Skip to content
July 9, 2017 / mkitxveli

გელა ჩარკვიანი – ნაგერალა 2

მეორეც ისეთია, როგორც პირველი – სხარტად დაწერილი ჩანაწერები, თან სახალისოდ საკითხავი და თან აზრიანი. აი ისეთი, ყველა აბზაციდან დიდი ინტელექტი რომ ჩანს. ამაზე ადვილად საკითხავი წიგნი მეორე არ მეგულება. საიდანაც გინდა დაიწყე და სადაც გინდა იქ გადაშალე. აბზაცებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად მკითხველი სრულიად თავისუფალია.

მე მაინც სევდიანად მეკითხება. არ ვიცი რატომ. სულ მაქვს განცდა, რომ ყველა წიგნს ისე წერს, თითქოს ამის შემდეგ ვეღარ მოასწრებს წიგნის წერას. არადა, აგერ “ნაგერალა 2” გვაქვს უკვე.

პრობლემა სიცოცხლეა, თორემ სიკვდილი პრობლემა სულაც არ არის. არ საჭიროებს თავისი შენარჩუნებისთვის ჩალიჩს. არ გამიგონია ვინმეზე ეთქვათ, სიკვდილს ეპოტინებოდაო.

რამდენჯერაც მასთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა, ვფიქრობდი, ნებისმიერი მისი ამგავრი დიალოგი რომ გაშიფრო, ერთი წიგნი კიდევ გამოვა-მეთქი. “ნაგერალაც” ხომ მეტი არაფერია, მისის მოსაზრებები და ჩანაწერებია, მაგრამ იმდენად თავისებური დახვეწილი წერის სტილი აქვს და ბედნიერდები, რომ კითხულობ.

BBC World-ის ვებგვერდზე წავიკითხე, რომ 2026 წლიდან მსოფლიო თასის ფინალში 24-ის აცვლად 48 ფეხბურთის გუნდი ითამაშებს. რა კარგია, ვთქვი, ბევრ ფეხბურთს ვნახავ და გამახსენდა, რომ მე ეს აღარ მეხება.

წიგნს რამდენიმე კრიტერიუმით ვაფასებ ხოლმე – 1. ტექსტში არ უნდა ჩანდეს, რომ მისი წერის დროს იწვალა ავტორმა და ამით არ უნდა დატანჯოს მკითხველი. სხარტი, გამართული წერის მანერა მნიშვნელოვანია; 2. რაღაც უნდა გრჩებოდეს წიგნის კითხვის შემდეგ, არა ფრაზებად და ციტატებად, მერე გამოსაყენებლად, არამედ ტექსტი შესაძლებლობას უნდა გაძლევდეს იფიქრო რაღაც ახალზე ან ძველზე ახლებურად და 3. ბედნიერი უნდა იყო, რომ მითხველი გქვია და იქ შესვლა მოახერხე, სადაც სხვას ვერანაირად ვერ მოხვდება. ალბათ, სხვა კრიტერიუმებიცაა, ახლებული სტილი, სიუჟეტის განვითარება და ა.შ. მაგრამ ეგ იქით იყოს. იმ ძირითად სამ კრიტერიუმში ორივე “ნაგერალა” თავისუფლად ჯდება.

ჩემი წვერი ნიშნავს საბოლოო გადმობარგებას რომის სენატიდან ბერძენ ფილოსოფოსთა ბანაკში.

“ნაგერალას” მეორე ნაწილი უფრო ახალი ჩანაწერებია და ძველები, ალბათ, ისინი, რაც ვერ მოხვდა პირველში, შესაბამისად ისეთი მრავალფეროვანი და დიდი მოცულობის არ არის, როგორც პირველი. სამაგიეროდ აქ ნახავთ ბრიტანეთში ელჩობის პერიოდს, ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის და მთავრობასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს.

მთავრობა, რომელიც მტკივნეულ რეფორმებს მომავლისთვის აგდადებს, უბრალოდ თვლთმაქცობს, რადგან სერიოზული რეფორმების უმტკივნეულოდ ჩატარების დრო არასდროს დადგება. ძალაუფლებამოპოვებულ ხელისუფლებას პირველ ეტაპზე უთუოდ აქვს პოლიტიკური კაპიტალი, ანუ ხალხის მიერ მიცემული მანდატი. ზოგს მეტი რაოდენობით, ზოგს ნაკლებით. ძალაუფლება მოპოვებულ ახალ ხელისუფლებას ამ კაპიტალის ხარჯვის ორი გზა გააჩნია. 1. ატარებ მტკივნეულ რეფორმებს მომავალში შედეგის მისაღწევად და ისვევ მოსახლეობის ჯგუფების ან სულად შრეების ანტაგონიზაციას. 2. არაფერს აკეთებ. არავინ გაბრაზდება, რადგან საქმე წინ არ მიდის. პოლიტიკური კაპიტალი ორივე შემთხევევაში იხარჯება. პირველში უფრო სწრაფად და თან მოაქვს შედეგი, მეორეში კი ნელ-ნელა, მაგრამ უშედეგოდ იფლანგება. ელექტრობატარეებიც ხომ ასეა. მათ შეიძლება სასარგებლო საქმე აკეთონ და დაიხარჯონ, ან ტყუილად დებისგან დაიცალონ.

“მთავრობის მოვალეობაა – ბიუჯეტის საშუალებით შექმნას ჩარჩო, რომელშიც საზოგადოება შეძლებს ფუნქციონირებას. ამ ჩარჩოს მთავარი ელემენტებია: კანონიერება და წესრიგი, თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა. დავუმატებდი მომავლის ხედვას, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სწორი გზა აირჩიო. თუ არ იცი, სად მიდიხარ, ნათქვამია ებრაულ ანდაზაში, მაშინ სულერთია რომელი გზით ივლი.”

მთელი წიგნის განმავლობაში ირაკლის “ხალხს” ჩამესმოდა, ვფიქრობდი, რომ ამ წიგნის საუნდტრეკად სწორედ ეს გამოდგებოდა. ერთ-ერთ ჩანაწერში მართლაც ამ სიმღერაზე წერს გელა ჩარკვიანი. “ლონდონში დასაძინებლად ისე არ წავიდოდი, იქ შეძენილ Yamaha-ზე რომ არ დამეკრა ეს თავისებურად სევდიანი მელოდია, რაღაც მისტიკური ძაფებით რომ მაკავშირებდა გარდაცვლილ შვილთან. იქვე შორიახლო მჯდომ ჩემს მეუღლეს, ნანას გადავხედავდი ხოლმე, თუმცა ისედაც ვიცოდი, რომ ის უკვე ტიროდა”.

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: