Skip to content
June 5, 2017 / mkitxveli

ხალიდ ჰოსეინი – ფრანით მორბენალი

1გქონიათ შემთხვევა, როცა ვიღაცას თქვენი დაცვა, გამოქომაგება სჭირდებოდა და არ გეყოთ გამბედაობა, როცა გინდოდათ პატარა გმირობა თქვენც ჩაგედინათ, გაგეკეთებინათ სხვის გამო ისეთი რამ, რისთვისაც დაისჯებოდით, მაგრამ არ გააკეთეთ. გაჩუმდით, ადექით და წამოხვედით. ამირმაც ვერ შეძლო გმირობა. შეეშინდა. მიატოვა თავისი ჰაზარა, როცა უჭირდა. ის სინამდვილეში მეგობარი იყო, მაგრამ მეგობრის დაძახებასაც ვერ ბედავდა. ჰასანი ჰაზარა იყო, დაბალი ფენიდან, ამირა – პუშტუნი, მაღალ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენდა.

იცით როგორ იწყება? “დღეს რაც ვარ, იმად 12 წლის ასაკში , 1975 წლის ერთ ცივ, პირქუშ დღეს ვიქეცი.” იმ დღეს გაიქცა.

“ფრანით მორბენალი” ამ ორი ბიჭის ისტორიაა. მათ ფონზე ავღანეთში განვითარებული მოვლენები, საბჭოთა ჯარის შესვლა, მერე თალიბების გამრავლება და მათ მიერ მთელი ქვეყნის კონტროლი.

მთელ ცხოვრებას ხშირ შემთხვევაში ბავშვობისეული ამბები, მშობლებთან ურთიერთობა განსაზღვრავს. ამ წიგნში – მით უმეტეს.

ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… როცა კაცს ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს.

მთელი ტექსტი მის შინაარსზე დგას. წერის სტილი არაფრით გამორჩეულია. მიუხედავად ამბის სიმძიმისა, შიგადაშიგ ემოციური მომენტებისა, რამდენიმე პრობლემის წამოწევისა, მაინც მარტივია. წინასწარ გამოსაცნობი განვითარება აქვს, მაგალითაც ბავშვობაში მთავარი ბოროტების ჩამდენი თალიბანის ლიდერი ხდება, მაინცადამაინც მასთან მოუწევს შეხვედრა და ბავშვობაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება. ზღაპარია.  სწორედ ასეთი ეპიზოდები არადამაჯერებელს ხდის ტექსტს, არადა ვიცით, რომ ავღანეთში ნამდვილად ხდება იმგვარი ამბები, რასაც წიგნში ვხვდებით.

გარდა ამისა, ცოტა არარეალურად ჩანან გმირები. მათ ხასიათებს აკლიათ რაღაც შტრიხები, რაც ზუსტად დაგანახვებს რისი გამკეთებელია, როგორი ტიპია, რას იზამს, რას გააკეთებს. ამის გამო ცოტა არაბუნებრივი ჩანს მათი ქცევა. ტექსტს ზღაპრის ეფექტს სძენს გმირების ბუნდოვანება, გარკვეული პასაჟების ნაკლებობა, რაც საჭიროა სცენის სრულად დასანახად, ავტორის მხრიდან მანიპულაცია და მცდელობა, მთავარი გმირის რეაბილიტაცია მოხდეს თანაც ისე, რომ  მაინც მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი დარჩეს, რადგან როცა უჭირს, მხოლოდ ჰაზარები ეხმარებიან და ემსახურებიან ისევ, პუშტუნი გმირი ამ როლში არ ჩანს, ისიც იფერებს.

ზოგიერთ ადგილას ტექსტზე გადახტომაც მოგინდება, არასაჭირო პასაჟების გამო. ავტორი მხოლოდ სიუჟეტით ცდილობს მკითხველის ემოციის გამოწვევას და არა ტექსტით. გული გწყდება იმიტომ, რომ მოკვდა ადამიანი და იცი, რომ ეს ცუდია. მხოლოდ ამიტომ გიწევს დანანებით გადააქნიო თავი, მაგრამ არ განიცდი ამას, რადგან ტექსტი არ მიჰყვება.

მე თუ მკითხავთ, თინეიჯერებისთვისაა ეს წიგნი. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ავღანეთსა და თალიბანზე არაფერი გაუგია.

სწრაფად კი იკითხება.

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. anuk / Jun 7 2017 7:16 am

    სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. რამდენიმე ძალიან იაფფასიანი სვლაც აქვს ავტორს 😦

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: