Skip to content
February 9, 2016 / mkitxveli

აკა მორჩილაძე – ქართულის რვეულები

აკა მორჩილაძე - ქართულის რვეულებირაც “ქართულის რვეულები” დავამთავრე, სულ მასზე ვლაპარაკობ. ვიდრე დავამთავრებდი მაშინაც ფრაგმენტ ფრაგმენტ ვყვებოდი. სულ ასე ვარ, რაღაც რომ  მიხარია, მწყინს აუცილებლად უნდა ვთქვა. წიგნებზე კიდევ თუ მომეწონა ზომა-წონას ვერ ვიგებ და გაბმულად ვუყვები მეგობრებს, მინდა ისინიც გაბედნიერდნენ. ვლაპარაკობ-მეთქი და წერით კი ვერაფერი დავწერე.

აკა ისე წერს, ნაცოდვილარია ჩემი ტექსტი მასთან შედარებით. ჰო, “ქართულის რვეულებზე” ვლაპარაკობ. XIX საუკუნის ისტორიაა, ქართული ამბებია ვაჭართა ქალაქიდან ხალხის ქალაქად გადაქცევის და ბოლოს რუსების შემოსვლით დამთავრებული. “შემოვიდნენ რუსებიიი…” ბოლო თავია.

მანამდე ილია და აკაკია, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვაჟა ფშაველა, ქართული თეატრი, ოპერა, გაზეთები, ფიროსმანი, აჯანყებები, რევოლუციები თავისი ყველა ქართული ნიუანსით – უთავბოლობით, დაუგეგმავობით, სხვადასხვანაირი ტრადიციებით, ეპოქას ვერმორგებით და კიდევ ბევრი რამით, ახლა რომ აღარ მახსენდება.

თბილისში რომ დავდივარ “ქართულის რვეულებიდან” ვიყურები. აქ ოპერა იყო, რომელიც დაიწვა. ეს მაშინ გარეუბანი იყო, ახლა კიდევ ცენტრის ცენტრია. ეს ბანკი თურმე ადრეც ბანკი ყოფილა. ეტყობა, აქ ააფეთქეს და მოიპარეს ის დიდძალი ფული. უი, ალბათ, ესაა ციციანოვის აღმართი. ღმერთო, ჩემს სახლთან ზუსტად ისევეა ქუჩები, როგორც მაშინ იყო, ვორონცოვის ძეგლი აღარ დგას. აი, თურმე როგორ აშენებულა ნახალოვკა. აბა, “ტილიპუჭურას” დუქანი სადღა იყო? ვაცეცებ თვალებს. კარგია რომ წიგნს ფოტოები ახლავს.

“ჩრდილი გზაზე” მეორე ტომივითაა. ისე მეოცე საუკუნეზეა. მე უკუღმა წავიკითხე. განსხვავებულია, თან ერთნაირიად კარგად საკითხავი.

აკას ენა, ლექსიკა, აზრის გადმოცემის უნარი, სულ რომ აღმაფრთოვანებს ისეთია.

“იყო ომი, რომელმაც წაშალა რუკიდან დამოუკიდებელი საქართველო. ჯერ ხეირიანად არც იყო დატანილი რუკაზე და ეგრევე წაშალა”.

კარგი რამეა.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: