Skip to content
November 8, 2014 / mkitxveli

პ.გ. ვუდჰაუსი – ვუსტერთა გვარის ღირსება

news_52b7f9f19c560ხანდახან დაღლილზე, ბევრ საფიქრელ, ღრმააზრიან წიგნებს შორის ვუდჰაუსზე კარგი არაფერი მეგულება. ჯივზი და მისი თავდაგადასავლებით სავსე უფროსის ისტორიები სასიამოვნო საკითხავია. მთავარი ისაა, სიმარტივის მიუხედავად არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც სისულელეს კითხულობ.

ჯივზი ხომ გახსოვთ? აი დაიკიდეთ მაგასთან ერთადო, რომ გვეუბნებოდა ვუდჰაუსი. აქაც იგივე პერსონაჟები არიან, უბრალოდ ამბავი ხდება სხვაგან და ბერტი მორიგ ხათაბალაში ეხვევა, სადაც მშველელად კვლავ თავისი კამერდინერი მოევლინება.

ისევე როგორც წინა წიგნში აქაც ბევრი მაიმუნობა ხდება, თუმცა მე პირადად “დაიკიდე, ჯივზ!” ბევრად მომეწონა, უფრო სწორად სასაცილო მეტი ადგილი შემხვდა. ან სულაც რადგან პირველად ვკითხულობდი ვუდჰაუსს, წერის სტილიც ახალი იყო და სიუჟეტიც, უკეთესი ემოციები იმიტომ დამიტოვა და რადგან “ვუსტერთა გვარის ღირსებაში” რაღაცეები გამეორდა, ის ეფექტი ვეღარ მოახდინა.

ამ ბოლო დროს ერთი მწერლის რამდენიმე ნაწარმოები აღარ მომწონს. როგორც კი იმავეს დავიჭერ რაც უკვე წაკითხულ წიგნში იყო, მაშინვე ბევრი მინუსი ეწერება ჩემთვის.

ამ შემთხვევაში თანმიმდევრობას ჰქონდა მნიშვნელობა. პირველს, რომელსაც წაიკითხავთ, მგონია, რომ ის უფრო მოგეწონებათ.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: