Skip to content
January 11, 2017 / mkitxveli

მარიო ვარგას ლიოსა – ვაცის ნადიმი

6336323823დიქტატორებზე ბევრი წამიკითხავს. ბევრი რა, ვინც კი ახლა გამახსენდა და რამე დაუწერიათ ყველაზე რაღაც ტექსტი მაინც მაქვს. მაინტერესებს ზოგადად ისტორიული ამბები. დოკუმენტური პროზა ძირთადად. ამ წიგნების უმეტესობა ან მთლიანად ისტორიულ ფაქტებზეა დაფუძნებული, ან მხატვრულია და გამონაგონი. ზოგი სულაც ზეპირი ისტორიებია. მოკლედ არ გვანან ლიოსას.

“ვაცის ნადიმი” სამი მიმართულებით ვითარება – 2 რეალურია და 1 გამონაგონი. ვაცი რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოა, დომინიკიელთა რესპუბლიკის დიქტატორი. სამი ამბავი ერთმანეთს ენაცვლება. იმ ორი რეალური ამბიდან ერთი აღწერს ტრუხილიოს მკვლელობის მომზადებას, მეორე თავად ვაცის ამბავს. მესამე ამბავი კი დიქტატორის ერთ-ერთი ახლო პირის შვილის ამბავია ოღონდ უკვე ტრუხილიოს მკვლელობის შემდეგ, როდესაც ის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ეს უკანასკნელი გამონაგონი ამბავია. ასე წავიკითხე ყოველ შემთხვევაში. შეთქმულების მონაწილეები კი ყველა ვიპოვე, ისტორიულ ფაქტებსაც გადავხედე და რაც ვნახე რეალურად ემთხვევა ყველაფერი.

ლიოსას ვაცი ჩვეულებრივი დიქტატორია, მართვის ისეთივე სტილით, როგორც სხვა მისნაირებს ჰქონდათ, თან რომ სჯეროდათ, მის გარეშე ქვეყანა დაიღუპებოდა. ადამიანური სისუსტეებიც აქვს (უნებლიე შარდვა აწუხებს კაცს, რომლის დანახვაზეც სხვებს იგივე ემართებათ) და ჩვეულებრივად სასტიკია. არც აშშ და მისი პრეზიდენტი კენედი ადარდებს, არც ევროპა და არც საერთაშორისო საზოგადოება. ხალხიც ისევე ბეჩავდება, როგორც სხვა ქვეყნებში.

სახელების დამახსოვრება განსაკუთრებით სახრეთ ამერიკულ ნაწარმოებებში მიჭირს. ლიოსას “ვაცის ნადიმი” ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის და ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ პერსონაჟები ერთმანეთში არ მერევა. 600 გვერდიან წიგნში იმდენი მოქმედი პირია, ისე გადადის ისტორიები დროსა და ერთმანეთში, რომ რთულია დამახსოვრება. რამდენიმე აბზაცის კითხვისას დანიელ პენაკის მცნებათაგან ერთერთი გამახსენდა და გადავახტი გულდამშვიდებით.

მთელი უცნაურობა იცი რაშია? პირველივე გვერდებიდან რომ იცი მთავარი გმირი კვდება, მაგრამ მაინც კითხულობ ამ 600 გვერდს და კითხვისთვის თავის დანებებაზე არც ფიქრობ. აღარ არის მონსტრი და როგორია სისტემა, იცვლება ერთი კაცის წასვლით თუ განაგრძობს მუშაობას? – ამ ინტრიგას ჩაჰყავხარ ბოლომდე.

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. Annie / Jan 12 2017 9:51 am

    თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ ძალიან დავინტერესდი ამ წიგნით ^_^ 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: