Skip to content
February 12, 2015 / mkitxveli

დიანა იანსე – ავღანური დღიურები

დიანა იანსე - ავღანური დღიურებიბოლო დროს ისტორიული პროზა ავიჩემე, მხოლოდ ამ ჟანრსღა ვკითხულობ. კონკრეტული მიზეზის გარეშე ასეთი პერიოდი გამოვიდა. ისტორიები პრობლემებით სავსე ქვეყნებიდან არის. ბედნიერ ერზე ჯერ არაფერი წამიკითხავს. ავტორები ხშირად ქალები არიან, ან მე წავიკითხე მაინცადამაინც ქალავტორებიანი წიგნები. ყოველ ჯერზე, ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ავღანეთისმაგვარ ქვეყანაში რომ გადავწყვიტო გადასვლა და ორმაგ პატივისცემას ვგრძნობ მათდამი.

დიანა იანსე დიპლომატია, ახლა შვედეთის ელჩია საქართველოში. მანამდე ავღანეთში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა. ისე გადასახლდა ქაბულში, არც უფიქრია ნორმალურად. ჩასვლისას პირველ რიგში ქალების მდგომარეობა მოხვდა თვალში და წიგნშიც ბევრ ეპიზოდში აქცენტი სწორედ მათ მძიმე ცხოვრებაზე კეთდება.

“ეს არ არის ჩემი სამყარო, ის არც ავღანელი ქალებისაა, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. ქალებისა, რომლებსაც ერთხელ ავღანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა უთხრა, ქალის ფასი მხოლოდ ნახევარი მამაკაცის ფასიაო.”

დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებული ან ავტობიოგრაფიული ტექსტის უპირატესობა მკითხველისთვის ისეთი დეტალების გაცნობაა, რასაც სხვაგან ვერ წაიკითხავ. დიანა იანსე ამგვარ ბევრ ეპიზოდს გვაძლევს, თუმცა მთავარი რაც “ავღანურ დღიურებს” აკლია, ემოცია და წერის ტექნიკაა. ემოცია ხალხთან უშუალო ურთიერთობას და დეტალების შემჩნევას მოაქვს. ის, რაც შესანიშნავად გამოსდის მაგალითად ოსნე საიეშტადს.

დიანა დიპლომატია და ეს მის ტექსტსაც ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოფიციალურ პირს შეხვდა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ისეთი რამ გაიგო, რაც ამ წიგნისადმი ინტერესს გაზრდიდა, ამგვარი ეპიზოდი დღიურებში ვერ მოხვდა. გვხვდება გარვეული დეტალები, თუმცა ექსკლუზიურად დიანას მკითხველისთვის არც ერთი დოკუმენტური ფაქტის განსხვავებული კუთხე ნაჩვენები არ არის.

დიანა ამბებს ძირითადად მანქანიდან უყურებს, უშუალოდ ხალხთან ნაკლებად ურთიერთობს, ან წიგნში არ შეიტანა ეს ეპიზოდები.

“მბზინავი ბრონირებული მინის მიღმა ხედი არასდროს იცვლება, თუმცა, მე მაინც ვუყურებ, მაშინაც კი, როდესაც ამის ძალა აღარ შემწევს.”

რიგით ავღანელებთან უერთიერთობის, მათი ყოფის ამსახველი ემოციური ეპიზოდები ზედმეტად მწირია. საერთო ჯამში ტექსტი ფრაგმენტ ფრაგმენტ აჩვენებს ცხოვრებას ბრონირებული მანქანის ორივე მხარეს და არც ერთი არ არის სრულყოფილი. ასე მგონია, ძალიან მაგრად არის დარედაქტირებული ტექსტი.

დიანა იანსე

დიანა იანსე

სამაგიეროდ, კარგად ჩანს ის ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც დიანას ავღანეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ აქვს. იმ ადამიანებს, ვინც შედარებით განათლებულია ავღანეთში ხან მძღოლებად და ხან თარჯიმნებად ვიყენებთ და ჩვენვე არ ვაძლევთ განვითარების საშუალებასო. ამის გამო ხშირად დანაშაულის გრძნობა აწუხებს. ხანდახან უმწეობისაც.

ავღანეთის მთელი უბედურება აი ამ ერთ ფრაზაშია ჩატეული:

“ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს გადარჩენაზე ფიქრში ატარებს და როცა თავის დაბანასაც ძლივს ასწრებს, პროდუქტიულობისა და კეთილშობილებილურის საქციელისთვის დრო აღარ ჰყოფნის.”

P.S. ეს წიგნი შემთხვევით და უცნაურად აღმოჩნდა ჩემთან, მერე ასევე დაუგეგმავად წამეკითხა. მიყვარს წიგნები, რომელსაც თავისი საკუთარი ისტორია აქვს.

5 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Feb 22 2015 12:46 pm

    სკანდინავიელი ქალები სულ სხვა სამყაროდან არიან, აი სულ სხვა. ადრეც ვიცოდი, მაგრამ ამ ბოლო დროს რამდენიმე გავიცანი უფრო ახლოს და დავრწმუნდი.

    დაბადებიდან სქესთა თანასწორობით იზრდებიან და მერე აღმოსავლეთი სამყარო და კულტურა შოკავთ. მაგალითად, მე და შენ რომ წავიდეთ ავღანეთში, გასაგებია, საშინლად მოგვეჩვენება ბევრი რამე, მაგრამ ნახევარზე მეტი მაინც გვეცნობა და გაგვახსენებს ჩვენი ბედკრული სამშობლოს რაღაც წესებს.

    • mkitxveli / Feb 26 2015 7:08 pm

      კი მეც მახსოვს ერთხელ მთელი საღამო ვესაუბრე შვედ გოგოს და ვერაფრით გავაგებინე ბევრი რამ რატომ ხდება ჩვენთან ისე, როგორც ხდება

  2. ... / Mar 25 2015 3:51 pm

    gamarjoba. blogis avtortan maqvs shekitxva. adrec davakomentare msgavsi ram magram ar mipasuxa. axla sheidzleba sruliad uadgilo iyos am posttan chemi komentari magram dzalian gtxovt iqneb mirchiot rame wasakitxad. dzalian dzalian gtxovt. var 12 wlis. vxdebi 13is winaswar didi madloba. (miyvars kitxva)

    • mkitxveli / Mar 28 2015 6:27 pm

      არასდროს ვიცი რა ვურჩიო სხვას წასაკითხად. წიგნის აღქმნისთვის მნიშვნელოვანია რა წაგიკითხავს მანამდე, რა ინტერესები გაქვს, რომელი ჟანრი გიყვარს და აშ. ამიტომ მე ვერაფერს გირჩევთ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს რას უპასუხებთ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს. შედით წიგნის მაღაზიაში, წაიკითხეთ ანოტაციები და რომლისკენაც გაგიწევთ თვალი, ის იყიდეთ და წაიკითხეთ.

    • Sophie Sunny Golden / May 27 2015 10:08 pm

      ბლოგის ავტორისადმი კრძალვითა და ცახცახით, მე გირჩევდი სელინჯერი მოგესინჯა🙂 თუ არ “წავა”, გადადი ჰემინგუეი, ფოლკნერ, კაპოტეზე და იპოვი საკუთარ სტილს, ჟანრს.
      100% სუბიექტური რჩევაა, მაგრამ გულიანი :ლოლ:

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: