Skip to content
October 3, 2015 / mkitxveli

ჯოის კეროლ ოუტსი – შავი წყალი

outsiეძღვნება ყველა კელის

ყველა კელის, რომელიც მოკლეს

ყველა კელის, რომელიც მოკლეს არამხოლოდ ფიზიკურად

ყველა კელის, რომელიც მიატოვეს

ყველა კელის, რომელსაც ილუზიები დაუმსხვრიეს

სენატორს კელი მოეწონა, კელი მასთან შედარებით პატარა გოგო იყო, სენატორი გავლენიანი და 50-ს გადაცილებული. კელი აღფრთოვანდა, რადგან სწორედ ის გამოარჩია სენატორმა, დახვეწილი მანერები ქონდა, იცოდა ხალხის მოხიბვლა, კელისნაირის მითუმეტეს.

ყოველთვის მეზიზღებოდნენ ასეთი კაცები. ყველაზე გალანტურები რომ ჩანან, აღფრთოვანებულებს რომ ტოვებენ ხალხს, ყველგან სადაც მივლენ. არ შეიძლება ყველასთან ურთიერთობა გსიამოვნებდეს, ყალბია. სიყალბე კიდევ ყველაზე მეტად მძულს. სენატორმაც მიატოვა, ფეხი ჰკრა კელის, გაიქცა, ჭაობში ჩავარდნილი დატოვა და არც სხვა გამოუძახებია დასახმარებლად.

კელის კიდევ სულ ეგონა მოვიდოდა, მაშინაც სჯეროდა, როცა შავი წყლით აივსო. არ შეიძლებოდა ასეთ კარგს, გულისხმიერსა და დახვეწილს, იქ გაჭედილი მიეტოვებინა.

შარლ დე გოლის ერთი ცინიკური აფორიზმი […]  „პოლიტიკოსს არასდროს სჯერა იმიას, რასაც ამბობს, და ამიტომ ძალიან უკვირს, როცა სხვებს სჯერა მისი.

სენატორისთვის კარიერა მნიშვნელოვანია, კელის ეს არ გახსენებია.

რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ასე მოხდა. ჩაპაკვიდიკის კუნძულზე სენატორმა ტედ კენედიმ მერი ჯუ კოპეჩნე მთელი 9 საათი მიატოვა და მშვიადად წავიდა სასრუმროში.

შენ გიყვარს შენი ცხოვრება, რადგან სხვა ცხოვრება არ გაქვს. შენ გიყვარს შენი ცხოვრება, რადგან ამერიკელი გოგო ხარ. შენ გჯერა, რომ ეს გზა თვითონ აირჩიე

პირველივე გვერდზე იცი, რომ კელი კვდება. ყოველ გვერდზე იცი. უბრალოდ ოუტსი ისე წერს, ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს, რეალური ირეალური, აწყმო, წარსული ერთმანეთში კი ირევა, მაგრამ შენ არ გერევა. ისევე როგორც არ გერევა მთავარი იდეა.

ოუტსი ამ მოთხრობით პულიცერის პრემიის ფინალისტი გახდა.

6 Comments

Leave a Comment
  1. Augusto Perez / Oct 5 2015 10:35 am

    დამაინტერესე. აუცილებლად წავიკითხავ. ვაპირებდი ადრე შეძენას, მაგრამ სათაურმა არაფერი მითხრა და მეც გადავდე. როგორც ჩანს, ამ მომენტს ველოდი😉

    • Sophie Golden / Nov 27 2015 11:27 am

      Augusto, შენი საყვარელი სათაური მაინც რომელია? :პ

  2. Sophie Golden / Nov 27 2015 11:22 am

    მე კიდევ საერთოდ ასეთი ტიპის კაცები მეზიზღებიან, 50 წელს რომ გადასცილდნენ და ახალგაზრდა გოგოებს ეარშიყებიან, ის შტერებიც დასდევენ და ბოლოს უკვირთ, რატომო.

    ზუსტად, ნატკ. ამაზე კარგად ვერავინ იტყოდა: “არ შეიძლება ყველასთან ურთიერთობა გსიამოვნებდეს, ყალბი”.

    რა თქმა უნდა, ცოდოა კელი და ყველაფერი, მაგრამ კარგი რა, კარგი რა!!! ნერვები მეშლება ცხოვრებაში ასეთ სიტუაციებზე.
    წიგნი რომ არ წამიკითხავს, მეტყობა, ვიცი.

    • Sophie Golden / Nov 27 2015 11:23 am

      პ.ს. ამის გამო მარკესიც შემძულდა, გეუბნები, სულ ახალგაზრდა ბოზებს რომ დასდევს და “სიყვარული ქოლერის დროს”, საერთოდ, ფუ, მოზარდი გოგო და ბებერი კაცი რომ ჰყავს ერთად. ძირს ამორალური ხალხი!!!

    • Sophie Golden / Nov 27 2015 11:25 am

      პ.ს.2. ვიცი, “განათლებული ხელოვნებათმცოდნეები” მეტყვიან, რომ ეს ყველაფერი რეალური ცხოვრებაა და ასევე დიადი ხელოვნება, ანუ ბულშითოლოგია ჩემს ენაზე, მაგრამ ყველა მწერალი, ვისაც ამაზე დაუწერია და სიამოვნება მიუღია, მაგარი საცემია, ისე რომ საერთოდ დაავიწყდეს ყველაფერი ქვეყანაზე, ნაბოკოვის თამადობით!!! ღრრრ!!!

    • mkitxveli / Nov 27 2015 2:02 pm

      როგორ მაკლია შენი აღშფოთებები😀

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: