Skip to content
November 13, 2016 / mkitxveli

პოლ ოსტერი – ილუზიების წიგნი

%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98პოლ ოსტერის ერთი წიგნი მაინც თუ წაგიკითხავს, სულ უფრო მეტი მოლოდინი გაქვს მეორისგან – სიუჟეტი იმაზე დახმართული უნდა იყოს, ვიდრე პირველი იყო. უფრო სწორად, ერთდროულად რამდენიმე ამბავს უნდა გიყვებოდეს, ცოტა ტვინს იჭყლეტდე, დეტექტივივით კითხულობდე და ზუსტად იცოდე, რომ დასასრულს ვერ გამოიცნობ.

“ილუზიების წიგნში” ამ ყველაფერთან ერთად ბოლოს შეიძლება ისიც იფიქრო არამხოლოდ წიგნში, არამედ შენს ცხოვრებაშიც რამდენი რამ იყო ილუზია.

პროფესორი ზიმერია მთელ წიგნს ვინც ყვება, ავიაკატასტროფაში  ცოლისა და შვილების დაღუპვის მერე დეპრესიაში ჩავარდნილი ასოციალური ტიპი. დაზღვევამ მათი სიკვდილის შემდეგ დიდი რაოდენობით თანხა რომ გადაუხადა და უცებ გამდიდრებული უარეს სტრესში ჩავარდა. თუმცა, ეს არ არის მთავარი.

წიგნის სიუჟეტი უფრო სხვაგან ვითარდება, აი იქ, წიგნის წერას რომ იწყებს რეჟისორ ჰექტორ მანის შესახებ. კაცის, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა და მერე ცოცხალი აღმოჩნდება. მისი ისტორია ცალკე ამბავია, მანის ფილმების სიუჟეტები კიდევ სხვაა, ზიმერის თარგმანის ფრაგმენტებიდანაც არაერთი პასაჟი შემოდის. ყველაფერი ზიმერისა და ალმას შეხვედრით მთავრდება (ან შეიძლება იწყება). ალმას სულ 8 დღე იცნობდა და მან მისი მკვთრეთით აღდგენა მოახერხა – ზიმერი ცხოვრებას დაუბრუნდა.

სამყარო ილუზიაა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად ხელახლა აქვს გამოსაგონი

ალმა ისე უცებ შევიდა ზიმერის ცხოვრებაში და ისე მალე დატოვა, თითქოს არც არსებულა. ეპიგრაფებს როგორც წესი სულ ბოლოს ვკითხულობ ხოლმე, კარგად რომ მივხვდე მის აზრს. წიგნს შატობრაიანის ერთი ციტატა აქვს წამძღვარებული:

ადამიანი მხოლოდ ერთი ცხოვრებით როდი ცხოვრობს. მას ბევრი სიცოცხლე აქვს, ერთი რომ სრულდება, მეორე იწყება და მის უბედობათა თავი და თავიც ესაა.

ტყუილად კი არ მგონია ეპიგრაფი ხშირ შემთხვევაში კვანძს ხსნის-მეთქი.

ჰექტორ მანი რეჟისორი იყო, მუნჯი კინოს რეჟისორი. გაქრობიდან ბევრი წლის შემდეგ კიდევ გადაიღო რამდენიმე ფილმი, მათ შორის “მისტერ არავინ” და “მარტინ ფროსტის შინაგანი ცხოვრება”. სიკვდილის შემდეგ კი მისი ფილმები ისე დაწვეს, აუდიტორიისთვის არ უჩვენებიათ (ან შეიძლება სადღაც არის ეგზემპლარი). როგორ შეიძლება მივიდეს ადამიანი ამ გადაწყვეტილებამდე, ცალკე თემაა.

“არასოდეს ვყოფილვარ ასეთი დაბნეული, ასეთი მარტოსული და შეშინებული და მაინც – ასეთი ცოცხალი”

ჰექტორი მანის ცხოვრება ეგზისტენციალური მსჯელობებით სავსეა. აქამდე არც არასდროს მიფიქრია, როგორ შეიძლება დარჩე ცოცხალი და თავი დასაჯო ისე, თითქოს არსებობ და არც არსებობ.

“მე ერთი სასაცილო კაცი ვარ. უფალი ღმერთი ძალიან ხშირად გამხუმრებია”

ერთ ეპიზოდში ზიმერი შატობრაიანს ციტირებს “ადამიანი სრული ცხოვრებით ცხოვრებას ვერ დაიწყებს, თუკი მანამდე განგებამ კედელთან არ მიამწყვდია.” ყველა პერსონაჟი “მიმწყვედეული” იყო.

სამივე მთვარ პერსონაჟის – ზიმერის, ჰექტორისა და ალმას ისტორია სხვადასხვა მიმართულებით არის გაშლილი, განსხვავებული ცხოვრებისეული პრობლემები და ფიქრები შემოდის, თითქოს ცალკე არიან თავისთვის, მაგრამ სამივეს და შატობრაიანსაც სიკვდილი და ცხოვრების ილუზია აერთიანებთ.

ღმერთმა უწყის რა იყო ამ წიგნში გამონაგონი და რა რეალური ფაქტი, რას გაუგებ ოსტერს.

One Comment

Leave a Comment
  1. tazo kikvadze / Nov 14 2016 5:48 pm

    კარგი რამე ჩანს

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: