Skip to content
July 21, 2017 / mkitxveli

დინო ბუცატი – თათრების უდაბნო

book_5735795271c9cDino Buzzati – The Tartar Steppe

დინო ბუცატი რამდენიმე წლის წინ “შვიდი სართულით” გავიცანი. დღემდე მახსოვს იმ მოთხრობის კითხვის შემდეგ როგორი ემოციები მქონდა. “თათრების უდაბნო” რომ დავინახე, მაშინვე იმავე მოლოდინით ვიყიდე. ახლა ვხვდები როგორ განსაზღვრავს მწერლის მიმართ დამოკიდებულებას პირველი რომელ ნაწარმოებს წაიკითხავ. სულ ელოდები, რომ მეორე პირველზე ბევრად უკეთესი უნდა იყოს. როცა ასე არ ხდება, იმედგაცრუების მეტი არაფერი დაგრჩენია.

“თათრების უდაბნო” ჯარისკაც დროგოზეა. ციხესიმაგრეში წავა, ჰგონია 4 დღით, მაგრამ მთელი ცხოვრება რჩება. სულ ელიან მტერს, რომელიც არ მოდის. ფაქტობრივად ეს წიგნი მოლოდინის ტექსტია. “შვიდ სართულშიც” ელოდები. მაგრამ ის ნოველაა, ეს კიდევ 225 გვერდიანი წიგნი და როცა 200 გვერდი ელოდები რაღაცას, სული გეხუთება.

გამოხატვის ფორმებზე ვსაუბრობდი, თორემ სინამდვილეში ეს წიგნი ვერასრულებულ იმედებზეა, რომ არ სრულდება და ამასობაში ცხოვრება გადის. ცხოვრების რუტინა სახიფათო რამეა. ადვილად შეუძლია ადამიანის ჩათრევა. მერე დღეები ისე ჰგვანან ერთმანეთს, დროს ვეღარ აღიქვამ. ცოტა ხანში აღმოაჩენ, რომ სხვანაირად აღარ შეგიძლია, რადგან იმ რაღაცის ლოდინი შენი ცხოვრების წესი გახდა. ამიტომაც სრულდება წიგნი ისე, როგორც სრულდება.

მე არასდროს მომწონდა რაიმესთვის ცხროვრებაშელეული ადამიანები. დროშეჩერებული წიგნები. მიუხედავად ამისა, ისე კითხულობ ტექსტს, სადაც არაფერი არ ხდება, რომ მატარებლის სადგურსაც გასცდები. მთელი ღირსება ამ წიგნის, ალბათ, ეს არის. მატარებლის იქით არ ვიცი როგორ იკითხება.

წიგნი მეორე მსოფლიო ომის დროს არის დაწერილი, იმ დროს რა კონტექსტი ჰქონდა ამ ტექსტს, არ ვიცი.

 

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: