Skip to content
July 16, 2017 / mkitxveli

ჯონ აპდაიკი – ბრაზილია

20182441_10209798594987517_380782754_o“რა იქნებოდა, სხვა წიგნი წამომეღო” ფიქრებით გავიარე 400-მდე გვერდი. თვითმფრინავში სხვა შანსი არ მქონდა, თორემ სახლში 50 გვერდის იქით, ალბათ, არც წავიდოდი. გამოვითვალე და იმ შემცირებული ტემპით, როგორც ახლა ვკითხულობ, ბევრი წიგნის წაკითხვას ვერ მოვასწრებ ამ ცხოვრებაში, ჰოდა, უფრო ყურადღებით დავიწყე მათი შერჩევა და მიტოვება, თუკი არ მომწონს. მენანება ყველა წუთი.

მსგავსი უემოციო წიგნი ამ წუთას არც მახსენდება. შინაარსი კიდევ არ ვიცი, როგორ ვთქვა, სრული სისულელე. აი ჯერ მხოლოდ დასაწყისი – პლაჟზე მყოფ მდიდარ იზაბელს დაინახავს მეძავის შვილი, შავკანიანი, ქურდი ტრისტაო, რომელიც მოიხიბლება მისით. მივა, დაელაპარაკება. ჰოი, საოცრებავ, იზაბელსაც მოეწონება და გადაწყვეტს, ჩააბაროს ქალიშვილობა და წაიყვანს ბიძამისის სახლში. მერე შეუყვარდება. ეს ტრისტაოც შეიცვლება ისე, რომ ქურდობა აზრადაც კი არ მოუვა მას შემდეგ. ოღონდ ეს ამბავი მართლა ასე წერია დაახლოებით. არაფრით არ ემზადება მკითხველი და ვერ იგებ, რატომ იღებს განსაკუთრებით გოგო ამ გადაწყვეტილებას.

კი დასპოილერება გამომდის, მაგრამ იმის წარმოსაჩენად, რატომ ვთვლი სულელურ სიუჟეტად ერთი ეპიზოდიც უნდა დავწერო. იზაბელი და ტრისტაო ბედის მუხანათობით ინდიელებთან აღმოჩნდებიან. ტრისტაო მონად, იზაბელი – ბელადის ხარჭად. იზაბელი გადაწყვეტს დაეხმაროს ტრისტაოს და წავა ჯადოქართან, რომელიც კანის ფერს შეუცვლის. იზაბელი – შავი, ტრისტაო კი თეთრი გახდება და დაეხსნებიან ინდიელებს. მე ასეთ სიუჟეტებზე ვერ ვერთობი და რა ვქნა.

ვერც წერის სტილით მოვიხიბლე. გარდა იმისა, რომ მართლა ზღაპარივით კითხულობ და ფსიქოლოგიური ტიპაჟები თითქმის არ ჩანს, რიგი ეპიზოდები ისეთი გაწელილია გარემოს არაფრისმომცემი აღწერით, ლამის პენაკის რჩევას მიყვე და გადაახტე. სადაც საჭიროა დამატებითი შტრიხები, იქ კი ზღაპარივით წერს. ამას დაუმატეთ დაახლოებით ისეთი ფრაზები, როგორიცაა “მათ ირგვლივაც უკვე სიყვარულისა და სიძულვილის, ჭაბუკური ფიცხი უკიდურესობის ნაპერწკლები აელვარდა”.

არადა, რამდენი დადებითი კომენტარი წავიკითხე ამ წიგნზე.

 

Advertisements

One Comment

Leave a Comment
  1. rodo / Nov 9 2017 3:09 pm

    მადლობა წიგნის დახასიათებისთვის. ამ ნაწარმოების წაკითხვით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ამ დახასიათების შემდეგ ნამდვილად აღარ წავიკითხავ :D.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: