Skip to content
November 21, 2014 / mkitxveli

რაბიდრანათ თაგორი – ჟამი ჩემი სიჭაბუკისა

Tagoriარც მხატვრულია, არც ბიოგრაფიული. ავტობიოგრაფია რომ იყოს, ზედმეტად ბევრი ეპიზოდი აკლია. არც ესეა, მაგრამ მაინც პენაკის “რომანივით საკითხავის” ასოციაციები მაქვს, არადა მხოლოდ ერთი პარალელი შეიძლება გაივლოს ამ ორ ნაწარმოებს შორის. ორივეგან ამოიკითხავ ტექსტს, რომელიც გასწავლის როგორ იურთიერთო ბავშვთან. არ  ვიცი, როგორ შეიძლება, ასაკში შესულმა ასე დეტალურად გაიხსენო დღენი შენი სიჭაბუკისა, მაგრამ თაგორმა ეს მოახერხა. თან ისე ყვება, ხვდები რომ ასაკით უკვე დიდია და შეცვლილი აქვს ემოციები. თავის ყველა ქმედებას აანალიზებს და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დასკვენს გიკეთებს.

“უბედურია სწორედ ის ბავშვი, რომლისთვისაც უთვალავ სათამაშოს თავი მოუბეზრებია. ყოველგვარი თამაში მოსაწყენი და აზრდაკარგულია მისთვის.”

მოსამსახურეთა ბატონობა რანაირად შეიძლება არ ვიცი, მაგრამ თაგორმა მას სერვოკრატია შეარქვა. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, მოსამსახურეებისთვის მათთვის ჩაბარებული ბავშვები ერთადერთი ბატონობის ობიექტები იყვნენ და ისევე ექცეოდნენ  ბავშვებს, როგორც ოჯახში უფროსები ექცეოდნენ მსახურებს.

“აღზრდის მთელი სიძნელემაშინ წამოიჭრება, როდესაც ბავშვს სახლში გამოკეტავენ და მისგან სრულ წესრიგს ითხოვენ”.

ყველაზე ბევრი ერთ ეპიზოდზე ვიფიქრე. თაგორს სთხოვენ გარკვეულ საკითხზე საკუთარი აზრი გამოთქვას. გასაკრიტიკებელი ბევრი იპოვა. “მე შემეძლო აღმომეჩინა ნაკლოვანება, მაგრამ არ შემეძლო შემექმნა უნაკლოება”. ბოლო პერიოდში ეს პრობლემა მეც მაწუხებს. ადამიანები ხშირად აკრიტიკებენ ერთმანეთს, ლანძღავენ, შეცდომებზე მიუთითებენ, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ გეუბნებიან, სანაცვლოდ რა უნდა გააკეთო, რა იქნება უმჯობესი. “ლიტერატურის გულწრფელი სიყვარული უფრო იშვიათია, ვიდრე ლიტერატურული ერუდიცია” ესეც კიდევ ერთი ფრაზა, რაც ჩამრჩა. ხშირად ადამიანები ვერ უძლებენ ცდუნებას, აფიშირება არ გააკეთონ თუ რაიმე სადმე ამოუკითხავთ და თავი როგორც ნაკითხებმა, ისე არ წარმოაჩინონ. ახდენენ ციტირებას, ყოველ ორ წინადადებაში რომელიმე ცნობილ ავტორს იმოწმებენ. აუდიტორიას გააჩნია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეფექტს ნამდვილად ახდენენ. ასეთ დროს უყურებ და ხვდები, მის აზროვნებას რა ვიწრო გასაქანი აქვს, რეალურად ერთი თავკერძა ტიპი შეგრჩება ხელში. ზუსტად იმიტომ, რომ ლიტერატურული ერუდიტებისგან განსხვავებით, ლიტერატურის გულწრფელად მოყვარულს  ფრაზების ციტირების და მწერლების გვარების ბრახაბრუხის გარეშე ეტყობა, რომ უყვარს, ფართო აზროვნება აქვს და იმიტომ.

One Comment

Leave a Comment
  1. ლაშა / Mar 31 2015 4:47 pm

    თაგორთან, განსაკუთრებულად მახსენდება ქალის სახე – http://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/about-womans

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: