Skip to content
February 27, 2017 / mkitxveli

დენიელ კიზი – ბილი მილიგანის მრავალი გონება

mravali-goneba-500x500ფიზიკურად ერთი ბილია შინაგანად 24-ად დაშლილი. სხვადასხვანაირად იქცევი ცხოვრებაში, გაქვს უნარები, ემოციები. წარმოიდგინე, რომ სხვადასხვა ადამიანად დაიშალო და ეს უნარები და თვისებები განაწილდეს. ერთს კითხვა უყვარდეს, მეორე – ხატავდეს, მესამეში გადავიდეს მთელი აგრესია, მეოთხეში – ტკივილის ატანის უნარი და აშ. აი ასე იყო დაშლილი უილიამ (ბილი) მილიგანი. 26 წლის ბიჭი რომელიც რამდენიმე ადამიანის გაუპატიურებისთვის და ძარცვისთვის დააკავეს, მას კი საერთოდ არაფერი ახსოვდა.

ბილიში 24 პიროვნება სახლობდა:

  1. უილიამ სტენლი მილიგანი 26 წლის – მთავარი
  2. არტური 22 წლის – ინგლისელი
  3. რეიგენ ვადასკოვინიჩი 23 წლის – სიძულვილის მცველი
  4. ალენი 18 წლის – თაღლითი
  5. ტომი 16 წლის – გაქცევის ოსტატი
  6. დენი 14 წლის – შეშინებული
  7. დეივიდი 8 წლის – ტკივილის მიმღები
  8. ქრისტინი 3 წლის – კუთხის ბავშვი
  9. ქრისტოფერი 13 წლის – ქრისტინის ძმა
  10. ადალანა 19 წლის – ლესბოსელი
  11. ფილიპი 20 წლის – განგსტერი
  12. კევინი 20 წლის – დამგეგმავი
  13. უოლტერი 22 წლის – ავსტრალიელი
  14. ეიპრილი 19 წლის – ძუკნა
  15. სემუელი, 18 წლის – მოხეტიალე ებრაელი
  16. მარკი, 16 წლის  – მშრომელი
  17. სტივი, 21 წლის – მარადი თვითმარქვია
  18. ლი, 20 წლის – კომიკოსი
  19. ჯეისონი, 13 წლის – წნევის სარქველი
  20. რობერტი (ბობი), 17 წლის – მეოცნებე
  21. შონი, 4 წლის – ყრუ
  22. მარტინი, 19 წლის – სნობი
  23. ტიმოთი (ტიმი), 15 წლის – ჰომოსექსუალს გადაყარა, რომელმაც დააფრთხო, ამის შემდეგ ჩაიკეტა თავის სამყაროში.
  24. მასწავლებელი, 26 წლის – 23 ალტერ ეგოს ჯამი

ბილი მართლა არსებობდა. ეს ისტორიაც რეალურია. მისი ამბავი ფისიქიატრებისა და ფსიქოლოგების კვლევების საფუძველი გახდა. მრავლობითი აშლილობა  და მერე პიროვნებების გაერთიანება მათი გამოწვევა იყო.

კიზის მკითხველი კი სამედიცინო დეტალების გარდა თვითონ ბილიზე ვფიქრობ. აი იმ ბიჭზე, ძალადობის მსხვერპლი რომ იყო და იმდენად მგრძნობიარე რომ პიროვნებებად დაიშალა, რაც ერთგვარი რეაქცია იყო ამ ძალადობაზე. მერე, როცა უკვე პროგრესი შესამჩნევი იყო და გამთლიანება დაიწყო, როგორ შეუშალა ხელი საზოგადოებამ საბოლოოდ გამოჯანმრთელებაში.

%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98

ბილი მილიგანი 1984

კიზიმ კიდევ ალბათ რამდენი შრომა გაწია, ჯერ რომ დაახლოებოდა ამ ადამიანს, მერე რომ შეეკრიბა ამდენი არეულ-დარეული სხვადასხვა პირის ისტორია და ერთ ამბად წარმოეჩინა, ლოგიკური ჯაჭვი აეწყო. კიზი აქაც ისეთივე ადამიანურია როგორც ელჯერნონთან,

მისი ცხოვრება ბოლომდე აღწერილი არ არის, რადგან წიგნი 1981 წელს გამოიცა.  ბილი 1991 წელს გაათავისუფლეს ციხიდან სამედიცინო დასკვნის შემდეგ. ცხოვრობდა კალიფორნიაში. 2014 წელს გარდაიცვალა სიმსივნით 59 წლის ასაკში. მისი გამთლიანება ბოლომდე ვერ მოხერხდა. ამბობენ, რომ  მის შესახებ ფილმსაც გადაიღებენ, სადაც ბილის როლს ლეონარდო დი კაპრიო შეასრულებს.

Advertisements

3 Comments

Leave a Comment
  1. ჯიმი / Mar 26 2017 6:35 pm

    როოგორ მომწონს ❤ ოცნებად მქონდა ამ წიგნის წაკითხვა.. მოლოდინი გამიმართლა ❤ ❤

  2. ბოლომდე მქონდა ეჭვი, რომ ბილი მილიგანი აფერისტობდა პიროვნებების არსებობას. წიგნმაც ვერ გადამარწმუნა.

  3. mkitxveli / Apr 11 2017 3:30 pm

    მე არ ვფიქრობ ასე. მგონია რომ რეალურად სჭირდა ეგ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: