Skip to content
November 23, 2015 / mkitxveli

ალბერ კამიუ – შავი ჭირი

კამიუ შავი ჭირიშავი ჭირი ფაშიზმიაო.

რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ ბოროტებას, შავი ჭირი ბოროტებაა, თან გადამდები. ისინიც კი არ არიან დაცულები, ვინც მათ მკურნალობს.

ერთ პატარა ქალაქში ჯერ ვირთხები იხოცებიან, მერე ადამიანები. ზოგი ბრძოლას გადაწყვეტს, ზოგი გაქცევას და მერე მიხვდება, რომ ამ სიტუაციაში წასვლა არ შეუძლია.

“ჭირს ყველა თავის თავში დაატარებს იმიტომ, რომ ქვეყნად არავინ, დიახ არავინაა მისგან დაზღვეული; მუდამ თვალი უნდა გეჭიროს საკუთარ თავზე, რათა შემთხვევით სახეში არ შეასუნთქო სხვას და ინფექცია არ გადასდო, რამეთუ მიკრობი ბუნებრივი რამაა. სხვა დანარჩენი – ჯანმრთელობა და, თუ გნებავთ, სიწმინდეც – ეს ნებისყოფის ნაყოფია, ნებისყოფისა, თავის დღეში რომ არ უნდა მოდუნდეს. ნამუსიანი კაცი, არავის რომ არ გადასდებს ინფექციას ისაა, ვინც წამითაც არ მისცემს თავს მოდუნების უფლებას.მეხსიერება ჯერ კიდევ ჰქონდათ მაგრამ წარმოსახვის უნარი აღარ შერჩენოდათ”.

ამ წიგნზე იმდენი კარგი რეცენზია დაიწერა, სურვილიც კი არ მაქვს, ტექსტის ანალიზი ვცადო. ჩემთვის ვიფიქრე ბევრ რამეზე.

აი თუნდაც იმაზე, რომ რამდენჯერმე მქონია შეგრძნება, როცა ვხედავ ჩემ გარშემო ადამიანებს ერთი სენი შეეყრებათ. ეს მაინცადამაინც ავადმყოფობა არ არის. მაგალითად ერთი გატაცება აქვთ, ან ერთი კონკრეტული თეზაა მხოლოდ მისაღები. ვდგავარ და ვუყურებ როგორ ემონება ამ ერთ იდეას ყველა და გაუცნობიერებლად როგორ იმეორებენ. “სიკვდილიც” ანუ ამ სენით დაავადებაც ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, აღარავინ განიცდის, თითქოს ასეც უნდა იყოს. ცვდება გრძნობები და ემოციები.

ან კიდევ ის თუ როგორ ეგუებიან ადამიანები მდგომარეობას. მოირგებ როლს, რომ შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, ეს ჭირი შენ უნდა ზიდო, ამიტომაც არანაირი სურვილი აღარ გიჩნდება ბრძოლის. ისე ბუნებრივად და თავისთავად ხდება ამ როლში გადასვლა, ვერც ამჩნევ.

არ დავკვირვებივარ, როგორ იქცევიან ადამიანები, როცა იციან, რომ მალე მოკვდებიან. კამიუს კი, როგორც ჩანს, ბევრი უფიქრია. ზოგი დეპრესიაში ვარდება, ზოგი ებრძვის ზოგი პირიქით, ფიქრობს, რომ დასაკარგი მაინც აღარაფერი აქვს და კომპლექსებისგან თავისუფლდება. ეს ის მდგომარეობაა, როცა ფიქრობ, რადგან სხვებთანაც მივიდა ჭირი, მოვა შენთანაც.

კიდევ ერთი ამბავია – ღმერთი და მისი როლი პრობლემის მოგვარებაში. როდის და როგორ მიმართავენ ხოლმე ადამიანები, რას მიაწერენ და როგორ ცდილობენ მისთვის ყველაფრის გადაბრალებას. ეს კი ისე ხშირად მინახავს, წიგნი თუ არა, პოსტი მაინც გამომივიდოდა.

შავმა ჭირმა ყველას წაართვა სიყვარულისა და თვით მეგობრობის ძალა, რადგან სიყვარულს ცოტა მომავალი სჭირდება, ჩვენ კი წუთებიღა შეგვრჩენოდა სასიცოცხლოდ.

იცით ამბავი რა არის? შავ ჭირით დაავადებული ადამიანების მკურნალ ექიმს, ჭირთან მებრძოლ კაცს რომ არ გადაედება დაავადება.

2 Comments

Leave a Comment
  1. tsivioqtomberi / Nov 24 2015 12:10 am

    გუშინ დავიწყე,მჩვევია ახლადდაწყებულზე მიტოვება,მაგრამ აღარ ვაპირებ

  2. Sophie Golden / Nov 27 2015 11:28 am

    ექიმებს განსაკუთრებული იმუნიტეტი უმუშავდებათ ჯერ კიდეც სტუდენტობის პერიოდიდან, სხვათა შორის, ერთი ექიმისგან ვიცი, ამიტომაც უიშვიათესად, რომ მათ ძალიან სერიოზული დაავადებაც კი გადაედოთ. მეცნიერება დიადი რამეა, დიადი!!!

    ჰაჰა! დღეს რომ კომენტარებს გიჟივით ვტოვებ, არ გიკვირს? :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: