Skip to content
May 2, 2015 / mkitxveli

უინსტონ გრუმი – ფორესტ გამპი

ფორესტ გამპიადამიანი პირველივე წინადადებაშივე რომ გეუბნება, იდიოტი ვარო, რანაირად უნდა დაუჯერო? იდიოტი თუ ხარ, როგორ ხვდები, რომ იდიოტი ხარ? თავიდანვე არ მჯეროდა. როდის იყო, იდიოტი ასე გამართულად წერდა. იდიოტი ის არის, ვისაც ფორესტი იდიოტი ეგონა.

ცოტა ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვლა, თანაც რამდენჯერმე. გამბედაობა სჭირდება. ჯერ ნასაში წასვლას და შემდეგ კრევეტების ბიზნესიდან მლიონების შოვნას კიდევ ნიჭი უნდა. თანაც, თუ მანამდე ვიეტნამის ომში ბრძოლაც მოასწარი.

უცნაური კაცია ფორესტ გამპი. ასე ადგება და გარბის ყველაფრიდან. უფრო სწორად, ისეთ პირობებს უქმნიან, ყველაფრის ნულიდან დაწყება უხდება.

გარემო ფაქტორები რომ თავისით არ ემთხვევა ერთმანეთს და ყველაფერი კანონზომიერია, მაგის უკვე ღრმად მწამს.

მთელი წიგნი ერთი ფორესტის ცხოვრებაა. იმდენი რამ გადახდება, ყველა ისტორია ცალკე წიგნს შეავსებდა. არადა, გრუმის ნაწარმოებში მოკლედ არის მოთხრობილი და შენც სულ ცოტა დრო გჭირდება მის წასაკითხად.

რაც მოხდა, მოხდა. მთავარია, მოსაწყენი ცხოვრებით არ მიცხოვრია. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?

ჰოდა, იცხოვრა თავის გემოზე, როგორც უნდოდა.

წიგნზე მეტად ამავე სახელწოდების ფილმია პოპულარული. მე კიდევ სულაც არ მიყვარს წიგნებზე გადაღებული ფილმების ყურება, არც წაკითხვამდე და არც წაკითხვის მერე. ამიტომაც ჩემთვის ფორესტ გამპი იქნება ისეთი, როგორიც გრუმმა მაჩვენა. საერთოდ არ ჰგავს ტომ ჰენკს.

One Comment

Leave a Comment
  1. ცისიქითელი / May 3 2015 8:09 am

    ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია და გულიანადაც კი ვიცინე რაღაცეებზე.
    გეთანხმები, რომ ფილმის გმირი სულ სხვანაირია😉

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: