Skip to content
January 15, 2016 / mkitxveli

ჯონ ფაულზი – კოლექციონერი

faulziპირველი ნაწილი სიყვარულზეა, უცნაურზე, ახირებულზე, მაგრამ მაინც. ყველაფერი სიყვარულის სახელით ხდება. მეორე ნაწილი სიძულვილზეა, ისეთ სიძულვილზე, პირველი ნაწილზე აზრს იცვლი და ფიქრობ, რომ რეალურად სიძულვილი იყო ისიც. მესამე ნაწილი სიბოროტეზეა, რამაც ეს სიძულვილიც გადაფარა და პირველ ნაწილში სიყვარულად დასახელებული ამბავიც.

საერთო ჯამში წიგნი იმ გზებზეა, რომელიც ბუნებრივად არ გადაიკვეთება და თუ ხელოვნურად მოხდება ეს, რომელიმე (ან ორივე) გაქრება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ ექნებათ ბუნებრივი ურთიერთობა განსხვავებული ღირებულებების, აღქმის და პრიორიტეტების გამო, რაც არ უნდა მოინდომო მასთან დაახლოვება, ეს ურთიერთობა ორგანული ვერ გახდება. ჰო კიდევ, ადამიანს თუ ფული და ბევრი თავისუფალი დრო აქვს, სახიფათოაო.

სინამდვილეში რა ხდება – ბიჭი არარეალიზებულია, ცხოვრებაში თავისი ადგილი ვერ უპოვია, ათასი კომპლექსი აწუხებს. მოსწონს გოგო, რომელიც სულ სხვა წრეს ეკუთვნის. ერთხელაც ფულს მოიგებს და გადაწყვეტს, რომ ახლა შეუძლია მიუახლოვდეს. კოლექციონერია, პეპლებს აგროვებს. მირანდაც პეპელაა მისთვის, წაიყვანს და გამოკეტავს.

“მე მისი კოლექციის ერთერთი ეგზემპლარი ვარ და ვეზიზღები, როცა თავის დაღწევას ვცდილობ”

ამ ორი ადამიანის სამყარო სრულიად განსხვავდება. ეს სხვდასხვა პოლუსი მათ ნაწერებშიც ცხადად ჩანს. მირანდასნაირი გოგოს გამოკეტვა სიკვდილია უკვე – სოციალურად აქტიური ტიპია, აზროვნებს, აქვს მიზანი, პრინციპები, ღირებულებები და სჯერა, რომ წვეთი ზღვას უტოლდება.  კლეგის სამყარო ისეთი მწირია, ოთხ კედელში რომ იჯდეს, არაფერი იცვლება. აქვს რაღაც აკვიტება და როდესაც ხელმისაწვდომი გახდა მისთვის, იქ დამთავრდა მთელი აზრი მისი ცხოვრებისა. მირანდას დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაანახა ვერაფერი ვერაფრის მიღმა.

“ერთადერთი რამ, რასაც მართლა მნიშვნელობა აქვს, ის არის, რომ შენი იდეალების შესაბამისად ცხოვრობდე, თუ რა თქმა უნდა, ეს იდეალები საკუთარი კეთილდღეობის მოწყობით არ შემოიფარგლება.”

მირანდას სიცოცხლე უნდა. გადააფასებს რაღაცეებს, აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში ჯ.პ. უყვარს, რომ რეალურად ცხოვრებაში ინდივიდუალური ადამიანები ქმნიან სამყაროს, რომ ბედნიერება და სიმდიდრეა მათთან ურთიერთობა, რომ იზრდები შენც, როცა ადამიანს შეუძლია ერთი საგნის უკან მეორის დანახვა, რომ სულიერი სამყარო ყველაზე დიდი ღირებულებაა და კიდევ ბევრი რომ.. მაგრამ წიგნი დასრულდა.

სტივენ კინგის მიზერი თუ წაგიკითხავს, შეუძლებელია, ანალოგები არ გაგიჩნდეს და ცოტა არ იყოს, უინტერესოც კი გახდეს, მაგრამ რეალურად ეს წიგნი ბევრად ადრე დაიწერა და იმ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობაც ჰქონდა.

2 Comments

Leave a Comment
  1. მარიამი / Jan 20 2016 6:49 pm

    მე რაღაცნაირად “სუნამოს” მივამსგავსე :)) წიგნი კარგია. მომეწონა. უბრალოდ დასრულების მერე რამდენიმე დღე შოკირებული დავდიოდი.

  2. Nine_Nine / Jun 6 2016 11:27 am

    srulad devs ??? dzaan kaia

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: