Skip to content
June 24, 2015 / mkitxveli

ანდრეა პირლო – ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ

andrea pirloპირლო მიყვარს.  მილანისა და იტალიისთვის, პასებისთვის, ჯარიმებისთვის, გოლებისთვის, არაპომპეზურობისთვის, იმ სიმშვიდისთვის რაც მოედანზე მის გამოჩენას მოაქვს მაყურებლისთვის – ტვინი ცენტრშია და თამაში დალაგდება.

ალესანდრო ალჩატოს თანაავტორობით დაწერილ ამ წიგნში ფრაგმენტულად პირლოს ამბავს იგებ, უფრო სწორად პირლოს მოყოლილ ამბებს სხვა ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, პრეზიდენტებსა თუ კლუბებზე. ჰო კალამზე კიდევ. აი იმაზე, კონტრაქტებს რომ აწერენ.

მასზე ამბობენ, რომ პირლო ფეხბურთია და ის ყველას ფეხბურთელია. ნაკრებისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო. იმის გამოც, რომ რომელიმე კონკრეტულ კლუბთან კი არა, ზოგადად ფეხბურთთან ასოცირდება.

იღბლიანი ბიჭი ვარ. იშვიათი მარკის მაისური მაცვია. იმ გუნდისა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვქომაგობდი – ამას იტალიის ნაკრებზე ამბობს და ისე ყვება, თუ არ შეგიყვარდება იტალიის ნაკრები, პატივისცემის გრძნობა მაინც გექნება.

ავტობიოგრაფიული წიგნების მთავარი ინტრიგა იმ ამბებში შეხედვაა, რაც გარეთ არ ჩანს, იმ კითხვებზე პასუხის გაცემაა, რაც მაყურებლებმა ვერ გაიგეს და დიდი მითქმა – მოთქმა მოჰყვა. მაგალითად, არსებობდა თუ არა ხელმოსაწერად კონტრაქტი, რომლითაც პირლო “რეალში” გადადიოდა. რა ხდებოდა 2006 წელს იმ დროს როცა პირლო მსოფლიო ჩემპიონი გახდა? ყველა უბრალოდ გიპასუხებთ “2006 წლის 9 ივლისს, ბერლინში ჯერ მეძინა, მერეფლეისთეიშენივითამაშე. საღამოს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ.

იმავე მუნდიალზე დანიელე დე როსის წითელი ბარათი გახსოვთ?  პირლო ყვება როგორ მუქარის წერილებს იღებდა დე როსი და როგორ დაუდგა გუნდი გვერდით. მერე კი სამაგიერო გვერდში დგომა მოითხოვა 2014 წლისთვის.

ყოველთვის, როცა ერთმანეთს ვხვდებით ვეუბნები: “დერო, 2014 წლის ბრაზილიის შემდეგ ნაკრებიდან მივდივარ. მინდა ის ფინალი ერთად ვითამაშოთ. სამწუხაროა რომ სანდრინო ჩემთან ერთად ვერ იქნება. ის ausfahrt-იდან გავიდა“.

სანდრინო ნესტა 2006 წელს გაუშვეს ausfahrt-ში.

თანამედროვე იტალიურ ფეხბურთში ორი ადამიანია ვინც თითქმის ერთნაირ დონეზე დგას – პაოლო მალდინი და ალესანდრო დელ პიერო. პირველი “მილანელია”, მეორე “იუვენტუსელი”. პირლომ ორივესთან ერთად ითამაშა. მე სამივეს თამაშებს ვუყურებდი.

მალდინი ჩემი მაგალითი იყო. კომპასი, რომელიც გზას მიჩვენებს. არავითარი კარდინალური წერტილები, მხოლოდ ქულები, მაღალი ქულები კლასიფიკაციაში“.

ორივე დაუფასებლად გაუშვა კლუბმა.

“[დელ პიერო] სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ეს აგიჟებდა. მისთვის ბურთის წართმევა სიკვდილს ნიშნავდა. მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ უვახშმია, ვარჯიშის შემდეგ თეთრ და შავ ზოლებიან პიჟამას იცვამდა და მაშინვე წვებოდა, თუმცა ზურგზე უკვე აღარ ეწერა ნომერი ათი“.

და მერე ის ტრაგიკული 2005 წლის ამბავი, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალიში პირველი ტაიმის 3:0 მოგების შემდეგ თამაში რომ წააგეს.

ამ თამაშს აღარასოდეს ვუყურებ უკვე ვითამაშემილიონჯერ, ერთხელ ცოცხლად, დანარჩენი კი წარმოსახვით, იმ პასუხების საპოვნელად, რომელიც შეიძლება არც არსებობს. “

ბოლოს დამცველების დაუფასებლობაზეც წერს:

მე რომ კლუბის პრეზიდენტი ვიყო, არასოდეს დავაყენებდი ვარსკვლავებს თავდასხმაში და ნაკლებად ძლიერებს დაცვაში. ეს მხოლოდ ქომაგის მოსატყუებელი ფუჭ რეკლამაა

კიდევ ბევრი რამეა შიგნით ინძაგისა და ჯილარდინოს ცრურწმენებით დაწყებული, გატუზოს “ჩაქრობით” გაგრძელებული და მატრის იპოქონდრიკობით დამთავრებული.

 

7 Comments

Leave a Comment
  1. გელა / Jun 27 2015 8:39 pm

    რა კარგია, რომ პირველ კომენტარს მე ვწერ. იმიტომ რომ, იტალიის ნაკრების თავგადაკლული ფანი ვარ ადრეული ასაკიდან(საკლუბო ცოტა სხვა რამეა). პირლო რომ ძალიან მაგარია, ეს არ არის სადაო. ერთს ვიტყვი მხოლოდ რომ თვით ლიონელ მესი საჯარიმო დარტყმებს პირლოსაგან სწავლობდა(თვითონ უწერია ინტერვიუში). როგორც ადამიანიც კარგი ჩანს და პატრიოტიცაა . რაც შეეხება ლეგენდებს, იტალიელთაგან რობერტო ბაჯო მიმაჩნია 1 ნომრად. ნესტა, მალდინი, კანავარო, ბუფონი, დელ პიერო, უფრო ადრეული ვიალი— აი ეს არის ლეგენდა იტალიური ფეხბურთის( ინძაგი პირადად მე არ მიმაჩნია ამათი დონის ფეხბურთელად). ნატა მიკვირს , რომ ფეხბურთი ასე გიყვარს (მაინც კაცური სპორტია). ძალიან საინტერესო იქნება მაგ წიგნის წაკითხვა (ჩემთვის ორმაგად–იტალიელია). ის რაც გიწერია , რომ ცენტრალური ნახევარმცველი არის გუნდის თავი და შემოქმედი სავსებით სწორია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩამშლელ ნახევარმცველებს და აქ კი იტალიელი ჯენარო გატუზო საუკეთესო იყო უდავოდ. ასევე ძალიან მაგრები იყვნენ ძამბროტა და ფრანგი მაკელელე, მაგრამ რაკი ფეხბურთში სილამაზე უფრო მოსაწონია, ასეთი ფეხბურთელები ჩრდილში არიან. მე წიგნის შესახებ არაფერი მითქვამს, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ რომ არ დამეწერა ჩემი მოსაზრება არ შემეძლო p.s. ჩემთვის საუკეთესოები= 1-მესი, 2-რონალდო(ბრაზილიელი) 3-ბაჯო/

  2. გელა / Jul 11 2015 8:28 am

    ნატა ეხლა შევედი მაგ ბლოგზე და მომეწონა. ჯერ ის გამიკვირდა უპატრონოდ მიგდებულიო წერ, დავიჯერო მკითხველი არ ჰყავს, ჩვენთან ხომ უმეტესობა ფეხბურთის მოყვარულია (უდიდესი უმრავლესობა) და ნუთუ მაგ ბლოგს არ სწყალობენ??! მინდოდა ჩემი აზრიც გამომეთქვა, მაგრამ იქ ვერ დავწერე პასუხი, მგონი არ აქვს კომენტარის ადგილი (ან ჩემი უცოდინრობით, ვერ მივაგენი), არაუშავს აქ დავწერ. რა გვიდა ყატარში?– 100 პროცენტით გათანხმები , რომ არც ყატარში და არც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარდება ისე, როგორც ინგლისში ან იტალიაში. რუსეთმა ოლიმპიადა როგორ ჩაატარა ეგეც ვნახეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაც მოხდა მოსკოვში ალბათ გახსოვს (პენალტების დროს ტერის ფეხი გაუსრიალდა უვარგის მოედანზე და ყველაფერი გაფუჭდა) როდესაც ამხელა ქვეყანას ერთი სტადიონიც კი არ გაქვს სუპერ კლასის, იქ მოთხოვნაც კი უნამუსობაა. ეს ერთი მხრივ და მეორე და უმთავრესი , სად ყატარი, ან გინდაც რუსეთი და სად საფეხბურთო ზეიმი?! ნატა შენ ევროპას ემხრობი (სამართლიანად) , მაგრამ მე სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მომხრეც ვარ. ნახე როგორ ჩაატარა კოპა ამერიკა კოლუმბიამ, იმის მიუხედავად რაც იმ ქვეყანაში ხდება. ეხლა კი ჩემი აზრი , თუ რატომ ტარდება ასეთ ქვეყნებში. დღევანდელი ფიფა, თუ უეფა მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ, ის რომ ფეხბურთს დიდი ფულით და ტოტალიატორებით კლავენ ნათელია. ბლატერი და ფიფას სხვა მაღალჩინოსნები ფულის შოვნით არიან დაკავებული და ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსეთმაც და ყატარმაც ეს ტურნირები იყიდეს.
    ეხლა მეორე თემას მინდა შევეხო –ვინ თამაშობს ტოტალიზატორში? — ნახევარი საქართველო მაინც და ამაში ფეხბურთის სიყვარული არაფერ შუაშია. ჯერ ის რომ ადამიანი აზარტულია და მეორეც ჩვენთან ნორმალური სამუშაო და კარგი ხელფასები არ არის, ხოდა აგერაა ტოტალიზატორი. ნატა ამ თემაზე ერთ-ერთ ჟურნალში სტატიებსაც კი ვწერდი ადრე. გაყიდული თამაშებისა 6-7 წლის წინ კიდევ არ მჯეროდა ბოლომდე , მაგრამ რაც ეხლა ხდება უკვე მარაზმია. იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ და როცა იტალიის სკანდალი ატყდა და იუვე სერია ა-დან გააგდეს, საფრანგეთში, თურქეთში, ბელგიაში, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამოვლიდა იგივე, თუნდაც რეინჯერსის გაძევება შოტლანდიაში (მგონი მას მერე შოტლანდიის ჩემპიონატს აღარავინ არ უყურებს) და რა ვიცი, ქართველებიც არ ჩამოვრჩით (ჩვენ ჩემპიონატზე თუ ვინმე თამაშობდა რას ვიფიქრებდი) ამით ფეხბურთი კვდება, თუ უკვე არ მოკლეს. და ეს ყველაფერი მგონი იმანაც გამოიწვია, რომ ფეხბურთელებს ასტრონომიულ ხელფასებს აძლევენ და სტადიონიდან და ტელეტრანსლაციებიდან შემოსული თანხა აღარ არის საკმარისი. უბრალოდ ვიტყვი, რიგითმა ადამიანმა, რომ მოატყუოს სხვა ადამიანი და ფული დასტყუოს ციხეში გაუშვებენ, მაგრამ თუ ფეხბურთელმა ძალით წააგო მატჩი და ამით მილიონი იშოვა და რათქმაუნდა ასობით ადამიანი აზარალა, მხოლოდ დროებით მოკვეთავენ ფეხბურთიდან ან რაღაც ამგვარად დასჯიან, რატომ? თუ ფეხბურთელს ეცოდინება , რომ ამის გამო ციხეში წავა, ხომ მოიკლებს გაყიდული თამაშები, ხომ წესით უდა აწყობდეთ ფიფასა და უეფაში , მაგრამ პირიქით ხდება და ყველა თამაშს ეჭვის თვალით ვუყურებ, რაც თუ ასე გაგრძელდა დაასამარებს ფეხბურთს.
    კიდევ ერთი თემა –პაოლო მალდინი!!! აბსოლიტურად გეთანხმები, უდიდესი მცველი ისტორიაში( რა გაუმართლა კალაძეს , ვარსკვლავთ კრებულში თამაშობდა) ადამიანიც საოცრად დადებითი. ზოგიერთი ვარსკვლავისაგან განსხვავებით, რომლებიც კლუბებს ფეხსაცმელებივით იცვლიდნენ, პაოლო ბოლომდე მილანისტად დარჩა(თუმცა სურვილის შემთხვევაში არცერთი კლუბი არ ეტყოდა უარს). პირადად მე მალდინისთან ერთად ნესტას დავასახელებდი, ვერ ვიტყვი რომელი უფრო მაგარია–ორივე უძლიერესი იყო. საუკეთესო მცველები ამათ გარდა -კანავარო, ლილიან ტიურამი, ლორან ბლანი, ფრანკ დე-ბური, რობერტო კარლოსი, ჯონ ტერი…

    • mkitxveli / Jul 11 2015 2:41 pm

      მე მივაგდე, ჰყავდა მკითხველი, თან ბევრი, უბრალოდ მე ვეღარ ვწერ🙂

  3. zaza / Nov 5 2015 10:09 pm

    tavidan bolomde sad aris ? ro wavikitxo ?

    • mkitxveli / Nov 9 2015 8:35 pm

      ამბავი წიგნშია, წიგნი მაღაზიაში

  4. Nine_Nine / Jun 6 2016 11:26 am

    srulad devs ?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: