Skip to content
June 17, 2015 / mkitxveli

ჰარპერ ლი – ნუ მოკლავ ჯაფარას

nu moklav japaras

To Kill a Mockingbird

წუხელ ღამე გავათენე.

“ნუ მოკლავ ჯაფარას” ვკითხულობდი. თავი ვერ ავიღე.

როცა წაკითხული წიგნების რაოდენობა იზრდება, სულ უფრო მცირდება რომელიმე ტექსტით აღფრთოვანებაც, ამიტომაც აღარ მახსოვს, როდის ჩამითრია ასე წიგნმა.

ამაზე თბილი წიგნი არ წამიკითხავს, ამაზე ადამიანური, გულწრფელი, დამაჯერებელი…

მთავარი გმირით მინდოდა დამეწყო წერა. მერე მივხვდი, რომ თითქმის ყველა პერსონაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია – პატარა გოგო ჭყიტა, ვისი თვალითაც ხედავ ამბავს, მისი ძმა ჯემი, რომელიც ხშირად განსაზღვრავს თხრობის მიმართულებას, რედლი ბუა – მისტიკური ბიჭი მუდმივად თან რომ სდევს სიუჟეტს და რა თქმა უნდა ჭყიტასა და ჯემის მამა ატიკუს ფინჩი – ადვოკატი, რომელსაც ყველაზე რთული საქმე აქვს აღებული – მან უნდა დაიცვას შავკანიანი. ეს ის დროა, შავკანიანები ადამიანებად რომ არ მიიჩნეოდნენ და საქმეც თავიდანვე წაგებული იყო

ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, იღწვი, იღწვი და ბოლომდე მიგყავს ის. იშვიათად თუ მოიპოვებ სრულ გამარჯვებას, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ მიაღწევ საწადელს.

ატიკუსი არის არამხოლოდ ამერიკულ ლიტერატურაში ყველაზე ჰუმანური სახე ადამიანისა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარი, პატივი სცეს სხვა ადამიანს, დაინახოს მასში ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. აღმოაჩინოს ისეთი თვისებები, რაც განსაკუთრებული აქვს და ამის გამო უყვარდეს ის.

სანამ ადამიანებთან მორიგებაზე ვიზრუნებ, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვურიგდე.  არის ერთი რამ, რაც უმრავლესობის მიერ დაკანონებულ შეხედულებებს არ ექვემდებარება, ესაა სინდისი.

ისიც ყოველთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად მოქმედებს და ასე ზრდის შვილებსაც. სულ ვფიქრობდი, ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს გვერდით ვინმე ატიკუსისნაირი ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ ადამიანად რომ გაიზარდოს. ატიკუსი არაფრით არ ჰგავდა მათი თანაკლასელების მამებს, რაზეც გული სწყდებოდათ, სამაგიეროდ ბოლოს აღმოაჩინეს მისი განსაკუთრებულობა.

მალევე დაინახეს რეიმონდ დოლფუსი, რომელიც თურმე თავისი წესები აქვს – ადამიანებს არაფრით არ უნდათ შეიგნონ, ერთი ძალიან უბრალო რამ, რომ მე სწორედ იმიტომ ვცხოვრობ ასე, რომ ასე მინდა ცხოვრება.

წიგნის ბოლომდე შენც სწავლობ ადამიანების განსაკუთრებულად აღქმას და იწყებ გამორჩეული თვისებების ძიებას.  ბოლოს შენც გჯერა, რომ ყველა შენს გარშემომყოფს აქვს ის, რასაც უბრალოდ ვერ ხედავ და რის გამოც შეიძლება გიყვარდეს.

მძიმე სიუჟეტის ასე ემოციურად და თბილად (უკეთესი სიტყვა არ მახსენდება) გადმოცემას ნიჭი სჭირდება. ჰამპერ ლიმ ისე მოგიყვა, რომ შეძლო უსამართლობის გამო ყელში ბურთის გაჩხერიდან ბრძოლის საოცარი მუხტი მოეცა. ამაზრზენ პერსონაჟში დადებითი დაენახვებინა, აღზრდის მეთოდებზე დაგაფიქრა, ადამიანობაზე საკუთარ თავთან გაკამათა. ემპათიის უნარი გაგიჩინა და ბოლოს გითხრა – ნუ მოკლავ ჯაფარასო. ჩიტს, რომელსაც მხოლოდ გალობა შეუძლია, არ უნდა შეეხოო.

როცა ოჯახში ვიღაც კვდება, მეზობლებს საჭმელები მოაქვთ. როცა ვინმე ავად ხდება – ყვავილები ან წვრილმანი საჩუქრები. ბუა ჩვენი მეზობელი იყო. მან ორი საპნის თოჯინა, ძეწკვზე დაკიდებული მწყობრიდან გამოსული საათი, ორი ჯადოსნური პენიანი და … სიცოცხლე გვაჩუქა. ოღონდ მეზობლები საჩუქარს საჩუქრით უპასუხებენ ხოლმე, ჩენ კი სანაცვლოდ არაფერი ჩაგვიდია  ფუღუროში

რედლი ბუაც დარჩა ხელშეუხებელი.

თავდასხმის სცენის ასე ბუნებრივად გადმოცემა, არსად მინახავს. თვალებგაფართოებული კითხულობ და, რაც მთავარია, ხედავ ყველაფერს. ტექსტის კულმინაცია ისე ცხადია, სული გეკვრება.  როცა ჭყიტა და ბუა სახლიდან გადიან, მაგ ეპიზოდს რა ვუწოდო არ ვიცი, მსგავსი ემოცია არც ერთ ტექსტის კითხვისას არ მქონია.

დავრჩი წიგნში.

7 Comments

Leave a Comment
  1. Evellinna / Jun 18 2015 12:44 pm

    dzalian , dzlaian momewona! :))))

  2. tenminutesolder / Jun 18 2015 1:16 pm

    ცხოვრების წიგნია, ცოტა ხნის წინ კიდევ თავიდან წავიკითხე და დღემდე ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნად რჩება ჩემთვის.

  3. Sophie Sunny Golden / Jun 18 2015 11:54 pm

    ამერიკული ლიტერატურა მარად და მარად!!!

  4. დაიჭირე წამი / Jun 19 2015 6:04 pm

    ჩემთვის ნომერ პირველი წიგნია❤ მახსოვს პირველად რომ წავიკითხე, ბოლო გვერდზე გადაშლისას ცრემლები ვეღარ შრვიკავე. სითბოთი და იმედით სავსე, ადამიანური და კეთილი წიგნია. ჰარპერ ლის ახალი წიგნის გამოსვლის ამბავი რომ გამიხარდა, მასე დიდი ხანია არაფერი გამხარებია. რომ ვკითხულობდი სულ ვამბობდი, დუმბაძისეული სითბო იღვრება ამ წიგნიდან თქო❤

  5. nanakochishvili / Jun 20 2015 2:03 pm

    Reblogged this on nanasoutlook.

  6. Dante / Jul 28 2015 8:06 pm

    ისეთი დახასიათება გაუკეთე აუცილებლად წავიკითხავ,❤

  7. kira / Aug 20 2016 8:21 pm

    ვფიქრობ ნამდვილად კარგი წიგნია. პირადად ჩემთვის ყველაზე ადამიანური (და სამწუხაროდ არა ქართული) მომენტი იყო როდესაც მისტერ ტეიტი (შერიფი) უდიდეს პერსონაჟს ატიკუს ფინჩს უხსნის ბობ იუველის სიკვდილის მიზეზს და ადამიანი რომელმაც ასედი დიდი ტრაგედია გადაიტანა სულ რაღაც ხუთი წუთის წინ პირველი რაც თავში მოსდის არის: “ამ ამბის მიჩქმალვას არ ვაპირებო” ეს არ არის ჩემი ცხოვრების წესიო. არავის ვათქმევინებ ფინჩმა ბლომად ფული ჩაყარა შვილის გამოსახსნელადო. შერიფი უმტკიცებს შენი შვილი უდანაშაულოაო ის კი აგრძელებს: “ეს ამბავი თუ მიიჩქმალა გამოვა რომ ხაზი გადავუსვი ყველაფერს,რაც ჯემისთვის მსურდა ჩამენერგაო. ამ სიუჟეტის კითხვის დრო ჩვენი ქართული ფილმი გამახსენდა “როცა აყვავდა ნუში”. როგორ იქცევა მამა, რომელმაც იცის თავისი შვილის დანაშაული. დიდი სიყვარული,სითბო და დადებითი ენერგეტიკა მოდის ამ წიგნის კითხვის დროს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: