Skip to content
May 27, 2017 / mkitxveli

დავით გაბუნია – დაშლა

დავით გაბუნია - დაშლაბოლოს პერსონაჟები და სიუჟეტი სრულად იშლება. არც თავშია მაინცადამაინც აწყობილი ყველაფერი, უბრალოდ ლოგიკურად მიდის ამბავიც და თხრობაც. უსაქმურობისგან აზრწართმეული ზურას მახათი მოპირდაპირე კორპუსში გეი ბიჭის თვალთვალი აღმოჩნდება. მასთან თანამდებობის პირი დადის.

თხრობას ზურა იწყებს და მისი გადმოსახედიდან ვითარდება ამბავი. მერე მისი ცოლი თინა აგრძელებს ამბავს და პირველ “დაშლას” მაშინ ხედავ. პარალელურად ორი ღალატის ამბავი მიდის, ერთი გეი წყვილია მეორე ჰეტერო და არც არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.

ყველა პერსონაჟი რაღაც მხრივ უარყოფითია, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი სიმართლე აქვს, რის გამოც გარკვეული თანაგრძნობაც გიჩნდება. აი ამ გაორებულ თუ გასასამებული გრძნობით ამთავრებ წიგნის კითხვას.

სიუჟეტთან ერთად წერის სტილი და ამბის გადმოცემის ტექნიკა არის ის, რაც მკითხველს ბოლომდე ძალიან სწრაფად ჩაიყვანს. მარტივად წერს, არაფერი გეზედმეტება, ყველა პასაჟი საჭიროა იმისთვის, რომ ზუსტად ის ემოცია, გქონდეს, რასაც ავტორი ელის (რას ელის ისე რა ვიცი). მოკლედ, ყველაფერის, რომ დარჩე წიგნში, თან გაბრაზდე ამ პერსონაჟებზე, ცოტა იმორალისტო, თითი დაუქნიო, შიგადაშიგ შეუკურთხო კიდეც,  მერე დაშლილი და ცოტა გაოგნებული დარჩე.

132 გვერდია წიგნი. თანამედროვე მკითხველისთვისაა. ერთი გზის ამბავია, დაიწყო და დაასრულო.

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. Tako Kudarava / May 27 2017 11:38 am

    Please unsubscribe

    Sent from my iPhone

    >

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: