Skip to content
July 18, 2015 / მკითხველი

ერიხ მარია რემარკი – დასავლეთის ფრონტი უცვლელია

remarkiროცა საკუთარ ქვეყანაში ომი ნანახი გაქვს და შენ გარშემო ყველა თაობამ იცის რას გრძნობებს იწვევს ფრაზა “ომი დაიწყო”, ძნელია სხვისი ომი, მით უმეტეს წინა საუკუნეში მომხდარი ამბები იმავე ემოციას იწვევდეს, რასაც სხვა ქვეყნებში ან თუნდაც იმავე ეპოქაში გამოიწვევდა. ფრონტის შემზარავ ამბებს რომ კითხულობ, ფიქრობ, მერე რა, ჩვენთანაც ასე ხდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ იაზრებ, რომ ომი ომია და საერთოდ არაფერი შეცვლილა საუკუნეების განმავლობაში. ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ და ისევ არ იციან, რატომ. მთავარი ტრაგედია სწორედ ეს არის.

“დასავლეთის ფრონტი უცვლელია” მეორე მსოფლიო ომზეა. გერმანელებიც ჩვეულებრივი ბიჭებია არიან. ისე, როგორც სხვა ომში, აქაც ხოცავენ და იხოცებიან. არც ერთმა იცის რატომ. შესვენებებზე იმაზე მსჯელობენ, მთავრობები რომ არა, ჩვენ რატომ მოვკლავდით ვინმეს, ან მაგალითად, ფრანგ მეწაღეს რატომ გაუჩნდებოდა ჩვენი დახოცვის სურვილიო.

“არავის უნდოდა ომი და უცებ ფაქტი ჩვენ წინაშე დადგა. ჩვენ არ გვინდოდა ომი. სხვებიც ასე ფიქრობენ და მიუხედავად ამისა, ნახევარი მსოფლიო ომში ჩაება”

“ერთადერთმა ბრძანებამ ისინი ჩვენს მტრებად აქცია. ასეთივე ბრძანება იკმარებს, რათა ისინი ჩვენს მეგობრებად იქცნენ. სადღაც, რომელიღაც მაგიდაზე ჩვენთვის სავსებით უცხო ადამიანებმა რომელიღაც საბუთს ხელი მოაწერეს და ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების უდიდეს საგნად ქცეულა ისეთი საქციელი, რომელიც სხვა დროს მთელი ქვეყნის რისხვასა და კიცხვას გამოიწვევდა.”

რემარკის ამ ნაწარმოების დიდი მითქმა მოთქმა გამოუწვევია მაშინდელ საზოგადოებაში. იმ დროს ომის შესახებ დაწერილ წიგნებში ძირითადად გმირ მებრძოლებზე კეთდებოდა აქცენტი. რემარკი კიდევ ადგა და დაწერა ომი სისულელეაო. არც ერთი გამორჩეული გენერალ-კაპიტან-ლეიტენანტი ამ წიგნში არ არის. რიგითი ჯარისკაცების ამბავია, ფრონტზე რომ იბრძვიან. აი ისინი, 18 წლისები ღრმად მოხუცები რომ ხდებიან უცებ.

“ჩვენ სიჭაბუკე გაგვეცალა. ჩვენ აღარ გვენატრება ქვეყანაზე იერიშების მიტანა. ჩვენ გაქცეულები ვართ. ჩენ საკუთარ “მეს” გავექეცით. ჩვენ საკუთარ ცხოვრებას გავემიჯნეთ. ჩვენ სულ რაღაც 18 წლისანი ვიყავით და მხოლოდ ვიწყებდით ცხოვრების შეყვარებას. მერე სროლას მიგვაჩვიეს. პირველი ყუმბარა ჩვენს გულებს დაენარცხა. ჩვენ მოქმედების, წინსვლისა და ნდომის სურვილები შეგვიკვეცეს. ჩვენ უკვე ეს ამბები აღარ გვწამს; ჩვენ გვწამს მხოლოდ ომი”.

პაული მთავარი პერსონაჟია, რომელიც პირველ პირში ჰყვება ამბავს. ერთხელაც შვებულებაში გაუშვებ სახლში. იქ ჩასული უკვე ცხადად აცნობიერებს, რომ ადამიანებთან კონტაქტი საერთოდ აღარ უნდა და არც იცის რაზე ელაპარაკოს.

ჩვენ გრძნობადაკარგულ მიცვალებულებად ვიქეცით, ოღონდ ეს არის ამ მიცვალებულებს რაღაც ჯადოსნური ძალის შემწეობით, კიდევ შეუძლიათ სირბილი და კაცის კვლა

ემოციადაკარგული ადამიანები საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. სანატრელ სიტყვად ექცათ “ზავი”. თუმცა ისიც არ იციან ომი რომ დასრულება მერე რა უნდა აკეთონ. ადამიანის კვლის გარდა არავინ არაფერი იცის. არადა ერთი კლასიდან შვიდი ბიჭი იბრძვის ერთად. როცა არ ისვრიან საჭმლის მოსაპოვებლად იბრძვიან და იმ ცოტა დროში შუაში რომ გამოუჩნდებათ, ლაპარაკობენ მომავალზე, რომელსაც ვერც ერთი ვერ ხედავს და სრული უიმედობა პირველიდან ბოლო გვერდამდე მახინჯი ლანდივით დაგსდევს,

პირველ მსოფლიო ომს მეორე მოჰყვა, მერე ქვეყნებმა ცალკ-ცალკე ათეულობით ბრძოლა გამართეს. არც არაფერი შეცვლილა. იქ, ზემოთ ისევ აწერენ ხელს რაღაც ბრძანებებს და ადამიანებს ერთმანეთის ხოცვას აიძულებენ.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”.

Advertisements

2 Comments

Leave a Comment
  1. freeblogjournalist / Jul 19 2015 12:42 am

    არ ვიცი ოდესმე იქნება თუ არა რაიმე ამ ნაწარმოებზე მეტად რთული წარმოსადგენი, გასააზრებელი და აღსაქმელი! პაულისა და დედის გამომშვიდობებაზე მედმტად ემოციური და სულისშემძვრელი მონაკვწთი…
    ან რა შეიძლება იყოს
    სანგარში მარტო დარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული ჯარისკაცის ფიქრებზე მეტი…

  2. გელა / Apr 3 2019 5:02 pm

    ამ ბოლო ხანს რემარკის თითქმის ყველაფერი წავიკითხე ( მწერალი ძალიან რომ მომეწონება, ვცდილობ მისი დაწერილი ბევრი წავიკითხო). სამი მეგობარი“-„ტრიუმფალური თაღი“-„სიცოცხლის ნაპერწკალი“ -„ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“-„ლისაბონის ღამე“- ყველა მომეწონა, ზოგი ადრე მქოდა წაკითხული და წლები რომ გადის სხვა რამეებს უფრო აქცევ ყურადღებას ნაწარმოებში-ეს ასეა. თინეიჯერობის ასაკში ნამდვილად არ წავიკითხავდი რეი ბრედბერის-ბაბუაწვერას ღვინოს, თუმცა ეხლა ვფიქრობ რომ გენიალურია. მე პირადად ყველაზე მეტად „სიცოცხლის ნაპერწკალი“-მომეწონა. ერთი რომ ამდენი წელი ასეთ პირობებში იმყოფებოდე საკონცენტრაციო ბანაკში, იბრძოდე სიცოცლის გადასარჩენად და არ დაკარგო ადამიანური სახე, ეს ურთულესი რამაა და მეორე- რა ხდებოდა გერმანულ ბანაკებში, როდესაც ადამიანს აძლევ ძალაუფლებას, ხედავ როგორ იცვლება ის და აქ არ ვლაპარაკობთ აფრიკის რომელიმე ჩამორჩენილ ქვეყანაზე, არამედ იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ნაციაზე! რა ვქნა ეს ადამიანური საკითხები უფრო დიდ ინტერესს იწვევს ჩემში, ვიდრე სასიყვარულო სამკუთხედები ან ამის მსგავსი (ამიტომ მიმაჩნია დოსტოევსკი საუკეთესო მწერლად). კაცი რომ დედის სიყვარულის გამო თავის სახელში (ერიხ რემარკი) დედის სახელს დაამატებს (მარია) უდა მივხვდეთ რომ დიდი გრძობების ადამიანია და როცა ასეთი კაცი თან გენიალურად წერს, ნამდვილად უნდა წაიკითხო.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: