Skip to content
December 13, 2015 / mkitxveli

აკა მორჩილაძე – ჩრდილი გზაზე

shop_product_image_1736ისტორიული რომანი მხოლოდ ის არ არის, ფაქტებს რომ გიყვება და პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებებს ქრონოლოგიურად აღწერს, არამედ ისიც, საზოგადოების დამახასიათებელი პატარ-პატარა ნიუანსების ანალიზით რომ გაჩვენებს იქაურ ყოფას. აკაზე უკეთესად ვინმეს დაეწეროს მეოცე საუკუნის საქართველოზე, მე არ ვიცი. მთელი საზოგადოება ჩანს თავისი ძელეცებით, ინტელიგენტებით, ატნაშენიებით, გაგებითა და უბნებით. ოფიციალურად დოკუმენტურ პროზად იწოდება. ჩემთვის ისტორიაცაა, დოკუმენტალისტიკაც და მხატვრულობაც.

ამ წიგნში “ჩრდილში მყოფი” საქართველოა ნაჩვენები. ის, რაც ისტორიის ფურცლებს მიღმა დარჩა.

ფეოდალიზმი ვერ დამარცხდა. ის ჩარჩა ცხოვრების უამრავ, ერთი შეხედვით მარტივ სისტემაში.

კითხვისას ვხვდები რა მწირია ჩემი ლექსიკა მასთან შედარებით. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რამდენიმე დღე იფიქრა, თავში დაალაგა, მერე დაჯდა და თავაუღებლად დაწერა, თავისუფლად, ბუნებრივად, აზრგაუწყვეტლად. ისეთი ნიუანსები აქვს დაჭერილი, ისეთ ანალიზსს აკეთებს და ისე გადადის თემიდან თემამდე, ვერ წყდები.

წარსული მარად ცოცხალია საქართველოში… არა მხოლოდ როგორც სამომავლო გაბრწყინება, არამედ როგორც ძალიან ხილული და საჭირო ხელსაწყოც. ის ასევე ცოცხალია, როგორც დღევანდელობისთვის აუცილებელი გარემო. ქართველი სამყაროსთან წარსულით ურთიერთობს.

ისიც მივხვდი, რატომ უხდიან ერთმანეთს ტრანსპორტში ადამიანები, ან სუფრიდან სუფრაზე სასმლის თუ საკვების გადაგზავნა რას ნიშნავს, ან ეს გაგება რა არის, ანდა, როგორ ჩამოყალიბდა ვერა-ვაკის საზოგადოება და ზღვარი სად გადის ამ ორ უბანს შორის. ისიც ამოვხსენი, როგორ გახდა თბილისი ურთიერთობა. რა როლი ჰქონდა ჯერ არსენას და მერე დათა თუთაშხიას და ვის დასჭირდა მისი გამოყენება, აბა მე რა ვიცოდი. საბჭოთა კავშირში პატიოსანი კაცი რანაირი იყო, სად წავიკითხავდი. აკამ კიდევ დაალაგა.

ხელოვნების საერთაშორისო აღიარებაც კი თავისებურად აღიქმებოდა – მაგალითად, სუხიშვილების წარმატება “ადამიანებს არწმუნებდა არა იმაში, რომ ყოველი კულტურა უნიკალურია, არამედ იმაში, რომ ეს სწორედ ჩვენი კულტურაა ასეთი და იმის უძლიერესი და საინტერესო არაფერი არსებობს.” დღესაც ასეა.

“არსებობდა ოფიციალური კარგი და ცუდი, ოფიციალური მორალი. არსებობდა ადამიანური კარგი და ცუდი, ადამინური მორალი და არსებობდა სამოქმედო, ასე რომ ვთქვათ, საცხოვრებელი კარგი და ცუდი ანუ სამოქმედო მორალი”

ეს სამი მორალი ერთად როგორ თანაცხოვრობდა ახლა მიკვირს, მაგრამ იმ დროის საქართველოში სრულიად ბუნებრივი რამ ყოფილა. ჩრდილის საქართველოს სხვანი მართავდნენ და იმ მეორეს სხვანი.

წიგნი 90-იან წლებამდე საქართველოს ეხება. 90-დან დღემდე კიდევ სხვა მოსაყოლი ამბავია, იმდენი რამ მოხდა, რამაც ჩვენი საზოგადოების ქცევა განსაზღვრა. მანამდე პერიოდში ჩამოყალიბებული ქცევებიც ბევრი გამოგვყოლია.

არ გინდათ კლასგარეშე ლიტერატურად შეიტანოთ “ჩრდილი გზაზე”?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: