Skip to content
August 8, 2015 / mkitxveli

მალალა იუსაფზაი – მე ვარ მალალა

მალალაქრისტინა ლემთან ერთად

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ავღანეთის, პაკისტანის და იქ თალიბების ქმედებებზე წიგნები მხოლოდ იმიტომ უნდა წაიკითხო, თვითშეფასება აგიმაღლდეს და თქვა, რომ კარგია საქართველოში ცხოვრება. იქაურ სიტუაციას რეალურად ვერ აღვიქვამ და ასე მგონია პარალელური სამყაროა იქ. ვერაფრით ვხვდები და ვერც ვერასდროს გავიგებ, რატომ ხოცავს ხალხი ერთმანეთს და პირველყოფილ ცხოვრებაში ბრუნდებიან, მაშინ, როცა მსოფლიოს მეორე ნაწილი წლიდან წლამდე პროგრესირებს და სხვა ცივილიზაციას ქმნის. ადამიანი ხომ ყველგან ადამიანია.

ამ წიგნში ტექსტი არა, ამბავია მთავარი. 14 წლის გოგოს ისტორია, რომელსაც ტერორისტმა თავში ტყვია ესროლა, მაგრამ გადარჩა.

მალალა პაკისტანში განათლებისთვის იბრძოდა. პაკისტანის ისტორიის შესახებაც ამ წიგნით გავიგე. სულ ტყუილად ვბრაზდები ხოლმე ვინმე უცხოელმა საქართველოს შესახებ არაფერი რომ არ იცის, აფხაზეთი და ოსეთი კი არც გაუგია, ასე არ გამეგო მეც სვატი. ადგილი, სადაც მალალა დაიბადა და მამასთან ერთად განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ზრუნვა დაიწყო.

მამა მნიშვნელოვანი ფიგურაა. როდესაც მედიას ინტერვიუები სჭირდებოდა, ვერავინ ბედავდა საუბარს. მალალას მამა კი სხვანაირად ფიქრობდა. “შენ ბავშვი ხარ და ხმის ამოღების უფლება გაქვს”. მამის მხარდაჭერით სულ უფრო თამამ განცხადებებს აკეთებდა და პოლიტიკოსობაზე ოცნება დაიწყო. პირველი პრემია რომ ჩაურიცხეს, კარადა და საწოლი შეიძინა, დედას კი კბილების პროთეზი უყიდა.

ღარიბულ ოჯახში ცხოვრობდა, ისეთში, მშობიარობის ფულიც რომ არ ჰქონდათ და მალალაც სახლში დაიბადა. სამაგიეროდ 13 წლის ასაკში ქვეყნის მეთაურებს ხვდებოდა უკვე. ეს ის დროა გოგოებისთვის სწავლა რომ აიკრძალა და თალიბანი ცალკე ხოცავდა ადამიანებს და სხვები პოლიტიკურ თამაშებს ეწირებოდნენ.

ამბავია ჩამთრევი, თორემ ტექსტს მხატვრული ღირებულება არ აქვს. უკეთესად დაწერილი ბიოგრაფიებიც წამიკითხავს. ემოცია აკლია. ენციკლოპედიური ენაა და ტექსტიდან დისტანცირებულს გტოვებს. თუმცა თვითონ მალალა ასაკთან შედარებით იმდენად არაბუნებრივად აზროვნებს და აყალიბებს აზრებს, ტექსტის ცოტა ხელოვნურობა ამის გამო იყოს გამოწვეული.

პირველად მალალა ამ ვიდეოთი გავიცანი. ემოციის გარეშე დღემდე ვერ ვუყურებ. ოპერაციის შემდეგ ის ვეღარ იღიმის ისე, როგორც ადრე, სამაგიეროდ უფრო ძლიერია. ის მალალაა.

One Comment

Leave a Comment
  1. Sophie Golden / Nov 27 2015 11:33 am

    ეს წიგნი ჩემთვის ასოცირდება შენს სოფისთან, რომელსაც მოუყევი ამ გოგოზე და მერე მისი რეაქცია, ბავშვი რომ გაიზრდება, მერეც ხომ ვერ ითამაშებს, თუ არ ისწავლაო. ამაზე კარგი კომენტარი არავის უთქვამს, როგორც შენს ჭკვიან გოგოს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: