერ გაიგებ, ვინ ვისი ჯაშუშია, ვის რა მიზანი აქვს, “ნებისმიერი საიდუმლო დაჯგუფების ათი წევრიდან სამი ჩვენი ჯაშუშია, ექვსი რწმენით გულანთებული იდიოტი და ერთი მართლა საშიში ადამიანი” – ესეც მთელი ფილოსოფია.

ზიხარ შენც, ამ ხლართებს კითხულობ და ხვდები, როგორ შეუძლიათ ზიზღით აივსონ უცებ ადამიანები. შეგძულდეს მაგალითად, ებრაელები და ერთ დღესაც მათი გენოციდი გადაწყვიტო. სიძულვილის გავრცელება ყველაზე მარტივი რამაა.

“ეროვნება ღატაკთა ერთადერთი ავლადიდებაა. საკუთარი ეროვნების შეგრძნება დღეს სიძულვილს, განსხვავებულის სიძულვილს ეფუძნება”.

აი, შენც გვერდიდან გვერდამდე ისე გძულს სიმონინი, დასასრული არ იცი, გაგიხარდეს, თუ რა ემოცია გქონდეს.სიძულვილის ენა ისეთ ხარისხშია ამ წიგნში, მიკვირს პანიკა რომ არ გამოიწვია მათი, ვისაც ტექსტის მიღმა რაღაცეების დანახვა უჭირთ ხოლმე.

“დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ვმოძრაობ იმიტომ, რომ გადავადგილდე, ვსუნთქავ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია. სიკვდილიც ასე მეწვევა: მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაუვალია… და ყველაფერი დამთავრდება.”

ეკოს თუ დავუჯერებთ, სიმონინის გარდა, ყველა პერსონაჟი ისტორიულია, თავად სიმონინიც არსებობს, უბრალოდ რამდენიმეს კრებულიაო. ჰო, ალბათ მისი პროტოტიპი რამდენიმე სიძულვილით სავსე ადამიანია, სხვებსაც რომ ავსებდა იმავე ზიზღით.

როცა ეკოს ვკუთხულობ, სულ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ერთი დიდი სკივრი აქვთ სიტყვებით სავსე და ზუსტად იცის როდის რა უნდა გიწილადოს, მასზე უკეთ თანამედროვე ლიტერატურაში სიტყვის ძალას ვინმე ფლობდეს, არ მგონია.

2 Comments

Leave a Comment
  1. ლელა / Jun 12 2015 9:53 am

    ახლახან დავიწყე კითხვა, ცოტა რთული წასაკითხია, რადგან მთრობელი გაორებული ადამიანია, თვითონაც არ იცის დილით გაღვიძებისას სიმონინია თუ აბატი დალა პიკოლა.
    თუ სიმონია, მაშ მის ოთახში მღვდლის ფორმა კარადაში რატომ კიდია?
    მოკლედ ფრიად საინტერესოა, საშიში, იხლართები, უკან ბრუნდები, ისევ ეჭიდები…

  2. david latso / Sep 30 2016 4:35 pm

    მირჩიეთ ვინმემ ღიირს ამ წიგნის წაკითხვა ?არადა დამაინტრიგებელი სიუჟეტი და საინტერესო წასაკითხი ჩანს

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: