Skip to content
May 28, 2016 / mkitxveli

ფრანც კაფკა – პროცესი

პროცესიკაცმა არ იცის, რისთვის ასამართლებენ იოზეფ კ-ს. ფაქტია, მივიდნენ და უთხრეს ბრალდებული ხარო. ეს კიდევ დადის და ცდილობს გაარკვიოს, რა დააშავა. არც არავინ აწუხებს, ცხოვრება აერია, მეტი არაფერი. პროცესია. სასამართლო პროცესი კი არა, მთელი წიგნია პროცესი.

ჩვენთანაც ხომ ხშირად ხდება დადიხარ დადიხარ კაბინეტიდან კაბინეტში, უწყებიდან უწყებაში, არკვევ რაღაცას და ვერ გაგირკვევია. აბსურდულობაზეა, არარსებული პრობლემის გადაწყვეტაზე მსჯელობაში დახარჯულ დროზეა, აი ისეთ რამეზე, რატომ აკეთებ, რომ ვერ ხვდები. იმაზეც, რომ გადანაშაულებენ და არ იცი, რა ჩაიდინე.

პროცესი გრძელდება და როგორც ამას კანცელარიებს შორის განუწყვეტელი გადაგზავნა-გადმოგზავნა მოითხოვს, დოკუმენტაცია იგზავნება უფრო მაღალ სასამართლოში, საიდანაც კვლავ უბრუნდება უფრო დაბალ სასამართლოს და ასე მოძრაობს აქეთ-იქით ქანქარასავით ხან მეტ-ნაკლები გაქანებით, ხანაც მეტ-ნაკლები შეყოვნებით.

კ.-სთან ერთად იტანჯები შენც. ყველა რაღაცას აკეთებს, რაღაც ავალია, ოღონდ არ იცის მიზანი, რისთვის აკეთებს. ყველა ამ აბსურდშია ჩართული და ერთნაირად მონაწილეობს. აბსურდს საასმართლო ჰქვია აქვს. სინამდვილეში კრებითი სახელია მტანჯველების, ვისაც მოუნდება ხოლმე ერთი ქვა მოგაწიონ. წიგნის კითხვისას შენც ბრაზდები, რა საჭიროა ეს აქეთ-იქით სიარული და წამება, რა სისულელეში ხარჯავს დროს და აკლებს სამსახურს, იფუჭებს ნერვებს. მერე ცოტა ხანს ფიქრდები და გახსენდება, შენც რამდენჯერ გივლია ასე წინ და უკან ან რამდენ სისულელეზე მოგისმენია განხილვა სამეგობროში კი არა ხელისუფლების პირველი პირებისგანაც კი.

ეჭვმიტანილისთვის მოძრაობა სიმშვიდეზე უკეთესია, რადგან როცა მშვიდად ხარ, შეიძლება, ვერ გრძნობდე, რომ სასწორზე აღმოჩნდი და მთელი შენი ცხოვრებიანად სადაცაა აგწონიან.

ასე გწონის საზოგადოება თუ შემთხვევით თვალში მოხვდი და რაღაცა მანქანებით ბრალი დაგდეს. ისე გადაგისვამენ ხაზს და გადაგიწყვეტენ ცხოვრებას, აზრზე ვერ მოასწრებ მოსვლას. მშვიდად არ იქნები და მაინც გაწამებენ თავის მართლებით.

აბსურდულობით ტანჯვა კონკრეტული მიზნის გამო ტანჯვასთან შედარებით უარესია იმით, რომ ვერ ხვდები, რატომ აკეთებ ამას. მიზანი როცა გაქვს, არჩევანიც გაქვს ან გინდა ამ მიზნის მიღწევა ან – არა, სხვა შემთხვევაში გარემოებები გაიძულებენ ისე იტანჯო, ვერც მიხვდე, რისთვის გიღირდა. აბსოლუტური არარაობა ხარ, როდესაც შენს ტანჯვას არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

აბსურდულობით გატანჯული შენც კ.-სავით ბოლოს იტყვი – ძაღლივით დამკლეს!

 

 

7 Comments

Leave a Comment
  1. Augusto Perez / May 29 2016 8:02 am

    მიყვარს “პროცესი”

  2. ოჩოპინტრე / May 29 2016 5:47 pm

    ^_^ მადლობა რეცენზიისთვის. გავაზიარებ ოჩოს გვერდზე

  3. tamitumi / Jun 12 2016 3:41 pm

    მიყვარს კაფკა და მიყვარს პროცესი❤

  4. Sophie Golden / Jun 22 2016 10:48 am

    მართლა რა ტანჯვა წიგნია ეს “პროცესი”. იმ პერიოდში წავიკითხე, პირველ კურსზე ჭილაია რომ “გვიყრიდა” ხოლმე სხვადასხვა ავტორების სახელებს, წიგნებს, რომლებიც მანამდე არ მაინტერესებდა და მისი “ხათრით” წავიკითხე.
    არ არის კაფკა ჩემი. მეცოდება თვითონაც და მისი გმირებიც. ალბათ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ძალიან შორსაა ჩემგან და არც ადრე იყო ძალიან ახლოს, ასე მგონია ადამიანები ხშირად თავისი ნებით იტანჯავენ თავს…
    მომენატრე, “ღშფოთვა” მინდა.

    • ოჩო პინტრე / Jun 23 2016 6:30 am

      ჩემი პატარა, სუბიექტური და ოჩოპინტრული რჩევა იქნება, ნურასოდეს წაიკითხავ წიგნს “ვინმეს ხათრით”🙂
      რომ დაიწყებ წაკითხვას, უნდა იგრძნო, რომ ეს ურთიერთობა შედგა. ზოგჯერ უბრალოდ ის წიგნი იმ დროს არ ემთხვევა და ძალადობრივი და ძალდატანებით წაკითხვით სამომავლო სიახლოვის შანსსაც სპობ🙂

      რამდენიმე წიგნი ყოფილა, დავიწყე, ვერ წავიდა წყალივით, გადავდე.
      მერე ხელახლა, რაღაც დროის შემდეგ. ისევ გადავდე.
      ერთ დღესაც დავიწყე და ისეთ სწორ დროს და სწორ განწყობას დაემთხვა, იდეალური ურთიერთობა აგვეწყო🙂

      ზოგი წიგნისთვის შესაბამის და შესაფერის დროს აგერ უკვე 15 და მეტი წელია ველოდები

  5. გელა / Jul 18 2016 3:35 pm

    ვერ წავიკითხე ბოლომდე, არ მომეწონა, კი შინაარსი გასაგებია, მაგრამ წერის სტილი აქვს რაღაცნაერი. არ მიყვარს როცა რომელიმე მწერალი 600 გვერდს დაწერს და იმის თქმა რაც უნდოდა 30 გვერდზე დაეტეოდა. მაგალითისათვის სულ დოსტოევსკი მომყავს, ნახეთ სადმე მოსაწყენი და გაწელილი სიუძეტი, ვერ ნახავთ.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: