Skip to content
May 28, 2017 / mkitxveli

გაბრიელ გარსია მარკესი – ფოთოლცვენა

მარკესი-ფოთოლცვენარამდენჯერაც წავიკითხავ მარკესს, სულ ვცდილობ ჩამოვაყალიბო, რა მომეწონა და არ გამომდის. რეცენზენტები, ალბათ, “წერის ოსტატობას” უწოდებენ, ჩემს ენაზე რა ქვია, ჯერ ვერ მოვუძებნე სიტყვა. ისეთი დეტალებია ყველა ნაწარმოებში, რასაც სხვა ვერ დაინახავდა. აი ამ ბევრი სხვებისთვის შეუმჩნეველი პასაჟებით აქცევს ყველა ნაწარმოებს ემოციურად, რაც მოქმედებს მკითხველზე და მიჰყავს მოქმედების ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად შესაძლებელია თუ არა მოხდეს ის, რაც ტექსტში ხდება.

მისი ნაწარმოებები თან თითქოს არაფრით ჰგავს ერთმანეთს, თან ერთნაირ განწყობაზე გტოვებს – ბედნიერს, მკითხველი რომ გქვია. ეს გრძნობა სულ უფრო ცოტა ტექსტის მიმართ მაქვს.

“ფოთოლცვენაში” თითქოს არარეალურია ამბავი, მაგრამ მაინც რეალურია. სამივე პერსონაჟის (ბაბუა, შვილი, შვილიშვილი) პერსპექტივიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ამბავი მაკონდოში ხდება. მარკესის მიერ გამოგონილ სოფელში. სოფელი გადაწყვეტს რომ დასაჯოს ჩამოსული ექიმი და მისი გარდაცვალების შემდეგ არ დაკრძალონ, ცოცხლად გაიხრწნას, რადგან, რამდენიმე წლის წინ დაჭრილები არ მიიღო და არ უმკურნალა მათ. სოფელს წინ აღუდგება ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი (ბაბუა) რომელიც გადაწყვეტს, რომ მან უნდა მიაბაროს მიწას გარდაცვლილი.

საერთოდაც მთელი ნოველა იმაზეა, როგორ ცდილობს ეს კაცი წინ აღუდგეს გავრცელებულ მოსაზრებებს და მან დაიცვას ყველასგან უარყოფილი ადამიანები.

“ფოთოლცვენა” მარკესის პირველი ნაწარმოებია, მაგრამ კითხვისას საერთოდ არ გიჩნდება იმის განცდა რომ ეს ერთგვარი შესავალია სხვა დიდი ნაწარმოებებისა, რაც მას მოჰყვა. ის ერთი სრული ნოველაა, რომელსაც არაფერი ეტყობა ახალბედობისა.

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. Tako Kudarava / May 28 2017 9:43 pm

    Unsubscribe

    Sent from my iPhone

    >

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: