Skip to content
May 24, 2015 / mkitxveli

კურტ ვონეგუტი – სარწეველა ფისოსათვის

book_5460b5f673665ერთგან “სარწეველა ფისოსათვის” ჰქვია, მეორეგან “კატის აკვანი” , თავად კურტ ვონეგუტმა Cat’s Cradle დაარქვა. ვისთვის კატა და ვისთვის ფისო სინამდვილეში არ არსებობს.”სარწეველა ფისოსთვის თითებს შორის მოქცეული, გადაჯვარედინებული ძაფია და მეტი არაფერი, ისინი კიდევ თვალს ვერ აცილებენ და … არც ის ოხერი ფისო ჩანს სადმე და არც მისი ოხერი სარწეველა”

ამ სარწეველას ბავშვებს ცხვირ წინ უთამაშებენ ხოლმე, ის გაფაციცებული უყურებს, ვერაფერს ხედავს და ებლანდება ყველაფერი თვალებში. აი, ასე ეთამაშებოდა თავის შვილს პირველად და უანასკნელად დოქტორი ჰონიკერი მაშინ, როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში მის მიერ შექმნილი ბომბი ჩამოაგდეს.

ვონეგუტზე მეტად ირონიული ტექსტები არ მახსენდება. შავი იუმორი “ფისოს სარწეველაშიც” უხვად არის. აი, წიგნის მთელი ფაბულა თუნდაც – კაცი გადაწყვეტს წავიდეს და აღწეროს რას აკეთებდნენ ატომური ბომბის შემქმნელი ადამიანის ახლობლები მაშინ, როცა ეს ბომბი გამოიყენეს და უამრავი ადამიანი გაჟლიტეს.

ამ პროცესში ბოკონონიზმის მიმდევარი გახდება – მოძღვრების, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული. დემოკრატიასაც თავისებურად დასცინის დემოკრატიის ასი მარტვილით. იმათი, საომრად რომ მიდიოდნენ, გზაში გემი ჩაიძირა, დაიხოცნენ და დემოკრატიის მარტვილებად რომ შერაცხეს.

მერე ერთი პერსონაჟი თანამდებობიდან უიმედობის თესვის ბრალდებით გაათავისუფლეს. მეორე კიდევ ებრაელების ხოცვის მერე სან ლორენცოში ექიმად მუშაობს და ელოდებიან მის მიერ გადარჩენილთა რაოდენობა როდის გაუტოლდება მისივე წყალობით საიქიოს გასასტუმრებელთა რაოდენობას.

“გულისმომკვლელი აუცილებლობაა, სინამდვილეზე დახუჭო თვალი და გულისმომკვლელია ისიც, რომ შეუძლებელია, ბოლომდე მოიტყუო თავი”

უამრავი პერსონაჟი, გამოგონილი ცნებები ხანდახან დამაბნეველია, სამაგიეროდ წერის სტილია ძალიან კარგი.

კითხვისას ვონეგუტისეულ ირონიაზე გეცინება კიდეც, მაგრამ სინამდვილეში ყველა მისი წიგნი ძალიან სევდიანი და დამთრგუნველია. ატომური ბომბის და მეორე მსოფლიო ომის ხოცვა-ჟლეტვის ამბავია. უბრალოდ სხვა სტილში, ფანტასტიკურ ჟანრში დაწერილი და შენც უფრო მსუბუქად აღიქვამ, თორემ ნიუტონიც აქაა, სტალინიც და ჰიტლერიც.

There is love enough in this world for everybody, if people will just look

“სარწეველა ფისოსათვის” ადამიანების სიბრიყვის ისტორიაა.

რადგან ვონეგუტის მთავარი ღირსება მისი ენაა, ამიტომ მგონია, ამგვარი მწერლების თარგმნისას რთული რამეა მისი ხასიათის შენარჩუნება. მაგალითისთვის იყოს აქ რამდენიმე ფრაზა.

New knowledge is the most valuable commodity on earth. The more truth we have to work with, the richer we become

ჰოდა ამისი კიდევ ყველაზე მეტად მჯერა

Peculiar travel suggestions are dancing lessons from God

3 Comments

Leave a Comment
  1. Ercke Mydass / May 26 2015 5:06 pm

    საინტერესოა🙂 ნამდვილად მეც სათაურმა შემიყვანა შეცდომაში და მაგიტომ არ შევიძინე, რადგან მეგონა ფისოებზე იქნებოდა და მეტი არაფერი, არც აღწერა რომ არ აქვს ამ წიგნს და არც არაფერი უკანა ფონზე ესეც რთულია იყიდო წიგნი ბრმად. თუმცა უკვე მომწონს ამ პოსტიდან გამომდინარე და აუცილებლად შევიძენ ფესტივალზე ^_^
    პირველ რიგში სტალინი და მეორე მსოფლიო ომმა დამაინტერესა ზოგადად, უკვე იმიტომ, რომ არაერთ წიგნში შემხვდა. ჯერ იყო და “ჯუღა” -ს ვკითხულობ და იქ არის პირდაპირ სტალინზე და მეორე მსოფლიო ომზეც, ამის შემდეგ “წიგნის ქურდის” კითხვა უნდა დავიწყო, ის კი გერმანელების მხრიდან არის მოთხრობილი ამ 39-45 წლების ომზე, ახლა კი ეს. საჭირო წიგნი, ყოველთვის საჭირო დროს ჩნდება ხოლმე, ეს არის განგება ჩემი აზრით. ეს პოსტი კი მეც საჭირო დროს წავიკითხე და დიდი მადლობა შენ .❤

  2. Sophie Sunny Golden / May 27 2015 10:15 pm

    მგონი, სტუდენტობისას წავიკითხე ვონეგუტის რაღაც წიგნი და სათაურიც აღარ მახსოვს. არა, მოიცა, უნდა გავიხსენო.
    რაღაცის სასაკლაო უნდა ერქვას.

    ჰოდა, სასწაული ნიჭი გაქვს, ადამიანს მოანდომო ისეთი ავტორების წაკითხვა, რომლების ნაწარმოების სათაურებსაც ვერ ვიმახსოვრებ, რაც ძალიან იშვიათობაა, როგორც წესი, კარგი მეხსიერება მაქვს :დ

    მომენატრე, მღშფოთვარევ!

  3. ფურცლებში მოხეტიალე / Aug 19 2015 8:06 pm

    “გულისმომკვლელი აუცილებლობაა, სინამდვილეზე დახუჭო თვალი და გულისმომკვლელია ისიც, რომ შეუძლებელია, ბოლომდე მოიტყუო თავი”

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: