Skip to content
August 31, 2015 / mkitxveli

მიშელ უელბეკი – კუნძულის შესაძლებლობა

კუნძულის შესაძლებლობა165-ე გვერდზე კითხვა შევწყვიტე.

აქედან 17 საათი ვიმგზავრე 5 საათიანი ლოდინით, იქიდან 23 საათი მოვდიოდი და ერთ აეროპორტში 8 საათი ვიყურყუტე, მე კიდევ მხოლოდ 165 გვერდი წავიკითხე.

არადა, უელბეკი მიყვარდა. მის “ლანსაროტეზეც” კი არ გავბრაზებულვარ. მაგრამ ამაზე ძალიან გავმწარდი. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ანოტაციაში ეწერა თვითონ საუკეთესო რომანად მიიჩნევსო, მე კიდევ თავი და ბოლო ვერ გავუგე. იმ გათახსირებულ კაცს რაღაც არსებებს რომ ელაპარაკებოდა, რა უნდოდა, ვერ მივხვდი.

165-ე გვერდზეც კი სულ ცოტა ინტერესი არ გამიჩნდა. შიგადაშიგ კი შემხვდა ადგილები რომ ჩავკეცე იმის იმედით, ბოლოში გასული გადავიკითხავ-მეთქი

“სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, ყველაზე მეტად რომ სწორედ თავისუფლების მოწინააღმდეგეებს სჭირდებათ თავისუფლება ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე”.

დანარჩენები ახლა უკვე ცოტა არ იყოს უაზრობად მეჩვენება. მაგალითად ეს ” ორი ადამიანის მარტოობა სხვა არაფერია, თუ არა ნებაყოფლობითი ჯოჯოხეთი”. რომ ჩაუღრმავდე სისულელე გამოდის. მაგრამ სანამ უელვბეკის ხიბლი მიგყვება, ფრთიან ფრაზებში გაგყავს.

ალბათ, ერთ ვერსიაზე ფიქრობთ ახლა – მე ვერ გავუგე უელბეკს. იყოს ასე.

ბოლოს იქნებ საინტერესოა  – ამ იმედით წიგნების კითხვა მეზარება უკვე. პენაკის მჯერა, როცა კითხვა არ გსიამოვნებს, უნდა შეწყვიტო. უელბეკზე რას ვიფიქრებდი. კარგი იქნებოდა ბოლოს “რუკა და ტერიტორიით” დამმახსოვრებოდა.

ჩარჩა ჩემი სანიშნედ გამოყენებული boarding pass-ი 165-ე გვერდზე.

6 Comments

Leave a Comment
  1. LA MAGA DE RAYUELA / Sep 1 2015 6:29 am

    მე ახლა ვკითხულობ და ჯერჯერობით მომწონს…
    ვნახოთ.

  2. ex13tentialist / Sep 1 2015 6:27 pm

    მგონი ეს ბლოგი ჩემია და არ ვიცი :დ

  3. ninigelika / Nov 23 2015 9:42 am

    მგონი მართლა ვე გაიგე სამწუხაროდ :Х

    • Sophie Golden / Nov 27 2015 11:32 am

      ჰო ალბათ, უელბეკის დიად ტვინს რა ჩაწვდებოდა, my feet😛

      ნატა, შენ კიდევ დაანებე გეხვეწები ამ გათახსირებული კაცების წიგნების კითხვას თავი, დღეს მხოლოდ ამაზე ვწერ კომენტარებს, დავიღალე :ლოლ:

  4. lado / Jul 4 2016 3:25 pm

    იმედგაცრუებული დავრჩი ავტორის უმწეობით და გაკვირვებული, როგორ შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს ეს წიგნი და არ მოეწონოს.

  5. LA MAGA DE RAYUELA / Dec 10 2016 11:30 am

    რა უცნაურია შენნაირი მკითხველისგან ამის მოსმენა :))
    ვეთანხმები თავად უელბეკს და ვფიქრობ, ამაზე კარგი ჯერ არაფერი დაუწერია მიშელს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: