Skip to content
December 18, 2014 / mkitxveli

იუსტაინ გორდერი – ფორთოხლის გოგონა

ფორთოხლის გოგონახანდახან ისეც ხდება, ბევრი დეტალის დამთხვევის შედეგად შეხვდები ადამიანს, რომელიც არაფერით განსხვავდება იმ ასობით ადამიანისგან ყოველ დღე რომ უყურებ. მერე აღმოჩნდება რომ შენი ადამიანია. აი ისეთი, ორ სიტყვაში რომ ხვდება, როგორ ხარ, რას ფიქრობ, რას აპირებ. სხვებისთვის ისევ იმ ასობით ადამიანის მსგავსია. შენთვის კი უნიკალურია. ზუსტად ისე ხედავ, დანარჩენები რომ ვერ ამჩნევენ. შენთვის არის ისეთი, როგორიც არის.

ასეთი იყო ფორთოხლის გოგონაც იან ოლავისთვის. ვერონიკა მხოლოდ მისთვის გახდა “ფორთოხლის გოგონა”.

“აქამდე მომყვა გრძნობა, რომ რაღაც ისეთი ვნახე, რაც სხვას არ უნახავს”

მერე ეს ორი ადამიანი ხდება “ჩვენ” –  ყველაზე თბილი და მნიშვნელოვანი სიტყვა ჩემთვის.

როცა პირველი პირის მრავლობით ნაცვალსახელს მივმართავთ, ამ დროს ერთობლივი მოქმედების მიღმა თითქმის ისე ვათავსებთ ორ ადამიანს, თითქოს ისინი რომელიღაც შედგენილ არსებას ქმნიდნენ. ბევრ ენას მოეპოვება საგანგებო ნაცვალსახელი, რომელიც ორი და მხოლოდ ორი ადამინისთვის გამოიყენება. მას ეწოდება ორობითი ან რაღაც ისეთი, რასაც ორი ადამიანი იყოფს. ეს სასარგებლო კონცეფციაა, რადგანაც არსებობს მომენტები, როცა საქმე ეხება არც ერთ და არც მრავალ სუბიექტს. ასეთ დროს თქვენ “ჩვენ” ხართ და ეს “ჩვენ” განუწილველია. როცა ეს ნაცვალსახელი უეცრად გამოჩნდება, თამაშში ზღაპრის წესები მკვიდრდება, თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო. “(ჩვენ) ვისადილებთ”, “(ჩვენ) ერთ ბოთლ ღვინოს გავხნით”, “(ჩვენ) დავიძინებთ”.

“ფორთოხლის გოგონა” მამის წერილია შვილისადმი გარდაცვალებიდან ბევრი წლის შემდეგ რომ კითხულობს. ისეთია, მთელი მსოფლმხედველობა შეუცვალა.

მერე იმაზე აფიქრა, ღირდა თუ არა საერთოდ ცხოვრება, რომელიც მრავალი დეტალის ერთმანეთთან დამთხვევის შედეგად იქმნება.

აი თავში რომ ადამიანი ვახსენე, რა მოხდებოდა ავტობუსს რომ არ გაესწრო, წვიმა რომ არ წამოსულიყო, ისიც იმ დროს იმავე შენობიდან არ გამოსულიყო, არ შეცოდებოდი, არ შეეთავაზებინა სახლამდე მიყვანა. დარჩებოდა იმ ასობით ნაცნობს შორის ერთფეროვან არსებად. ახლა “ფორთოხლის გოგონაა”. მხოლოდ შენ ხედავ.

ყველაფერი კანონზომიერად ხდება და მე შემთხვევითობების არ მჯერა.

ჩვენ იღბლიანები ვართ, აქ და ახლა რომ ვართ, იმიტომ.

One Comment

Leave a Comment
  1. melanqoliaa / Dec 20 2014 5:11 pm

    დამაინტერესა და აუცილებლად წავიკითხავ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: