Skip to content
April 11, 2017 / mkitxveli

ჰანტერ ს. თომპსონი – ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში

ზაფრაამ ქინდლს ვერ მივეჩვიე და სადმე რომ მივდივარ, მაინც წიგნი მიმაქვს. იმ დღესაც რომ მოვათვალიერე წასაკითხი სულ 600-700 გვერდიანი ტექსტები დამრჩენოდა. მერე მომხვდა თვალში “ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში” უწვრილესი წიგნი. ჰოდა წავიღე.
წავიკითხე. არაფერი ემოცია. არც შინაარსით, არც წერის სტილით, დიდი არაფერი. მერე ფილმს ვუყურე იქნებ თარგმნის ბრალია მეთქი და რაღაცა მაინც დაინახა რეჟისორმა და ის აჩვენა. ისიც იდენტური. აბსოლუტურად იგივე. კომენტარები კი ჰქონდა კარგი და დავეჭვდი. შეიძლება მართლა კარგია და მე ვერ გავიგე, ან უაზროდ პრეტენზიული გავხდი. არ ვიცი.
მთელი ტექსტი იმაზეა, რომ ჟურნალისტს რბოლის გასაშუქებლად აგზავნიან. ის თავის იურისტთან ერთად ამრიკული ოცნების ასასრულებად მიდის. ნარკოტიკებით ბითურდება და რა სისულელეებს აკეთებენ, ეს არის პირველ პირში გადმოცემული. მერე შიგადაშიგ ავტორი ერთვება. თომპსონი გონზო ჟურნალისტიკის ფუძემდებელია, ეს ჟანრი სწორედ ავტორის თანამონაწილეობას გულისხმობს მოველენების სიმძაფრით გადმოსაცემად.
ცხადია მესმის ტექსტის იდეა – დაპირისპირება მეინსტრიმ კულტურასთან და ნარკოტიკები როგორც პროტესტის ფორმა, მაგრამ ფორმაზე რა ვთქვა, არ ვიცი. მე ვერ ვიკაიფე.  სახალისო საკითხავი ნამდვილად არის თავისი არანორმატიული ლექსიკით, უბრალოდ  ვეღარც ვიხალისე იმდენად ერთნაირია და არ ვითარდება. არც კულმინაცია აქვს და არც არანაირი ინტრიგა, თუ არ ჩავთვლით ერთდაერთ მიზანს, გაიგო რა ჯანდაბა დაემართება ამ ორს. არაფერიც არ ემართებათ, როგორც ჩავიდნენ, ისე ჩამოვიდნენ.
Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. rodo / Nov 9 2017 3:17 pm

    ზუსტად ასეთი განწყობა და აზრი დამიტოვა ამ წიგნმა, ამიტომ ბოლომდე ვერც წავიკითხე. ალბათ, თავისებური გემოვნების მკითხველი ჰყავს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: