Skip to content
November 25, 2015 / mkitxveli

სვეტლანა ალექსიევიჩი – ჩერნობილის ლოცვა

სვეტლანა ალექსიევიჩი - ჩერნობილის ლოცვაბავშვები რომ სიკვდილობანას თამაშობენ, საერთოდ რომ იციან რა არის სიკვდილი, უნახავთ როგორ კვდებიან ადამიანები, საკუთარ კლასში თავს რომ იხრჩობს იმიტომ, რომ ექიმებმა სირბილი აუკრძალეს, ის კიდევ საუკეთესო ფეხბურთელი იყო სკოლაში. “მოვკვდებით და მეცნიერებად ვიქცევით”, გარდაცვლილებიც რომ საშიშები არიან, ანათებენ და ასხივებენ.

ჩერნობილელებზე ვყვები. ადამიანებზე, ომში (თუ უფრო უარესში) რომ იყვნენ და არ იცოდნენ.

“არ ისმის, არ ჩანს, არც სუნი აქვს და არც ფერი – ფიზიკურად და ფსიქიკურად კი  ვიცვლებით, იცვლება სისხლის ფორმულა, იცვლება გენეტიკური კოდი, იცვლება პეიზაჟი”

ომში იცი, რომ ადამიანები იხოცებიან, აფეთქებენ, ისვრიან და იცი, რომ ასე ხდება, მაგრამ თაობები იზრდებიან. რეაქტორის აფეთქების შემდეგაც იხოცებიან ადამიანები, საყოველთაო მობილიზებაა, ჯარისკაცები დადიან, ასახლებენ ოჯახებს, მაგრამ არ იციან, რომ ომში არიან. არც ის იციან, რომ კიდევ თაობები დაიხოცებიან ოღონდ ნელა და ტანჯვით. ადამიანებს არაფერი უთხრეს, სპეცტანსაცმელიც კი არ დაურიგეს. პანიკა არ უნდა გამოწვეულიყო და სისტმას ჩრდილი არ უნდა მისდგომოდა. “ტრაგედიის გადაღება არ შეიძლებოდა, გმირობებს იღებენ”.

ზეპირი თხრობა ჰქვია წერის ამ სტილს, რაც “ჩერნობიილს ლოცვაშია” გამოყენებული. იცი, რომ ყველაფერი ნამდვილია და ამიტომ უფრო განიცდი. ამ ჟანრის ტექსტებში უსაგნო დეტალების ჩასმის დიდი ცდუნებაა ხოლმე.  აქ კიდევ ზედმეტი არაფერია. თან ისე შეკრული, ისე კარგად დაწერილი, აწყობილი. რამდნიმე კვირაა ძილის წინ თითო ისტორიას ვკითხულობდი. ერთდროულად ბევრის წაკითხვა “რადიაციას” გამოიწვევს. პირველ თავშივე ფაქტობრივად სასიკვდილო დოზას იღებ.

მეხანძრე და მისი გოგო. ბიჭი რომ ასხივებდა და ის მაინც თან რომ გაჰყვა, იქამდე ედგა თავზე, სანამ მისი ხორცი ძვალს არ დაშორდა. ეს ისეა მოყოლილი… ბოლო გვერდამდე არც ერთ ეპიზოდში ემოციური მდგომარეობა არ მსუბუქდება.

ის ბიჭი კიდევ ცოლმა მიატოვა. საერთოდაც სულ ერთი იყო სად წაიყვანდნენ. არც უფიქრია, რომ მსოფლიო მნიშველობის ომში იყო. “ადამიანი ვერასდროს წვდება დიდ მოვლენებს, ის ყოველთვის სადღაც შორსაა.”

და მაინც სისტემა. ამ ადამიანური  ისტორიებით სრულად ჩანს, ვის რა ბრალი მიუძღვის მთელ ამ ამბავში. თან რეალური ისტორიაა და თან არარეალური. არსებობს და – არც. 1986 წლის 26 აპრილს მსოფლიო რეალობა შეიცვალა. 1 მაისს კი საზეიმო აღლუმი ჩატარდა.

“ჩერნობილი – ეს რუსული მენტალობის კატასტროფაა. მხოლოდ რეაქტორი კი არა, მთელი ღირებულებათა სისტემა აფეთქდა… ტექნოლოიური დისციპლინა ჩვენი ხალხისთვის ძალადობის, ტყვეობის, ბორკილების ნაწილია, ხალხი სტიქიურია და თავისუფალი. თავისუფლებაზე კი არა თავაშვებულობაზე ოცნებობს. მათთვის დისციპლინა რეპრესიული ინსტრუმენტია. რაღაც განსაკუთრებული ნამდვილად არის ჩვენს უმეცრებაში”.

ამაზე საშინელი ამბავი რა წამიკითხავს, ვერ ვიხსენებ. იმაზე ვფიქრობ, როგორ დაიტია სვეტლანა ალექსიევიჩმა ამდენი ამბავი, რაც წიგნშია და რაც არ მოხვდა კიდევ რამდენი იქნებოდა. 20 წელი ვწერდიო. მთელი 20 წელი ამ ისტორიებით ცხოვრება…

კიევში ანნამ მითხრა, ჩერნობილში წაგიყვანო. ეპილოგამდე ვფიქრობდი, რომ მინდოდა, ახლა აღარ ვიცი.

One Comment

Leave a Comment
  1. Sophie Golden / Nov 27 2015 11:14 am

    სისტემაზე საშინელი არაფერია, ადამიანების მაგივრად ან საზარბაზნე ხორცს ხედავს, ან მარტივ სტატისტიკას.

    ოღონდ ყველა სისტემას თავისი მეთოდები აქვს. ტოტალიტარულს უხეში სივერაგე და კაპიტალისტურს – ვითომ დემოკრატიაზე დაყრდნობილი.

    ამ თემაზე გამახსენდა, ადრე რაღაც სტატია უნდა დამეწერა გერმანელ სპორტსმენ ქალებზე, გავყევი ისტორიას და საშინელ ისტორიას გავეცანი.
    გერმანიის მოცურავე ქალთა გუნდი თითქმის 10 წლის მანძილზე მსოფლიოში დაუძლეველი იყო (ეს სადღაც 80-იან წლებში) და ვერავინ ხვდებოდა, რა იყო ასეთი საიდუმლო, რომ სუპერსპორტსმენი ამერიკა-რუსეთიც ვერ უტოლდებოდა.
    გავიდა წლები და იმ გუნდიდან თითქმის 90% ქალებისა ან კიბოთი დაავადდა, ან მასობრივი უშვილობის პრობლემები გაუჩნდათ. უკვე კედელი დანგრეული იყო, როცა გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ პოლიტიკურ დონეზე, გუნდის მწვრთნელი და ექიმი ამ ქალებს ისეთ “ვიტამინებს” ასმევდა, რომლებშიც დიდი დოზით იყო მამაკაცების ჰორმონები, რამაც საერთოდ აურ-დაურია მათი ორგანიზმი. წარმატება მისცა სპორტში, მაგრამ წაართვა სიცოცხლის გაგრძელების საშუალება.
    მიზეზი? იმდროინდელ სოციალისტურ აღმოსავლეთ გერმანიას სურდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ყველაზე ძლიერები იყვნენ :’/

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: