Skip to content
September 22, 2015 / mkitxveli

თრუმენ კეპოუტი – ხელის აუკანკალებლად

book_5554544559fdaTruman Capote – In Cold Blood

თრუმენი რატომ არის ან ხელის აუკანკალებლად, არ ვიცი

ისეთი წიგნი წაგიკითხვთ პირველ გვერდზე რომ უკვე იცი ოთხი ადამიანი უნდა მოკლან, მთელი ასი გვერდი არ კვდებიან და შენც ფიქრობ ე, ბიჭო დასახოცი დროზე დაიხოცოსო? მე პირველად წავიკითხე. თან დასაწყისიდანვე იცი ვინ უნდა მოკლას. ერთადერთი ინტრიგა ისღა რჩება, მოტივი გაიგო, თან მით უფრო ანოტაციაში წერია, კეპოუტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებიაო.

ამბავი პარალელურად ვითარდება – რა ხდებოდა ვიდრე მოკლავდნენ და როგორ ემზადებიან მკვლელობისთვის. ისეთ დეტალებშია მოყოლილი მკვლელობის წინა დღე, ას გვერდს აჭარბებს. მხოლოდ იმის იმედით უნდა გააგრძელო კითხვა რომ რამე დამაინტრიგებელი მოხდება, ისეთი, სხვის ტექსტებში რომ არ გინახავს. აი დახოცავენ, მკვლელებსაც იპოვიან, მიზეზი ისეთი ბანალური გამოდგება, მეტი არ შეიძლება.

ამის მერე იგებ რეალურ არსსაც. მიხვდე რატომ შეიძლება დახოცოს ხალხი ადამიანმა ისე, რომ არც კი იდარდოს. არის თუ არა ეს შეურაცხადობა? შეიძლება ნორმალური ფსიქიკის იყოს ტიპი, რომელიც წინასწარგანზრახვით ამოხოცავს ოჯახის წევრებს და სრულიად გულგრილი რჩება მომხდარის მიმართ? რა ტიპის ტრავმებმა შეიძლება გამოიწვიოს მომავალში ასეთი ცივსისხლიანობა?

ბოლოს საკითხი ასე ისმევა და ავტორიც ცდილობს მრავალ პლანზე გაგიშალოს ფიქრი და იურიდიული ადამიანების დამნაშავეა/უდანაშაულოა კატეგორიების იქით წაგიყვანოს.

დიდი ხანია მჯერა, რომ ადამიანები დამნაშავეებად არ იბადებიან. ბევრი ფაქტორი განაპირობებს ჩამოყალიბებას, ის კი აღარ ვიცი უკვე ფსიქიკადამახინჯებულ ადამიანს შველის თუ არა რამე.

One Comment

Leave a Comment
  1. Sophie Golden / Nov 27 2015 11:30 am

    ამ კაცის, ანუ კეპოუტი, მე კაპოტეს ვეძახი :დ , რაღაც მოთხრობები მაქვს წაკითხული ახალგაზრდობაში, როცა აშკარად ინგლისურის სწავლას ვიწყებდი თუ საერთოდ ვერ შთამბეჭდავდა… ჰმ, კიდევ გადავიკითხო? მეორე ცხოვრებაში შეიძლება :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: